თავი 1
სარწმუნოება ანუ რელიგია შეიძლება განვსაზღვროთ როგორც, წარმოდგენის , სულისკვეთების და მოქმედების მეტნაკლებად აწყობილი და გამართული სისტემა. წარმოდგენა შეადგენს სარწმუნოების მითოლოგიურ ელემენტს; სულისკვეთება ეხება სარწმუნოებრივი გრძნობის დარგს, ხოლო მოქმედება სარწმუნოებრივი თაყვანისცემის ან, როგორც სხვანაირად ამბობენ , კულტის დარგს. ჩვენ პირველ რიგში სარწმუნოების მითოლოგიურ ელემენტზე უნდა შევჩერდეთ.
ბერძნული სიტყვა "მითი" ნიშნავს – ამბავს , თქმულებას. ადამიანს აოცებს ესა თუ ის – სულ ერთია: ნამდვილი თუ მოჩვენებითი– მოვლენა. ის ცდილობს ახსნას თუ როგორ წარმოიშვა ეს მოვლენა . ასე იბადება მითი. მაგალითი: ძველ ბერძნებს სწამდათ ქალ–ღმერთი ათინას (მანერვას) არსებობა. როგორ წარმოიშვა ეს ღმერთი? ერთხელ ზევს თავი ატკივდა და ალბათ ძალიანაც ატკივდა, რადგან მან ქირურგის საშუალებას მიმართა. ქირურგის როლის ასრულება წილად ხვდა ჰეფესტოს (ვულკანს), რომელმაც ცული მოიმარჯვა ხელში და ისეთი სიძლიერით დაჰკრა ღმერთების მეფეს თავზე, რომ ორად გაუპო იგი; ამ გაპობილი თავიდან გამოხტა ქალ–ღმერთი ათინა. მეორე მაგალითი: ძველი ებრაელი ეკითხებოდა თავის თავს – თუ საიდან გაჩნდა ქვეყანა. ამ კითხვაზე უპასუხებდა თქმულება ექვს დღეში ქვეყნის შექმნის და ადამიანის მიწისგან გაჩენის შესახებ. მესამე მაგალითი : თანამედროვე ერენთეს ტომის ავსტრალიელს უნდა გაიგოს–საიდან გაჩნდა მთვარე. მის ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს ამბავი იმის შესახებ – თუ ძველად, როცა ცაზე ჯერ კიდევ არსად სჩანდა მთვარე, როგორ მოკვდა და დამარხეს ერთი კაცი – სახელად ოპოსუმი*.(*ოპოსუმი– პატარა ავსტრიელი ცხოველია, ორმიცლიანთა რიცხვს ეკუთვნის . ჩვენ კიდევ ვანხავთ თუ ველურთა წარმოდგენით როგორ შეიძლება ერთსა და იმავე დროს ადამიანიც იყო და ოპოსუმიც ან სხვა რომელიმე ცხოველი) მალე ეს კაცი გაცოცხლდა და ბავშვის სახით ამოვიდა საფლავიდან. მისი თანამოგვარეები ძალიან შეშინდნენ და გაიქცნენ, ის კი მათ გამოუდგა უკან ყვირილით: "ნუ გეშინიათ, ნუ გარბიხართ, თორემ სუყველანი დაიხოცებით. მე კი თუმცა მოვკვდები მაგრამ ცაში გავცოცხლდებიო". და აი ის გაიზარდა, დაბერდა, მერე მოკვდა, მაგრამ თვარის სახით გამოჩნდა . ამის შემდეგ ის დროგამოშვებით კვდება და ცოცხლდება ხოლმე. (ვან გენერი. "ავსტრალიის მითეი და ლეგენდები" პარიზი გვ. 38). არ ვიცი დააკმაყოფილებს თუ არა ასეთი ახსნა ვინმე ჩვენდღევანდელ "ღვთის მაძიებელთაგანს", – მგონია კი, რომ არავის არ დააკმაყოფილოებს. მაგრამ ავსტრალიელ მკვიდს იგი აკმაყოფილებს, ისე–როგორც განსაკუთრებული ხანის ბერძენს აკმაყოფილებდაიუპიტერის თავიდან ათინას გაჩენის თქმულება ან ძველ ებრაელს ექვს დღეში შექმნის ამბავი. მითი არის ამბავი, თქმულება , რომელიც პასუხობს კითხვებს: რატომ? და როგორ? მითი არის ადამიანის მიერ მოვლენათა მიზეზობრივი კავშირის შეგნების პირველი გამოხატულება.
