ბოლო პერიოდში მოხშირდა ქართველი მემარცხენეებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, კრიტიკა ისმის ყველა მხრიდან — ნეოლიბერალური ფლანგიდან, ტექნოკრატებისგან თუ უბრალოდ აპოლიტიკური ჰუმანისტი ხალხოსანი პირებისგან, რომლებიც მოითხოვენ “უბრალო ხალხთან” “უბრალო ენით” ლაპარაკს. ვეცდები მცირე კომენტარი იმ კრიტიკოსების საპასუხოდ, რომლებიც ცდილობენ მემარცხენე აქტივისტების ენის გამოყენების კრიტიკას, პოლიტ ეკონომიური ტერმინების და სხვადასხვა ფილოსოფიური ცნებების გამოყენებას აცხადებენ, როგორც ელიტისტურ და “ანტი-სახალხო” მოვლენად. ვეცდები ავხსნა თუ რატომაა მათი რეაქციული ანტი-ინტელექტუალიზმი ავტორიტარული აზროვნების გამოვლინება და ელიტის ინტერესების გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული გატარება. ვეცდები ისტორიული მატერიალისტური პოზიციიდან დავამტკიცო რომ ენა და აზროვნება არა კლასობრიფი ფორმაციის გარეთ მყოფი მარადიული კატეგორიებია, არამედ საპირსპიროდ ისტორიულ — სოციალური ნაწარმია და მისი სოციალური გადანაწილება დამოკიდებულია არსებულ სოციალურ ფორმაციაზე, რაც ნიშნავს იმას რომ არსებული დანაწილება ენებს შორის ისტორიულია პირობითია დამოკიდებულია კლასობრივი წინააღმდეგობის დინამიკაზე. ეს ერთგვარი “ანტი-ინტელექტუალიზმი” კვებავს პოპულიზმს და წარმოადგენს არსებული ავტორიტარული წესრიგის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და კვლავწარმოებას.
კარლ მარქსი "ებრაული საკითხისათვის"
ბრუნო ბაუერი."ებრაული საკითხი".ბრაუნშვაიგი,1843.Bruno Bauer. «Die Judenfrage». Braunschweig, 1843.
გერმანელი ებრაელები ეძებენ ემანსიპაციას.როგორ ემანსიპაციას ეძებენ ისინი ? სახელმწიფო-სამოქალაქო,პოლიტიკურ ემანსიპაციას.ბრუნო ბაუერი პასუხობს მათ : არავინ გერმანიაში არ ემანსიპირებულა პოლიტიკურად.ჩვენ თვითონ არ ვართ თავისუფალნი.ჩვენ გერმანელებმა როგორ უნდა გაგანთავისუფლოთ თქვენ ებრაელები ?თქვენ ებრაელები,როგორც ებრაელები ეგოისტები ხართ,როდესაც თქვენ განსაკუთრებულ ემანსიპაციას ითხოვთ თქვენთვის. თქვენ ებრაელებს როგორც გერმანელები,თქვენც უნდა გემუშავათ გერმანიის პოლიტიკური ემანსიპაციისათვის,-ხოლო როგორც ხალხს,ადამიანური ემანსიპაციისათვის.და განსაკუთრებული ტიპი თქვენი შევიწროვების და თქვენი სირცხვილის უნდა იქნას მიღებული თქვენს მიერ და აღქმული არა როგორც გამონაკლისი წესი,არამედ პირიქით როგორც დამტკიცების წესი.თუ თქვენ ებრაელები ითხოვთ უფლებრივ გათანაბრებას გერმანელ ქრისტიანებთან ?ასეთ შემთხვევაში ისინი აღიარებენ მიზანშეწონილად "ქრისტიანულ სახელმწიფოს",შესაბამისად აღიარებენ სისტემის მიერ უნივერსალურ დამონებას.მაშინ რატომ არ მოსწონთ ებრაელებს მათი განსაკუთრებული ბატონობა,თუ ეს განსაკუთრებული ბატონობა მათ მოსწონთ რეალურად ?გერმანელი რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ებრაელის განთავისუფლებით,თუ ებრაელი არ არის დაინტერესებული გერმანელის განთავისუფლებით ?"ქრისტიანულმა სახელმწიფომ" იცის მარტო პრივილეგიები,ებრაელები სარგებლობენ ამ პრივილეგიებით ამ სახელმწიფოში იყვნენ ებრაელები.როგორც ებრაელი,მას აქვს უფლებები,რომელიც არ ააქვთ ქრისტიან გერმანელებს.მაშინ რატომ ეძებენ ისინი იმ უფლებებს რომლებიც მათ არ აქვთ,მაგრამ სარგებლობენ ქრისტიანი გერმანელები ?როდესაც ებრაელები ითხოვენ "ქრისტიანული სახელმწიფოსაგან"ემანსიპირებას,მაშინ ამით ისინი ითხოვენ რომ ქრისტიანულმა სახელმწიფომ უარი თქვას თავის რელიგიაზე.მაგრამ ებრაელები ამბობენ უარს თავიანთ რელიგიაზე ?ასეთ შემთხვევაში ააქვთ ებრაელებს უფლება მოითხოვონ სხვებისაგან რომ სხვებმა უარი თქვან თავიანთ რელიგიაზე ?
