Showing posts with label სიტუაციონიზმი. Show all posts
Showing posts with label სიტუაციონიზმი. Show all posts

რა არის ქალაქი?


"შიშველი ქალაქი" გი დებორი


 შენობების ერთობა და ქალაქების ერთმანეთში კავშირი, მასში მცხოვრები ადამიანების 
ისტორიების მიხედვით. მიმდინარე დიალოგი  წარმოსახვით და ეკონომიკურ, ინდივიდუალურ და სოციალურ, ბუნებრივ და მაშინარულს შორის. კულტურათა დიაგრამები, ისტორიის და არქტიტექტურის სტილი რომელშიც უმეტესობა ჩვენგანი ცხოვრობს, უამრავ წრეებში რომელიც საზღვრავს ჩვენს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ლიმიტებს, უხილავად ახდენს ფორმირებას ჩვენი ქცევების იმედებს. განვითარებული კაპიტალიზმის ქალაქები წარმოადგენს აკუმულაციას ყველა მოცემული საგნებისა მანამ სანამ ისინი არ გახდებიან როგორც გი დებორი განსაზღვრავს „სპექტაკლად“. : „ სოციალურ ურთიერთობად ადამიანთა შორის, იმიჯების საშუალებით“.
1958 წელს  გამოჩნდა ფოტო  ახლად გამოცემულ ჟურნალში სიტუაციონისტური ინტერნაციონალში, პატარა სათაურის ქვეშ „კულტურაში ოპერაციის ახალი თეატრი“.  ეს არის ქალაქის იმიჯი რომელიც წარმოადგენს იდეოლოგიური ბრძოლის სცენას. იგი უტევს კაპიტალის ძალას, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთრება ჩომრთმეულთა მისწრაფებებს. 1957 წლის მოძრაობა ახალგაზრდა პოეტების, მხატვრების, რეჟისორების და კაფეში მსხდომი ფილოსოფოსების მიერ დაარსდა სენ ჟერმენ დე პრეში, პარიზის მახლობლად. მათ დაიწყეს ახალი თავისუფალი ცხოვრების გზების შექმნა კაპიტალისტურ ქალაქში.

გი დებორი – თეზისები კულტურულ რევოლუციაზე

   1.
ესთეტიკის ტრადიციული მიზანია,ხელოვნების მეშვეობით,დაეხმაროს დაბნეულობაში მყოფ ინდივიდს,გაექცეს წარსულის ელემენტთა გარეგნობის ბუნდოვნებას,რადგან სწორედ გარეგნობაა ის,რაც დროის მიერ ყველაზე მეტად მახინჯდება.
ესთეტიკური წარმატების ხარისხი იზომება ხანგრძლივობისაგან განუყოფელი სილამაზით,და ამით თითქმის პრეტენზიას აცხადებს მარადიულობაზე.სიტუაციონისტის მიზანი უშუალო მონაწილეობაა მგზნებარე ყოველდღიურობის სიჭრელეში,წარმავალ მომენტთა მტკიცე წესრიგში მოყვანის განზრახვით.ასეთ მომენტთა განსაკუთრებულობა კი მათს მყისიერ,დროში სასრულ ეფექტშია.სიტუაციონისტები,ტოტალური პოზიციიდან, კულტურულ აქტივობებს განიხილავენ,როგორც ექსპერიმენტულ მეთოდს,რომლის მეშვეობითაც ხდება ყოველდღიურობის კონსტრუირება,რომელიც გამუდმებით შეიძლება ვითარდებოდეს თავისუფალი დროის გავრცობამდე თუ შრომის დანაწილების გაქრობამდე (დაწყებული არტისტული შრომის დანაწილებით)
2
.ხელოვნებამ,როგორც გრძნობების გადმოცემამ,შესაძლოა შეწყვიტოს არსებობა,და გახდეს პირდაპირი მოქმედება – უფრო მაღალი შეგრძნებების ორგანიზებისათვის.
3.მასკოლო მართალია,როცა ამბობს (“Le Communisme”) რომ სამუშაო დღის შემცირება პროლეტარიატის დიქტატურის მიერ „ყველაზე აუცილებელი  და მტკიცე რწმენაარომელსაც მისი რევოლუციური ავთენტურობა იძლევა. მართლაც,თუკი ადამიანი საქონელია,თუკი მას ისე ვეპყრობით,როგორც საგანს, – სწორედ იმიტომ, – რომ ერთი ადამიანის მიერ მეორისაგან დროის ყიდვა გამართლებულია“. თუმცა,მასკოლო ჩქარობს,როდესაც ასკვნის: „დრო,რომელიც თავისუფლად დასაქმებულს ეკუთვნის“ ყოველთვის სწორადაა დახარჯული,და „მხოლოდ ნაყიდი დროა ბოროტება“. არ არსებობს თავისუფალი სამუშაო,რომელიც თანამედროვე შრომის იარაღებს გამოიყენებდა ყოველდღიურობის კონსტრუირებისათვის.ასეთი გამოყენება კი იქნებოდა ნახტომი უტოპიური  რევოლუციიდან  ექსპერიმენტულ რევოლუციურ ხელოვნებაში.