ერთი ჩვენი დროის გამოჩენილი გერმანელი ეთნოლოგი ამბობს; "მითი პირველყოფილი მსოფლმხედველობის გამოხატულებააო" (ერენრაიხი, "სამხრეთ–ამერიკის პირველყოფილ ხალხთა მითები და ლეგენდები– მათი კავშირი ჩრდილო–ამერიკისა და ძველი ქვეყნის ლეგენდებთან") და ეს მართლაც ასეა, ერთობ პრიმიტიული მსოფლმხედველობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იწამოს– ვითომ მთვრაე საფლავიდან ამოსული და ზეცაში ასული ადამიანი–ოპოსუმი იყოს. რაში მდგომარეობს ამ მსოფლმხედველობის მთავარი დამახსაიათებელი თვისება? ეს თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი რომელიც მას იაზრებს, ბუნების მოვლენებს აპიროვნებს. პირველყოფილ ადამიანს ყველა ეს
მოვლენა ეჩვენება განსაკუთრებულ არსებათა მოქმედებად, ისეთ არსებათა, რომელთანაც როგორც თვითონ მას, აქვთ შეგნება, მოთხოვმილება, გულისთქმა, სურვილი და ნებისყოფა. განვითარების სულ პირვანდელ საფეხურზე ამ არსებათ, რომელნიც ვითომ თავისი მოქმედებით ბუნების ამა თუ იმ მოვლენებს იწვევენ, პირველყოფილი ადამიანის წარმოდგენა სულების ხასიათს ანიჭებს; ამგვარად ვითარდება ის , რასაც ტეილორი ანიმიზმს უწოდებს. ეს მკვლევარი სწერს: "ადამიანებს სწამთ, რომ სულიერი არსებანი მართავენ და განაგებენ ნივთიერი ქვეყნის მოვლენებს, ან გავლენას ახდენენ მასზე აქაც და საიქიოშიც. გარდა ამისა ვინაიდან ფიქრობენ, რომ სულიერ არსებებს ურთიერთობა აქვთ ადამიანებთან და უკანასკნელთა ყოფა–ქცევა მათში იწვევს სიხარულს თუ უკმაყოფილებას, ამიტომ ადრე თუ გვიან მათი ასებობის რწმუნება ბუნებრივად, შეიძლება ითქვას, აუცილებლადაც ბადებს მათს ნამდვილ თაყვანისცემას თუ შეწყალების სურვილს. ამგვარად, ანიმიზმი განვითარებული სახით შეიცავს მმართველ ღვთაებებს და მათს ხელქვეით სულთა რწმუნებას, რწმუნებას (რწმენას) სულისას და მომავალი, საიმქვეყნო ცხოვრებისას, რწმუნებას, რომელიც ცხოვრებაში ნამდვილ თაყვანისცემად ხდება" .
ესეც მართალია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთია სულთა არსებობის რწმუნება და სულ სხვაა თაყვანისცემა; ერთია მითი, მეორეა კულტი. პირველყოფილ ადამიანს მრავალი სულები სწამს, მაგრამ თაყვანს სცემს მხოლოდ ზოგიერთს. ("თავითავად ბუნების მოვლენათა ასულდგმულება და გაპიროვნება კიდევ არ გულისხმობს სარწმუნოებრივ შეგნებასო" – ამბობს ერენრაიხი (ზემოხსენებული თხზულება)). კულტი ანიმისტური იდეების და განსაზღვრულ სარწმუნოებრივი მოქმედების შეერთების ნიადაგზე იბადება. ცხადია, ჩვენ ვერ ავიცდენთ იმ კითხვას, თუ რით ისაზღვრება ეს შეერთება, მაგრამ არ უნდა ავჩქარდეთ. ჯერ ჩვენ უნდა გავეცნოთ ანიმიზმის წარმოშობის საკითხს. ტეილორი სამართლიანად აღნიშნავს, რომ მატერიალისტური ფილოსოფიის საპირისპიროდ პირველყოფილი ანიმიზმი სპირიტუალისტური ფილოსოფიის არსებობის განსახეიერებას წარმოადგენსო. ხოლო ეს თუ ასეა ანიმიზმის შესწავლა ჩვენ ორგვარ სამსახურს გაგვიწევს ; იგი შეუწყობს ხელს არა მარტო ჩვენი ცნებიოს გამოაშკარავებას პირველყოფილი მითების შესახებ, არამედ თვალ წინ გავიშლის აგრეთვე "სპირიტუალისტური ფილოსოფიის არსებობასაც". ამის არაფრად ჩაგდება და გაბაიბურება კი შეუძლებელია ისეთ ხანაში, როცა მრავალნი ფილოსოფიური სპირიტუალიზმის გამოცოხლებას და აღდგენას ცდილობს*.