"ქრისტიანულ სახელმწიფოს" თავისი არსით არ შეუძლია ებრაელი ხალხის ემანსიპირება;მაგრამ დასძენს ბაუერი :ებრაელსაც არ შეუძლია იქნას ემანსიპირებული.ვიდრე სახელმწიფო რჩება "ქრისტიანული"ხოლო ებრაელი რჩება ებრაელად.მათ არც ებრაელს როგორც ებრაელს და არც გერმანელს როგორც გერმანელს არ შეუძლიათ მისცენ ემანსიპაცია სხვებს,ისევე როგორც მიიღონ სხვებისაგან."ქრისტიანულ სახელმწიფოს"შეუძლია მოექცეს ებრაელს ისე,როგორც ეს დამახასიათებელია "ქრისტიანული სახელმწიფოს"იმანენტური ბუნებისათვის.ესე იგი პრივილეგიის პრინციპით,მისცეს საშუალება იზოლირებულ იქნას სხვებისაგან,რომ ებრაელი იმყოფება ამ იზოლაციით "რელიგიურ წინააღმდეგობაში"დომინირებულ რელიგიასთან.მაგრამ ებრაელს შეუძლია "მარტო" "ებრაულ" დამოკიდებულებაში იმყოფებოდეს "ქრისტიანულ სახელმწიფოსთან" როგორც ერთგვარ "უცხოსთან" წინააღმდეგ რეალური ნაციონალობისადმი,თავისი ქიმერული "ნაციონალურობით" რეალური კანონებისადმი,თავისი ილუზორული კანონით ჩათვალოს რომ მას შეუძლია გაუცხოვდეს და იზოლირებულ იქნას კაცობრიობისაგან.პრინციპულად არ მიიღოს მონაწილეობა ისტორიულ მოძრაობაში,არ ჰქონდეს არავითარი მომავალი და საერთო მომავალ კაცობრიობასთან.ჩათვალოს საკუთარი თავი მარტო ებრაელი ხალხის წევრად,ხოლო ებრაელი ხალხი რჩეულ ერად.ასე რომ თქვენ ებრაელები რის საფუძველზე ითხოვთ ემანსიპაციას გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოსაგან "? თქვენი რელიგიის გამო ? კი მაგრამ ის ხომ სასიკვდილო მტერია გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოსი" ? იქნებ თქვენ ამას ითხოვთ როგორც გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"მოქალაქეები ?კი მაგრამ გერმანულ "ქრისტიანულ სახელმწიფოში" საერთოდ არ არსებობენ გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"მოქალაქეები.იქნებ თქვენ ამას ითხოვთ როგორც გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"ადამიანები ?მაგრამ მაშინ ამ ასპექტში თქვენც არ ხართ "ადამიანები" და არც ისინი არიან "ქრისტიანული სახელმწიფოს"ადამიანები ვისზეც თქვენ აპელირებთ.რადგან არ არსებობს გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"ადამიანები.ბრუნო ბაუერმა,ახლებურად დააყენა ებრაული საკითხი.მას შემდეგ რაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მის მიერ დაყენებული და გადაჭრილი ებრაული საკითხი.ბრუნო ბაუერი კითხულობს:როგორია ებრაელის "თვისებები",რომელიც უნდა იქნას ემანსიპირებული გერმანულ ქრისტიანულ სახელმწიფოში და ქრისტიანული სახელმწიფოსი რომელმაც უნდა მოახდინოს ებრაელის ემანსიპირება ? და ბრუნო ბაუერი პასუხობს კრიტიკით ებრაულ რელიგიას,ის აანალიზებს "რელიგიურ წინააღმდეგობას"იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის,არკვევს არსებით მხარეებს ქრისტიანული სახელმწიფოსი.და ყველაფერ ამას ის აკეთებს დიდი გამბედაობით და აზრის დიდი სიმახვილით.
რა გზით ცდილობს ბაუერი გადაჭრას "ებრაული საკითხი" ?რა დასკვნამდე მიდის ის ამ საკითხში ?ფორმულირება საკითხის,არის მისი გადაწყვეტა.კრიტიკა "ებრაული საკითხის"არის პასუხი "ებრაულ საკითხზე"ამრიგად მისი დასკვნები ასეთია "ებრაულ საკითხთან"დაკავშირებით :ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჯერ ჩვენი თავის "ემანსიპირება"სანამ ჩვენ შევძლებთ სხვების "ემანსიპირებას".ყველაზე რეზისტენტული ფორმა "წინააღმდეგობებისა"ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის არის"რელიგიური წინააღმდეგობები".როგორ უნდა აღმოვფხვრათ ეს"რელიგიური წინააღმდეგობა" ?ამისათვის საჭიროა გავხადოთ ეს "რელიგიური წინააღმდეგობა" "შეუძლებელი".როგორ უნდა გავხადოთ ეს "რელიგიური წინააღმდეგობა" "შეუძლებელი" ?ამისათვის საჭიროა გავანადგუროთ რელიგია.რადგან იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ებრაელი და ქრისტიანი განიხილავენ მათ წინაშე არსებულ რელიგიებს როგორც "განსხვავებულ საფეხურებს ადამიანური სულის განვითარების"როგორც განსხვავებას "გველის კანის"რომელსაც იძრობს თავისი ტანიდან ისტორია და ადამიანს განიხილავენ როგორც "გველს"რომელიც კანს იძრობს.ამ მომენტიდან ვარაუდობს ბაუერი,ებრაელი და ქრისტიანი "იმყოფება"არა რელიგიურ,არამედ კრიტიკულ "მეცნიერულ"ადამიანურ ურთიერთდამოკიდებულებაში."მეცნიერება"ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს მათ "ერთიანობას"ხოლო "წინააღმდეგობები"მეცნიერებაში,აღმოიფხვრება თვითონ მეცნიერების მიერ."გერმანელი ებრაელი"აწყდება პირველ რიგში "პოლიტიკური ემანსიპაციის" არარსებობას და ოფიციალურად აღიარებულ სახელმწიფოს"ქრისტიანულ ხასიათს ".