რევოლუციური ორგანიზაციების მინიმალური განსაზღვრება

რამდენადაც რევოლუციური ორგანიზაციის ერთადერთი მიზანია ყველა არსებული კლასის განადგურება ისე რომ არ მოხდეს საზოგადოების  ხელახალი დაყოფა, ჩვენ მივიჩნევთ ნებისმიერ ორგანიზაციას  რევოლუციურად , რომელიც თანმიმდევრულად და ეფექტურად მიისწრაფვის მუშათა საბჭოების ძალაუფლების ინტერნაციონალური განხორციელებისკენ, მსგავსად ამ საუკუნის პროელტარული რევოლუციების გამოცდილებისა.

მსგავსი ორგანიზაცია ახორციელებს სამყაროს უნიტარულ კრიტიკას ან საერთოდ არაფერს. უნიტარულ კრიტიკაში ჩვენ ვგულისხმობთ ყველა გეორგრაფიული არეის კომპლექსურ კრიტიკას სადაც კი დაშორებული (გაყოფილი), დანაწილებული სოციოეკონომიკური ძალაუფლება. ასევე ვგულისხმობთ ცხოვრების ნებისმიერი ასპექტის კომპლექსურ კრიტიკას

სიტუაციონისტური თეზისები ტრაფიკზე.

სიტუაციონისტური ინტერნაციონალის დამაარსებლები


1
შეცდომა, რომელსაც უშვებს ყველა ქალაქის დამგეგმარებელი არის ის  რომ საკუთარ ავტომობილი (და მისი ნაწარმები როგორიცაა მოტო ციკლეტი) მიიჩნევა როგორც გადაადგილების   საშუალება.   სინამდვილეში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური სიმბოლოა  სიხარულის იმ გაგებისა, რომელსაც განვითარებული კაპიტალიზმი  ავრცელებს საზოგადოებაზე. Aვტომობილი იმყოფება ამ საერთო პროპაგანდის ცენტრში , როგორც გაუცხოვებული ცხოვრების უმაღლესი ნაწარმი და როგორც კაპიტალისტური ბაზრის განუყოფელი პროდუქტი. წელს ბევრჯერ აღინიშნა , რომ ამერიკული ეკონომიკის აყვავება დამოკიდებული გახდება სლოგანის – "ორი მანქანა – ერთ ოჯახზე" წარმატებაზე.
2
სამგზავრო დრო , როგორც ლე კორბუზიემ სწორად აღნიშნა წარმოადგენს ზედმეტ შრომას, რომელიც შესაბამისად ამცირებს თავისუფალ დროის რაოდენობას.

3.
ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ გადაადგილება, როგორც სამსახურის ნამატი სიამოვნების მოგზაურობით.

4
არქიტექტურული დიზაინის შეცვლის სურვილი   არსებული კერძო ავვტომობილების  პარაზიტული და მსაიფიცირებული საჭიროებების მიხედვით წარმოადგენს, პრობლემის არსის ყველაზე არარეალურ გაგებას.  Aმის ამგივრად არქიტექტურა უნდა ტრანსფორმირდეს საზოგადოების მთლიანი განვითარების მიხედვით, გარდამავალი ღირებულებების კრიტიკით რომელიც დაკავშირებულია მოძველებული სოციალურ ურთეირთბების ფორმებთან. (ამ რიგში რიგში პირველი ოჯახია)

Printfriendly