*აღსანიშნავია, რომ ანიმიზმი მშვენივრად არის გამოთქმული ე.ა. ბარათინსკის ერთ–ერთ ლექსში. აი ეს ლექსი "(ნიშნები)
ვიდრე ბუნებას არ აწამებდა
კაცი სასწორით, გრდემლით ქურებით;
და ყურს უგდებდა მას, როგორც მისანს,
ბავშვური რწმენით და მოწყურებით;
ვიდრე უყვარდა მას ეს ბუნება,
ისიც მითივე უპასუხებდა:
ჰპოებდა კაცთან საერთო ენას
და მასზე ზრუნვით თავს იწუხებდა.
თავის მომავალ უბედურებას
იგი ამჩნევდაყორანის ხმაში,
და მისი ზრახვის გათახვედება
პატივს ითხოვდა ბედის წინ მაშინ.
გზაზე მგელი მას, საშქრად მიმავალს,
ძლევას უქადდა აყრილ ჯაგარით,
და შემდეგ იგი მტერს შეებმოდა,
უკვე თამამი და გულმაგარი.
ნიშნად ბედნიერ სიყვარულისა
მას წყვილიმტრედი თავს გადუვლიდა,
და მივარდნილი ყრუ უდაბნოც კი
და დედობრივი გრძნობით უვლიდა.
ბარათინსკი გულიბრყვილოთ სწუხდა, რომ გონებრივმა წარმატებამ ადამიანს გაუქრო ანიმისტური ილუზიები:
მაგრამ გრძნობის წილ ჭკუას დაეყრდნო,
მიჰყო ამაო ძიებას ხელი;
დადუმდა შემდეგ ბუნების ენა
და გაუცივდა მას ული ცხელი.
მაგრამ გრძნობის წილ ჭკუას დაეყრდნო,
მიჰყო ამაო ძიებას ხელი;
დადუმდა შემდეგ ბუნების ენა
და გაუცივდა მას ული ცხელი.
ეს რა თქმა უნდა, სასაცილოა, როგორც ეს ჯერ კიდევ ბელინსკიმ შენინშნა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანიმისტური შეხედულება ბარათინსკის საუცხოოდ აქვს გამოთქმული.