თუმცა ბაუერულ გაგებაში "ებრაულ საკითხს"აქვს საერთო მნიშვნელობა.რომელიც არ არის დამოკიდებული "გერმანულ სპეციფიკურ პირობებზე"." ეს მართალია,გვეუბნებიან ჩვენ და თვითონ ებრაელიც ამბობს ამას.ებრაელი უნდა იქნას ემანსიპირებული არა როგორც ებრაელი,გერმანულ ქრისტიანულ სახელმწიფოში.არა იმიტომ რომ ის ებრაელია.არა იმიტომ რომ ებრაელი წარმოადგენს მფლობელს ისეთი შესანიშნავი ტიტულისა როგორიც არის საერთოსაკაცობრიო მორალური პრინციპი.პირიქით ებრაელი თვითონ გადავა უკანა პლანზე "სახელმწიფო მოქალაქესთან" მიმართებაში და ის გახდება "სახელმწიფოს მოქალაქე"მიუხედავად იმისა რომ ის ებრაელია და რომ უნდა დარჩეს ებრაელად.ეს ნიშნავს რომ ებრაელი,რჩება ებრაელად მიუხედავად იმისა რომ ის "სახელმწიფო მოქალაქეა"და ცხოვრობს საერთოსაკაცობრიო პირობებში.მისი ებრაული "ზღვარდადებული და შეზღუდული ბუნება"საბოლოოდ აიყვანს მაღლა მის ადამიანურ და პოლიტიკურ მოვალეობებზე.მისი ებრაული ცრურწმენა და ცრუწარმოდგენები ჯერ კიდევ არსებობს,მიუხედავად იმისა რომ მასზე გაიმარჯვა"საერთო პრინციპებმა"მაგრამ ამასთანავე რახან ის აგრძელებს თავის არსებობას,მაშინ ის იმარჯვებს ყველაფერ დანარჩენზე.მარტო სოფისტიკურად,მარტო ეფემერულად ებრაელს შეეძლო დარჩენილიყო "სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში" ებრაელად.შესაბამისად თუ ის ისურვებდა დარჩენილიყო ებრაელად,მაშინ მისი მოჩვენებითობა იქნებოდა მისი არსი,ან "მომენტალური გამონაკლისი"ამ არსიდან და სახელმწიფო წესებიდან"(უნარი თანამედროვე ებრაელების და ქრისტიანების გახდნენ თავისუფალნი ბრუნო ბაუერი გვ.57)

"ქალაქი ამბობს" - მცირე კომენტარი გამოკითხვაზე
ჩემი დაკვირვებით გამოკთხულ ადამიანების უმრავლესობის მსჯელობის ლოგიკა პროექტში “ქალაქი ამბობს” დაახლოებთ ერთიდაიგივე ხაზსს ატარებს. უკმაყოფილებას გამოთქვან სხვადასხვა პრობლემებზე, რომლებიც კერძოსა/კომუნალურის წინააღმდეგობრივი “ბუნებიდან” გამომდინარეობს, თუმცა გვერდს უვლიან ამ საკითხს და ახდენენ პრობლემის კულტურულ/ეთიკურ ჭრილში გადატანას. მაგალითად საუბარია კომუნალური სისტემების გაუმართავობაზე, როდესაც არ აღნიშნავენ, კომუნალურზე კერძო ინტერესის დომინირებას (კომუნალური სისტემების პრივატიზაციას, ანდაც პოლტიკურ-ბიუროკრატიული მექანიზმებით მოქალაქეების მართვა-კონტროლში ჩამოცილებათ), ხეების ჩეხვას და პარკების განადგურებას, როდესაც არ აღნიშნავენ პრივატიზაციის ტალღას და ა.შ. სანაცვლოდ მახვილდება ყურადღება “საზოგადოების” უკულტურობაზე და ა.შ.
საზოგადოების ასეთი კრიტიკა რეაქციულია იმ დროს როდესაც საზოგადოება გაუცხოვებულია იმ გარემოსგან რომელშიც არსებობს და ეს ქალაქის “პოლიტეკონომიის” შედეგია და არა იმ შინაგანი უკულტურობის, ან არაეთიკურობის რომელიც როგორც უყვართ ხოლმე თქმა ქართველების შინაგანი უკულტურობისგან (შემობრუნებული ნაციონალიზმი*) მოდის.

SCISSION: RADICAL DEMOCRACY WANTS TO BE THE INVENTION OF THE...
SCISSION: RADICAL DEMOCRACY WANTS TO BE THE INVENTION OF THE...: It is Theoretical Monday and today we explore The Common. That means, of course, this has got to include Antonio Negri. It does. It a...
ფეხბურთი ფეხბურთელებს
1968 წლის მაისში ამბოხებულ პარიზში, როდესაც მილიონობით მუშა გაფიცვაზე იყო და დაკავებული ჰქონდათ საწარმოები, სტუდენტებს ოკუპირებული ჰქონდათ უნვიერსტეტები და პრეზიდენტი გაქცეული იყო ქვეყნიდან საფრანგეთი რევოლუციის ზღვარზე იდგა არც ფეხბურთელები დარჩნენ ამ მოვლენების გარეთ, მოახდინეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობის ოკუპაცია და გამოსცეს მიმართვა :
“ ჩვენ ფეხბურთელებმა, რომლებიც ვეკუთვნით პარიზის რეგიონის სხვადასხვა კლუბებს დღეს გადავწყვიტეთ საფრნგეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბის ოკუპირება. ისევე როგორც მშრომელებმა დაიკავეს თავიანთი საწარმოები და სტუდენტებმა საკუთარი ფაკულტეტები. რატომ?
იმიტომ რომ 6000, 000 ფრანგ ფეხბურთელს და მათ ათასობით მეგობარს დავუბრუნოთ ის რაც მათ ეკუთვნით: ფეხბურთი. რისი მათგან ექპროპრიაციაც ფედერაციის მღვდელმთავრებმა მოახდინეს, რათა თავის ეგოისტური ინტერესების სამსახურში ჩაეყენებინათ როგორც მოგების მსურველებს.
ფეხბურთელებო, მწვრთნელებო, მცირე კლუბების მმართველებო, უამრავო მეგობარო და ფეხბურთის გულკშემატკივარო, სტუდენტებო და მშრომელებო ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული! შემოგვიერთდებით თქვენი სპორტის სახეობის საუკეთესო თვისებების დასაცავად .
მოითხოვეთ ფეხბურთის სპეკულიანტების და ფეხბურთელების შეურაწმყოფელების (რეფერენდუმის მეშვეობით) დაუყოვნებლივი გადადგომა.