თავი 2
ბ. ბოგდანოვმა სცადა გამოენახა "განსაკუთრებული კავშირი ადნიმისტურ დუალიზმსა და ავტორიტარულ საზოგადოებრივ ფორმაციებს შორის". ( ა. ბოგდანოვი – "საზოგადოების ფსიქოლოგიიდან" ს.–პეტ, 1904, გვ. 118.). ბ. ბოგდანოვი სავსებით არ უარყოფს უარყოფს ეთნოლოგთა შორის დღეს საყოველთაოდ აშემოღებულს და ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილ ანიმიზმის თეორიას. მაგრამ მას ეს თეორია დამაკმაყოფილებლად არ მიაჩნია. ბოგდანოვი ფიქრობს, რომ ამ თეორიას "შეუძლია სწორად აღნიშნოს ის ფსიქიური მასალა, რომელიც, რამდენადმე მაინც, საფუძვლად დაედვა ანიმისტურ შეხედულებას. მაგრამ, რჩება კითხვა : რატომ წარმოიშვა ამ მასალიდან აზროვნების ისეთი ფორმა , რომელიც განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე ძირითადი და საყოველთაოა (იგივე გვერდი ხაზს თავად ბოგდანოვი ავლებს) და აი ავტორიტარულ ფორმათა შორის არსებული განსაკუთრებული კავშირის აღიარებით უპასუხებს. მისი აზრით ანიმისტური დუალიზმი წარმოადგენს საზოგადოებრივი დუალიზმის ანარეკლს, იმ დუალიზმის, რომელიც ასებობს მაღალთა და დაბალთა შორის, ორგანიზატორთა და აღმასრულებლებთა შორის. ის ამბობს: "წარმოვიდგინოთ საზოგადოება, რომელშიაც ავტორიტარული ურთიერთობა გარს აკრავს წარმოების მთელ სისტემას, ისე რომ ყოველი საზოგადოებრივ შრომითი მოქმედება ორდება, იყოფა აქტიურ–ორგანიზატორულ და პასიურ–აღმასრულებელ ელემენტად. ამნაირად, საზოგადოების წევრნი ცდის და შრომის ვეებერთელა დარგს–უშალო წარმოების სფეროს– აუცილებლათ იგებენ განსაზღვრული ტიპის–ერთგვარი ორადობის მიხედვით, რომელშიაც ნიადაგ შეუღლებულია ორგანიზატორული და აღმასრულებელი ელემენტები" (იგივე ტექსტი გვ113–144). ხოლო როცა ადამიანი ჩვეულებრივ თავისი შრომითი დამოკიდებებულებას გარეშე ქვეყნის მიმართ იგნებს, როგორც აქტიურ ორგანიზატორული ნებისყოფის გავლენის გამოხატულებას აღმასრულებელთა პასიურ ძალაზე, მაშინ ის "ყოველ მოვლენაში იმასვე ნახულობს". მაშინ იბადემა მის წარმოდგენაში ნივთთა სული. "იგი ხედავს მზის მოძრაობას, წყლის მიმდინარეობას , ესმის ფოთლის შრიალი, გრძნობს წვიმასა და ქარს. და ყოველივე ეს მას უფრო ადვილათ შეუძლია იმგვარათ წარმოიდგინოს, როგორვ წარმოუდგენია თავისი საზოგადოებრივი–შრომითი ცხოვრება; გარეშე ძალაში, რომელიც პირდაპირ მასზე მოქმედებს, ის გულისხმობს პირად ნებისყოფას, რომელიც მას მართავს. და მიუხედავად ამისა, რომ ეს ნებისყოფა მისთვის უხილავია, იგი ნამდვილი და აცუილებელია, რადგან მისთვის უმისოთ მოვლენა გაუგებარია"(ბოგდანოვი. იქვე გვ.115)
ეს ძალიან კარგია.იმდენად კარგია, რომ ბატონმა შულიაკიკოვმა ბ. ბოგდანოვის შეხედულების მიხედვით ახალი ფილოსოფიის მთელი ისტორიაც კი დასწერა. მხოლოდ ერთია ცუდი; ბ. ბოგდანოვის მთელი კარგი აზრი სინამდვილეს ეწინააღმდეგება.