კოგნიტარიატი და კოგნიტური კაპიტალიზმი
ინდუსტრიულ ეპოქაში “პროლეტარიატის” სოციოლოგიური აბსტრაქცია აღნიშნავს სოციალურ კლასს, რომელსაც არ გააჩნია საკუთრება, საკუთარი სამუშაო ძალისა და ფიზიკური უნარის გარდა. იმის გამო რომ მას არ გააჩნია საკუთრება გარდა საკუთარი სამუშაო ძალისა იგი იძულებულია მიიღოს დაქირავებული შრომის პირობები, რაც მსახურს და სისტემურ ექპლუატაციას გულისხმობს. სემიოკაპიტალის ქვეშ, მწარმოებელი კლასის შემადგენლობა წარმოქნილია, ადამიანებისგან რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთრება გარდა საკუთარი კოგნიტური შესაძლებლობისა: ნერვული ენერგიისა რომელიც გამოხატულია შემოქმედებითობაში და ენაში. როდესაც კოგნიტური შესაძლებლობები მიმაგრებულია შრომასთან, მისი კონკრეტული დანიშნულება და სახმარი ღირებულებები ( ცოდნა, გამოხატვა და კომუნიკაცია) გადაეცემა კაპიტალის ზრდის (ვალორიზაციის) ეკონომიურ ფუქნციას. ინფორმაციული ტექნოლოგიები გარდაქმნის ყველა პროცესს ნიშნების გაცვლად, ხოლო კოგნიტარი წარმოადგენს იმას ვინც აწარმოებს პროდუქტს მეტყველების, ენის, კომუნიკაციის, აზროვნების თუ ემოციების მეშვეობით.ამიტომ ენა გამოყოფილია ყოველდღიური ცხოვრებიდან, სინამდვილიდან, ემოციურობიდან და ექცევა კაპტალის მეურვეობის ქვეშ. კოგნიტური აქტივობა გამოყოფილია მისი სოციალური ფუნქციიდან და კორპორალობიდან (corporality). ეს დაცალკევება წარმოადგენს კოგნიტური შრომის გაუცხოვების განსაკუთრებულ ფორმას. გაუცხოვების პროცესი ინდუსტრიულ კაპიტალიზმში შეგვიძლია გამოვსახოთ მკვეთრი საზღვრებით, მაგალითად მშრომელი საკუთარ ცხოვრებას იწყებს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ როცა ფაბრიკიდან გამოდის, ცხოვრება და შრომა სრულიად სხვადასხვა რამაა და ისინი გამიჯნულია. კოგნიტური კაპიტალიზმი ახდენს შრომის სამყაროს ცხოვრებაში ინტეგრირებას, ცხოვრებასა და სამუშაო საათებს შორის საზღვრები ქრება (თუმცა ეს ხდება არა სიცოცხლის შრომაზე გამარჯვებით, რაც ძველი სოციალისტების მიზანი იყო არამედ შრომის მიერ სიცოცხლის დაქვემდებარებით) .შრომა ცენტრალური წერტილია სუბიექტვაციის პროცესში, ქმნის განსაკუთრებულ ეთიკას და ახდენს ბიოლოგიური სიცოცხლის ფსიქო ემოციური კომპლექსის სრულ ფინანსიზაციას, კაპიტალისტურ რაციონალიზაციას და რეიფიკაციას. კოგნიტურ კაპიტალიზმში ყველა ადამიანური უნარი ექვემდებარება საბაზრო ექვილვალენტს და შეუძლია ითარგმნოს როგორც საბაზრო ღირებულება. (იხილეთ ლინკი)
შრომის პროცესი და ვალორიზაცია. (ნაწილი პირველი)
“შრომის პროცესი არის მიზანმიმართული მოქმედება სახმარ ღირებულებათა შესაქმნელად, ბუნების მონაცემის მითვისება ადამიანის მოთხოვნილებისთვის, საყოველთაო პირობა ნივთიერებათა ცვლისა ადამიანსა და ბუნებას შორის, მარადიული ბუნებრივი პირობა ადამიანების ცხოვრების და, მაშასადამე, იგი დამოუკიდებელია ცხოვრების ამა თუ იმ ფორმისგან, ანდაც პირიქით, საერთოა მისი ყველა საზოგადოებრივი ფორმისთვის.” - მარქსი. კაპიტალი ტომი პირველი
მარქსი რათქმაუნდა აქ მიმართავს აბსტრაქციის მეთოდს, ის ახასიათებს შრომას როგორც ადამიანსა და ბუნებას შორის აუცილებელად ნაგულისხმევ ინტერაქციას , მისი ისტორიული და სოციალური ფორმისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ შრომა ყოველთვის კონკრეტულია და მოცემულია სოციალურ ფორმაციებში ის განსხვავდება წარმოების წესით, წარმოებით ურთიერთობებით დისტრიბუციით და სხვა ფაქტორებით. . მარქსი მიმართავს ამ მეთოდს იმისათვის, რომ გამოაცალკევოს და შემდგომში შრომა როგორც აუცილებლობა კონკრეტულად კაპიტალისტური ისტორიული შრომის პროცესისგან, რომელიც შრომის პროცესში ვალორიზაციის პროცესის ჩართვის აუცილებლობას გულისხმობს. ამ გაყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ბურჟუაზიული ფლანგის ეკონომისტები და აპოლეგეტები ხშირად აიგივებენ შრომას ზოგადად მის კაპიტალისტურ ფორმასთან, რითაც შრომის სოციალურ დეკონტექსტუალიზაციასა და მისი კაპიტალისტური ფორმის აისტორიულ გაგებას გვთავაზობენ. შრომის კაპიტალისტური დაქვემდებარება ისტორიული (სხვათაშორის სისხლიანი ) მოცემულობაა, რომელიც თვისობრივად განსხვავებულია სხვა ეპოქების წარმოებისა და დისტრიბუციის ფორმებისგან: ამ პროცესის გენეზისი მარქსს აღწერილი აქვს “პირვანდელი დაგროვების” თეორიაში. ამ მხივ მნიშვნელოვანია მარქსის “ფორმალური და რეალური დაქვემდებარების თეორიებიც*.
"პოსტ ფუტურისტული მანიფესტი "
1.ჩვენ გვსურს ვუმღეროთ სიყვარულის ხიფათს, ტკბილი ენერგიის ყოველდღიურ შექმნას რომელიც არასდროს გაიფანტება.
2.ირონია, სინაზე, ამბოხი იქნება ჩვენი პოეზიის არსებითი სტიქია.
3.იდეოლოგიამ და რეკლამამ განადიდა კაცობრიობის პროდუქტიული და ნერვიული ენერგიების მუდმივი მობილიზაცია, მიმართა იგი ომისა და მოგებისკენ. ჩვენ გვსურს განვადიდოთ სინაზე, ძილი და ექსტაზი, საჭიროებების ყაირათი და სიამოვნების გრძნობა.
4. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამყაროს ბრწყინვალება გამდიდრებულია ახალი მშვენიერებით; ავტონომიის მშვენიერებით. ყველა საკუთარი ტემპით; არავინ უნდა იყოს იძულებული იაროს ერთგვაროვანი ტემპით. ავტომობილებმა დაკარგეს საკუთარი იშვიათობის ხიბლი, უპირველესად კი მათ აღარ შეუძლიათ შეასრულოთ დანიშნულება, რისთვისაც ისინი შეიქმნენ: სიჩქარე შენელებულია. მანქანები მოუქნელები არიან როგორც მთვლემარე კუები ქალაქის ტრაფიკში. მხოლოდ შენელებაა სიჩქარე.
სემიო კაპიტალი და სოლიდარობის პრობლემა
სემიო-კაპიტალი
მე ვაყენებ სემიო-კაპიტალის ცნებას იმისთვის, რომ ავხსნა სოციალური წარმოების ფორმა,
რომელიც არსებითად ორიენტირებულია ნიშნების - სემიოს წარმოებაზე. იმის თქმა არ მინდა, თითქოს სოციალური წარმოების ყველა ფორმა სემიოტიკურია - გასაგებია, რომ ფეხსაცმელი, მანქანა
და სახლიც
იწარმოება, თუმცა ავღნიშნავ, რომ ყველაფერი თან და
თან უფრო ითარგმნება ნიშნებად. ეკონომიკურ დონეზე ყველაფერი უფრო და უფრო ჩანაცვლებულია სემიოტიკური წარმოების ფორმით.
სემიო–კაპიტალს მე განსვასზღვრავ როგორც, წარმოების მზარდ ჩანაცვლებას ფინანსური და “ფრაქტალურ–რეკომბინანტული” დეტერიტორიალიზირებული წარმოების ფორმით. გამოთქმა ფრაქტალურს ვიყენებ მანდელბროტის გაგებით (ბენუა მანდელბროტი
- ფრანგი–ამერიკელი მათემატიკოსი). ფრაქტალი წარმოადგენს გეომეტრიულ ობიექტს, რომელიც დატეხილია, იმსხვრევა ფრაგმენტებად. თუმცა ის შედგება არა მხოლოდ ნამსხვრევებისაგან, არამედ რეკომბინირებადი ფრაგმენტებისაგანაც..თუ გადავხედავთ ფინანსურ თამაშებს, დავინახავთ, რომ ნამდვილი სამყარო ერთდროულად დამტვრეულია უამრავ ნაწილად და ამავდროულად განუწყვეტლივ რეკომბინირებულია ახალ ფორმაში, გეშტალტსა
ან ფიგურაში.
დრო, აჩქარება და ძალადობა. ფრანკო ბიფო ბერარდი
დროს.
რომელ დროს?
ეს შენახული ფული, ჩემი წარსული დროა თუ დრო, რომელიც წარსულში დავხარჯე?
ან, საერთოდ, მომავლის ყიდვის შანსს ხომ არ მჩუქნის?
![]() |
Yves Marchand, Romain Meffre, Melted clock, Cass Technical High School, 2008. Courtesy of the artists.
|
თანამედროვე ევროპულ პეიზაჟს თუ მოვავლებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ გერმანია იღბლიან ადგილზეა. ბერძნები, პორტუგალიელები, რომ აღარაფერი ვთქვათ ირლანდიელებზე, რამდენიმე წლის წინ ბედნიერები იყვნენ და ახლა უცბად შეეცვალათ განწყობა. საქმე ისაა, რომ გერმანულმა ბანკებმა მათი ფული შეინახეს, ირლანდიული ფული, ბერძნული ფული, პორტუგალიური ფული, და ახლა, როცა ისინი თავიანთ კუთვნილს ითხოვენ, აღმოჩნდა, რომ ამ გაცვლა-გამოცვლაში რაღაც ისე ვერ არის. მაგრამ როგორ დავადგინოთ კონკრეტულად რა?
ეს ფინანსური კაპიტალიზმის ეპოქის გამოცანა და საიდუმლოა.(თუმცა, განა ნამდვილად საიდუმლოა?) შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიდუმლოა რაღაც, რაც ყუთშია დამალული. თუ გასაღებს მოარგებ, დამალულს ფარდა აეხდება - ის ჭეშმარიტება ხდება. მაგრამ მეორე მხრივ, გამოცანას არ აქვს გასაღები, არც ჭეშმარიტება. კრისტიან მერაცი შენიშნავდა, რომ კაპიტალიზმი ისეა
კონსტრუირებული, როგორც გამოცანა - შეუძლებელია აღმოაჩინო ჭეშმარიტება, იმიტომ, რომ იგი სწორედ იმ დაშვებას ემყარება, რომ ჭეშმარიტება აღარ არსებობს, ან იქ აღარაა, სადაც ვეძებთ.
ჟან ბოდრიარი, თავის 1976 წლის წიგნში “Symbolic exchange and Death” წერდა, რომ მთელი ფინანსური სისტემა ერთი დიდი განუსაზღვრელობაა, რადგან ფინანსური კაპიტალიზმი არსებითად დროსა და ღირებულებას შორის გაწყვეტილ ურთიერთობაზეა დაშენებული. “კაპიტალის” პირველივე თავში მარქსი გვიხსნის, რომ ღირებულება დროა, დროის აკუმულაცია ობიექტივიზებული დრო, დრო რომელიც საგნად, საქონლად იქცევა. ის არ წარმოადგენს შრომის დროს, ან დროში შრომას, რომელიც ღირებულებას ქმნის, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ზარმაცი ხარ თუ ბეჯითი. ღირებულებას მნიშვნელოვანწილად გარკვეული საქონლის დასამზადებლად საჭირო საზოგადოებრივად აუცილებელი დრო განსაზღვრავს.