ადვილი შესაძლებელია, უფრო უსათუოცაა, რომ ანიმიზმი არ იყო სულ პირველი ნაბიჯი გარეშე ქვეყნის შესახებ ადამიანის წარმოდგენათა განვითარების ისტორიაში. უთუოდ მართალი იყომ.გუიო, რომელიც ფიქრობდა, რომ "სარწმუნოებრივ მეტაფიზიკის გამოსავალ მომენტად უნდა მივიღოთ თავისებური, ბურუსით მოცული მონისტური შეხედულება არა ღვთაერბრივ სათავეზე, არა ღვთაებაზე..., არამედ სულსა და ხორცზე, რომელნიც თავდაპირველათ წარმოდგენილი ქონდათ, როგორც ერთი განუყრელი მთელი"(მ.გუიო "მომავლის ურწმუნოება"). ეს თუ ასეა, ანიმიზმი მეორე ნაბიჯად უნდა ჩავთვალოთ აღნიშნულ წარმოდგენათა განვითარებაში. მ. გუიო სწორეთ ასე ლაპრაკობს: "ამ კონცეფციის თანმყოლილი, მახლობელი კონცეპცია არის კონცეპცია დამოუკიდებელი სულების, სხეულის ამოსულდგმულებელი ფშვინვის, სულების , რომელთაც ძალუძთ თავისი სამყოფელი ბინა დასტოვონ ხოლმე.სარწმუნოებსი ისტორიკოსები ამ კონცეფციას ანიმიზმს უწოდებენ. ის იქცევს ყურადღებას, პირველ ყოვლისა , თავისი დუალისტური ხასიათით. მას საფუძვლად უდევს შეხედულება სულსა და ხორცს შორის არსებულ წინაარმდეგობაზე"( ,.გუიო იქვე). როგორც უნდა იყოს, ფაქტიუ ფაქტად რჩება, რომ ანიმიზმი ვითარდება უკვე პირველყოფილ ხალხში, რომელთაც სრულიათ ეუცხოვებათ საზოგადოების "ავტორიტარული" ორგანიზაცია. ბ. ბოგდანოვი ძალიან ცდება, როცა თავისი ჩვეულებრივი სითამამით აცხადებს; "ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოებრივი განვითარების ადრეულ საფეხურებზე, სულ დაბლა მყოფ, განუვითარებელ ტომებში ანიმიზმი ჯერ კიდევ არ არსებობს, სულიერი დასაწყისის წარმოდგენა სრულებით არ აქვთ". არა, ეს ჩვენ სულაც არ "ვიცით"! ეთნოლოგია მოკლებულია შესაძლებლობას დაუკვირდეს და შეისწავლოს ის ტომნი, რომელნიც "თავისებური, ბურუსით მოცული მონისტური შეხედულებისანი" არიან; მან მათი არა იცის რა. პირიქით: ყველაზე უფრო დაბალ საფეხურზე მდგომი ტომები, რომელთა ცხოვრება ეთნოლოგიას შეუძლია შეისწავლოს, – ეგრეთ წოდებული დაბალი მონადირენი,– ანიმიზმს აღიარებენ. ყველამ იცის, რომ ასეთ ტომთა, რიცხვს ეკუთვნიან, მაგ. ცეილონის ვედაქები.მიუხედავად ამისა პაულ ზარაზინის მოწმობით, მათ სიკვდილის შემდეგ სწამთ სულის არსებობა( ადამიანის პირველყოფილ საფეხურებზე არსებული სარწმუნოებრივი წარმოდგენები" – სარწმუნოების ისტორიის მეორე სარეთაშორისო კონგრესის (ბაზელში) აქტები 1904 წ.გვ.135) . მეორე მკვლევარი, ემილ დეშანი, კიდევ უფრო კატეგორიულათ ადასტურებს ამას. ის ამტკიცებს, რომ ვედაქების აზრით, ყოველი გარდაცვლილი ადამიანი "დემონად" ე.ი სულად იქცევა და ამიტომ სულთა რაოდენობა ერთობ დიდია. ვედაქები მათ აწერენ თავის წარუმატებლობას და მარცხსაო(ე. დეშანი. "ვედაქების ქვეტანაში". პარიზი 1892წ). ამასვე ვხედავთ ანდამანის კუბძულებიუს ზანგებში; იგივეა ბუშმენებსა და ავსრალიელებში, მოკლედ – იგივეა ყველა "დაბალ მონადირეთა" შორის. აგრეთვე გუდზონის ყურეს ესკიმოსები, რომელთაც ამ მონადირეთათვის დიდა არ გაუსწრიათ წინ აშკარა ანიმისტები არიან; მათ ჰყავთ წყლის სულები, ნისლის სულები, ქარის სულები, ღრუბლის სულები და სხ (ლიუსენ ტურნერი." გუდზონის ყურის ესკომოსები" ეთნოლოგიური ბიუროს მე11 ე ანგარიში). თუ მოვისურვებთ იმის გაგებას; განვითარების რომელ საფეხურზე მიაღწია ესკმოსთა შორის არსებულმა "ავტორიტარულმა" ურთიერთობამ, ჩვენ ამის საპასუხოთ გავიგონებთ, რომ მათ სულაც არ ჰყავთ არავითარი მთავრობა, ე.