რა არის ქალაქი?
![]() |
| "შიშველი ქალაქი" გი დებორი |
შენობების ერთობა და ქალაქების ერთმანეთში კავშირი, მასში მცხოვრები ადამიანების
ისტორიების მიხედვით. მიმდინარე დიალოგი წარმოსახვით და ეკონომიკურ, ინდივიდუალურ და სოციალურ, ბუნებრივ და მაშინარულს შორის. კულტურათა დიაგრამები, ისტორიის და არქტიტექტურის სტილი რომელშიც უმეტესობა ჩვენგანი ცხოვრობს, უამრავ წრეებში რომელიც საზღვრავს ჩვენს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ლიმიტებს, უხილავად ახდენს ფორმირებას ჩვენი ქცევების იმედებს. განვითარებული კაპიტალიზმის ქალაქები წარმოადგენს აკუმულაციას ყველა მოცემული საგნებისა მანამ სანამ ისინი არ გახდებიან როგორც გი დებორი განსაზღვრავს „სპექტაკლად“. : „ სოციალურ ურთიერთობად ადამიანთა შორის, იმიჯების საშუალებით“.
1958 წელს გამოჩნდა ფოტო ახლად გამოცემულ ჟურნალში სიტუაციონისტური ინტერნაციონალში, პატარა სათაურის ქვეშ „კულტურაში ოპერაციის ახალი თეატრი“. ეს არის ქალაქის იმიჯი რომელიც წარმოადგენს იდეოლოგიური ბრძოლის სცენას. იგი უტევს კაპიტალის ძალას, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთრება ჩომრთმეულთა მისწრაფებებს. 1957 წლის მოძრაობა ახალგაზრდა პოეტების, მხატვრების, რეჟისორების და კაფეში მსხდომი ფილოსოფოსების მიერ დაარსდა სენ ჟერმენ დე პრეში, პარიზის მახლობლად. მათ დაიწყეს ახალი თავისუფალი ცხოვრების გზების შექმნა კაპიტალისტურ ქალაქში.
ნაწყვეტი ლენინის ტექსტიდან – "მარქსიზმის კარიკატურა"
არის თუარა არსებული მდგომარეობა იგივე ჩაგრულ და მჩაგვრელი ქვეყნების მუშებს შორის, ნაციონალური საკითხიდან გამომდინარე?
არა .
1– ეკონომიკური განსხვავება ისაა, რომ მჩაგვრელი ქვეყნების მუშათა კლასის ნაწილი, სარგებლობს იმ ზე მოგებების ნამცეცებით, რომელსაც ღებულობენ მჩაგვრელი ერების ბურჟუები, მუდამ ორმაგ ტყავს რომ აძრობენ ჩაგრული ერების მუშებს. გარდა ამისა ეკონომიკური მონაცები ადასტურებენ, რომ მჩაგვრელი ერების მუშათა უფრო მეტი პროცენტი ხდება "ოსტატი" ვიდრე ჩაგრული ერების მუშებისა, – უფრო მეტი პროცენტი მაღლდება მუშათა კლასის არისტოკრატიის მდომარეობამდე,
საახალწლო ეპისტოლე
ბაზარი - ნებისმიერი სისტემა, ინსტიტუცია, პროცედურა, სოციალური ურთიერთობა და ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს საქონლის, სერვისის ან შრომის გაცვლას ფულში.
- არსებობს მჭიდრო კავშირი სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის. ამ კავშირის ერთ-ერთი მაგალითია ის ფაქტი რომ ბაზრის წარმატება პირდაპირ პროპორციულია საზოგადოების განწყობებთან, რწმენა-წარმოდგენებთან, ზოგადად მის ყოველდღიურობასთან.
- რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი თავად ახდენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. ის სხვადასხვა მედიის საშუალებით ქმნის რეალობას, რომელსაც გვთავაზობს, როგორც ერთადერთსა და უეჭველს. (გავიხსენოთ თუნდაც ცოტა ხნის წინანდელი უძრავი ქონების ბუმი ამერიკაში, რომელიც მთლიანად საზოგადოებაში არსებულ ილუზიებზე იყო აგებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა).
- ის გვთავაზობს რეალობას, სადაც ცხოვრების მთავარი მიზანი დაგროვებაა, სადაც საგნები განსაზღვრავენ ადამიანს; სადაც წარმატება ციფრებით გაზომვადია და ის მხოლოდ კონკურენციის დაძლევის შედეგად მიიღწევა; სადაც წარუმატებლებს არა აქვთ ადგილი.
- რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ყოველდღიურ რეალობასა და ბაზრის რეალობას შორის საზღვარი იშლება. ბაზრის ლოგიკა ხდება იდეოლოგია, რომელიც საზოგადოების ცხოვრების ყველა შრეში აღწევს. ის ხდება ადამიანის ცნობიერების, მისი თავის თავთან და გარემოსთან დამოკიდებულების ძირითადი განმსაზღვრელი. ბაზარი ხდება ახალი რელიგია.
- რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი სხვა ნებისმიერ რელიგიაზე ეფექტურად ახდენს საზოგადოების ჰომოგენიზაციას და ძალაუფლების ლეგიტიმაციას, ამიტომ ის ხდება ძალაუფლების პრიორიტეტული ინსტრუმენტი. ძველი რელიგიები მასთან ბრძოლაში იმსხვრევიან ან ემორჩილებიან მას. მეტიც, თუ წინათ ძალაუფლება და რელიგია ფორმალურად მაინც იყო გამიჯნული დღეს მათ შორის ზღვარი წაშლილია, რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი ძალაუფლების და რელიგიის სინთეზია.
- რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარს სჭირდება მითები. ისევე როგორც ეს თავის დროზე მისმა წინამორბედმა რელიგიებმა და ძალაუფლებებმა განახორციელეს, ბაზარი ახლის შექმნასთან ერთად მემკვიდრეობით იღებს ძველ მითებს და უსადაგებს მათ თავის რიტუალებს. უმთავრესი რიტუალი, რასაც ის მოითხოვს არის მომხმარებლობა!
- ისევე როგორც ძალაუფლებისა და რელიგიის ძველ ფორმებს, კაპიტალისტურ ბაზარს სჭირდება სრული სოციალური კონტროლი დროზე, ამიტომ იგი ”შობა-ახალი წლის დღესასწაულს” განსაკუთრებულად აღნიშნავს და ქმნის შესაბამის გარემოს მისთვის რიტუალების ჩასატარებლად.

პაულო ფრეიერი – " ჩაგრულთა პედაგოგიკა"
წიგნის გადმოსაწერილი ბმული
"მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების (ნებისმიერ დონეზე, სკოლაში თუ მის გარეთ) ყურადღებით შესწავლისას კარგად ჩანს, რომ ეს ურთიერთობები ძირითადად ნარატიულია. ეს ურთიერთობები გულისხმობს მთხრობელს, სუბიექტს, რომელიც ჰყვება (მასწავლებელს), და მომთმენ, მსმენელ ობიექტს (მოსწავლეს). შინაარსი, შეფასებები იქნება ეს თუ რეალობის ემპირიული თავისებურებები, ასეთი თხრობის პროცესში უსიცოცხლო და გაქვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ განათლება დაავადებულია თხრობის დაავადებით”.
"მასწავლებელი რეალობას აღწერს ისე, თითქოს იგი რაღაც უძრავი, სტატიკური იყოს, რომელიც ცალკეული ნაწილებისგან შედგება და პროგნოზირებადია. ანდა მასწავლებელი ეხება (ჰყვება) თემას მოსწავლის რეალური გამოცდილების გაუთვალისწინებლად”.
"მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, აავსოს მოსწავლეები თავისი თხრობის შინაარსით - შინარსით, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და საკმაოდ შორს არის იმისგან, რაც მოსწავლისთვის მშობლიური და ნაცნობია და რაც მისთვის შესაძლოა აღქმადი და შინაარსიანი გახდეს. ამასთან, ამ ნარატიული (თხრობითი) პედაგოგიკის მთავარი თვისებაა სიტყვების კეთილხმოვანება და არა მათი (სიტყვების) გარდამქმნელი ძალა: "ოთხჯერ ოთხი თექვსმეტია. პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი”. მოსწავლე იწერს, იმახსოვრებს და იმეორებს ამ ფრაზებს და არ ესმის, სინამდვილეში რას ნიშნავს "ოთხჯერ ოთხი”, ვერ გაიაზრებს სიტყვა "დედაქალაქის” ჭეშმარიტ მნიშვნელობას წინადადებაში: "პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი”, ანუ რას ნიშნავს ქალაქი ბელემი პარას პროვინციისთვის და რას წარმოადგენს პროვინცია პარა სრულიად ბრაზილიისთვის”.
ერიხ ფრომი - სოციალიზმი, როგორც პრობლემა.
![]() |
| ერიხ ფრომი |
ავტორიტარული წყობის
ფაშისტურ და სტალინისტურ ტიპებთან და წამახალისებელი ტიპის სუპერკაპიტალისტურ სისტემასთან
ერთად, მესამე პასუხს და კრიტიკულ რეაქციას კაპიტალიზმზე სოციალისტური თეორია წარმოადგენს.
ეს თეორია, სტალინიზმისა და ფაშიზმისგან განსხვავებით(რომლებიც პოლიტიკურ და სოციალურ
რეალობად იქცნენ) ფაქტიურად მხოლოდ თეორიად დარჩა. საკითხი სწორედ ასე დგას, მიუხედავად
იმისა, რომ სოციალისტური პარტიები მეტნაკლებად
დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ძალაუფლებას ინგლისსა და სკანდინავიურ ქვეყნებში,
უმრავლესობა, რომელსაც ეყრდნობოდნენ ეს სოციალისტური მთავრობები იმდენად უმნიშვნელო
იყო, რომ მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების ძირეული ცვლილება და საკუთარი პროგრამების
განხორციელების მხოლოდ მორიდებული მცდელობები ქონდათ.
დღესდღეობით სიტყვებმა - მარქსიზმი და სოციალიზმი
- ისეთი ემოციური მუხტი შეიძინეს, რომ რთულია მათი მშვიდ გარემოში განხილვა. ადამიანების
უმრავლესობისთვის ეს სიტყვები ”მატერიალიზმთან”, ”უღმერთობასთან”, ”სისხლისღვრასთან”
და სხვადასხვა სახის ბოროტებასთან ასოცირდება. ამ რეაქციის გაგება შეიძლება მხოლოდ
მაშინ, თუ შევაფასებთ იმას, თუ რა ზომამდე შეუძლიათ სიტყვებს
ფლობდნენ მაგიურ აზრს და ასევე გავითვალისწინებთ ჩვენი დროისათვის დამახასიათებელ გონიერი
აზროვნების საერთო დაცემას.
ტრიოლექტიკური ფეხბურთი
დანიელი სიტუაციონისტი ასგერ ჯორნის მიერ 1960-იანი წლების დასაწყისში, სიტუაციური პრაქტიკის (detournement ) საფუძველზე შექმნილი ფეხბურთი, რომელშიც ტრადიციული ფეხბურთისგან განსხვავებით სამი კარი, სამი გუნდი, ჰაქსეგონალური მოედანი და განსხვავებული თამაშის წესებია (ძირითადად მოლაპარაკებაზე დაფუძნებული).