ი არავითარი "ავტორიტარობა" (“Among these people there is no such person as chief , იქვე გვ193) მართალია , ამ ესკიმოსთაც ჰყავთ მეთაურები, მაგრამ ამ მეთაურთა ხელისუფლება სრულიად უმნიშვნელოა; გარდა ამისა ისინი ჩვეულებრივ ისეთი ადამიანების გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რომელთაც ინგლისელი მკვლევარნი უწოდებენ „მკურნალ ხალხს“ , ე.ი ჯადოქრებს, ე.ი ისეთს ადამიანებს, რომელთაც სულებთან აქვთ კავშირი და ურთიერთობა (იქვე. იგივე გვერდი). ესკიმოსებში, კიდევ ძიერია პირველყოფილი გვაროვნული კომუნიზმის ნაშთები. რაც შეეხება ისეთ დაბალ ტომებს, როგორიც ვედაქებია, ისინი ნამდვილად თავისებურათ უძრახველ კომუნისტებად უნდა ვაღიაროთ. სად არის აქ წარმოების ავტორიტარული ურთიერთობა? თავის თაად ცხადია, პირველყოფილ მონადირე ტომთა წარმოდგენა სულებზე ნივთიერობის, მატერიალობის ხასიათს სულაც არ არის მოკლებული: ამ ყომთა სულებს ჯერ კიდევ არ აქვთ ის ნივთიერი ბუნება, რომელიც მოსდგამს, მაგალითად, თანამედროვე ქრისტიანების ღმერთს ან იმ „ელემენტებს“. რომელნიც ასეთს მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ერნესტ მახის „ბუნებისმეტყველურ“ ფილოსოფიაში. როდესაც „ველურს“ სურს წარმოიდგინოს სული, სულ ხშირათ ის ადგენს მას პატარა ადამიანის სახით( კაფრებში გარდაცვლილთა აჩრდილნი ქვესკნელში ცხოვრობენ; მხოლოდ თვითონ ისინი და მათი ხვასტაგი და ქოხები, ე.ი. მათი ხვასტაგი აჩრდილნი და ქონების აჩრდილნი, ერთობ პატარა ტანისანი არიან. Volkerkunde- von Dr.ratzel. – ester band.-leipzig, 1888s.268) რასაკვირველია, ასეთ წარმოდგენაში ბევრი „ნივთიერობა“, ბევრი მატერიალურობაა, მაგრამ, პირველათ ასეთ წარმოდგენა მოსდგამდა აგრეთვე, ვთქვათ მე–14–ე საუკუნის იმ ხელოვანსაც ( ორკანია იყო ეს თუ სხვა ვინმე), რომელმაც პიზას სასაფლაოს ერთ–ერთ კედელზე შესანიშნავი ფრესკა „სიკვდილის გამარჯვება“ დახატა. ნახოს ბ. ბოგდანოვმა თვითონ ეს ფრესკა ან მისი სურათი მაინც: იგი დარწმუნდება, რომ ადამიანთა სულები პატარა ადამიანებად არიან გამოყვანილნი; მათ ემჩნევათ ნივთობის ყველა თვისებები, ტონზურაც კი აქვს თვზე გაკეთებული კათოლიკური მღდლის მსუქან სულს, რომელსაც ანგელოზი ხელებში ჩაფრენია და მიათრევს სამოთხეში შესაყვანათ, ხოლო ფეხებში ჩაუვლია ხელი ( აგრეთვე ნივთობის მატარებელს) ეშმაკს, როგორც ყვლაფრიდან ჩანს, ჯოჯოხეთში ჩასაგდებათ. ბ. ბოგდანოვმა შეიძლება თქვას , რომ მეთოთხმეტე საუკუნემაც არ იცის ნამდვილი ანიმიზმიო. მაშ როდისღა გაჩნდა ეს ნადმვილი ანიმიზმი? მაშინ ხოარა, როცა წარმოიშვა ეგრეთ წოდებული „ემპირიო–მონისტური ფილოსოფია!“.
გაგრძელება იქნება...

No comments:
Post a Comment