ჯორნის ფეხბურთი წარმოადგენს კაპიტალისტურ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სპორტის კრიტიკულ პოლიტიკური კუთხიდან წაკითხვას. ჯორნი
ტრადიციულ ბინარულ დიალექტიკას ანაცვლებს საკუთარი ტრიალექტიკური კონცეფციით, რაც სოციალური
ურთეირთობების ორ ურთიერთსაპირისპირო მხარეზე დაყვანას ანაცვლებს ანდაც ამდიდრებს სოციალურ ურთიერთობების
უფრო კომპლექსურური ხედვით, სადაც კოოპერაციის და სხვა სოციალური ურთიერთობების სახეები შემოდის.
თამაში როგორც ცნობილია,
თამაში როგორც ცნობილია,
გიორგი პლეხანოვი – სარწმუნოების შესახებ
თავი 1
სარწმუნოება ანუ რელიგია შეიძლება განვსაზღვროთ როგორც, წარმოდგენის , სულისკვეთების და მოქმედების მეტნაკლებად აწყობილი და გამართული სისტემა. წარმოდგენა შეადგენს სარწმუნოების მითოლოგიურ ელემენტს; სულისკვეთება ეხება სარწმუნოებრივი გრძნობის დარგს, ხოლო მოქმედება სარწმუნოებრივი თაყვანისცემის ან, როგორც სხვანაირად ამბობენ , კულტის დარგს. ჩვენ პირველ რიგში სარწმუნოების მითოლოგიურ ელემენტზე უნდა შევჩერდეთ.ბერძნული სიტყვა "მითი" ნიშნავს – ამბავს , თქმულებას. ადამიანს აოცებს ესა თუ ის – სულ ერთია: ნამდვილი თუ მოჩვენებითი– მოვლენა. ის ცდილობს ახსნას თუ როგორ წარმოიშვა ეს მოვლენა . ასე იბადება მითი. მაგალითი: ძველ ბერძნებს სწამდათ ქალ–ღმერთი ათინას (მანერვას) არსებობა. როგორ წარმოიშვა ეს ღმერთი? ერთხელ ზევს თავი ატკივდა და ალბათ ძალიანაც ატკივდა, რადგან მან ქირურგის საშუალებას მიმართა. ქირურგის როლის ასრულება წილად ხვდა ჰეფესტოს (ვულკანს), რომელმაც ცული მოიმარჯვა ხელში და ისეთი სიძლიერით დაჰკრა ღმერთების მეფეს თავზე, რომ ორად გაუპო იგი; ამ გაპობილი თავიდან გამოხტა ქალ–ღმერთი ათინა. მეორე მაგალითი: ძველი ებრაელი ეკითხებოდა თავის თავს – თუ საიდან გაჩნდა ქვეყანა. ამ კითხვაზე უპასუხებდა თქმულება ექვს დღეში ქვეყნის შექმნის და ადამიანის მიწისგან გაჩენის შესახებ. მესამე მაგალითი : თანამედროვე ერენთეს ტომის ავსტრალიელს უნდა გაიგოს–საიდან გაჩნდა მთვარე. მის ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს ამბავი იმის შესახებ – თუ ძველად, როცა ცაზე ჯერ კიდევ არსად სჩანდა მთვარე, როგორ მოკვდა და დამარხეს ერთი კაცი – სახელად ოპოსუმი*.(*ოპოსუმი– პატარა ავსტრიელი ცხოველია, ორმიცლიანთა რიცხვს ეკუთვნის . ჩვენ კიდევ ვანხავთ თუ ველურთა წარმოდგენით როგორ შეიძლება ერთსა და იმავე დროს ადამიანიც იყო და ოპოსუმიც ან სხვა რომელიმე ცხოველი) მალე ეს კაცი გაცოცხლდა და ბავშვის სახით ამოვიდა საფლავიდან. მისი თანამოგვარეები ძალიან შეშინდნენ და გაიქცნენ, ის კი მათ გამოუდგა უკან ყვირილით: "ნუ გეშინიათ, ნუ გარბიხართ, თორემ სუყველანი დაიხოცებით. მე კი თუმცა მოვკვდები მაგრამ ცაში გავცოცხლდებიო". და აი ის გაიზარდა, დაბერდა, მერე მოკვდა, მაგრამ თვარის სახით გამოჩნდა . ამის შემდეგ ის დროგამოშვებით კვდება და ცოცხლდება ხოლმე. (ვან გენერი. "ავსტრალიის მითეი და ლეგენდები" პარიზი გვ. 38). არ ვიცი დააკმაყოფილებს თუ არა ასეთი ახსნა ვინმე ჩვენდღევანდელ "ღვთის მაძიებელთაგანს", – მგონია კი, რომ არავის არ დააკმაყოფილოებს. მაგრამ ავსტრალიელ მკვიდს იგი აკმაყოფილებს, ისე–როგორც განსაკუთრებული ხანის ბერძენს აკმაყოფილებდაიუპიტერის თავიდან ათინას გაჩენის თქმულება ან ძველ ებრაელს ექვს დღეში შექმნის ამბავი. მითი არის ამბავი, თქმულება , რომელიც პასუხობს კითხვებს: რატომ? და როგორ? მითი არის ადამიანის მიერ მოვლენათა მიზეზობრივი კავშირის შეგნების პირველი გამოხატულება.
ერთი ჩვენი დროის გამოჩენილი გერმანელი ეთნოლოგი ამბობს; "მითი პირველყოფილი მსოფლმხედველობის გამოხატულებააო" (ერენრაიხი, "სამხრეთ–ამერიკის პირველყოფილ ხალხთა მითები და ლეგენდები– მათი კავშირი ჩრდილო–ამერიკისა და ძველი ქვეყნის ლეგენდებთან") და ეს მართლაც ასეა, ერთობ პრიმიტიული მსოფლმხედველობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იწამოს– ვითომ მთვრაე საფლავიდან ამოსული და ზეცაში ასული ადამიანი–ოპოსუმი იყოს. რაში მდგომარეობს ამ მსოფლმხედველობის მთავარი დამახსაიათებელი თვისება? ეს თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი რომელიც მას იაზრებს, ბუნების მოვლენებს აპიროვნებს. პირველყოფილ ადამიანს ყველა ეს
Subscribe to:
Posts (Atom)

.jpg)