ტრიოლექტიკური ფეხბურთი

                                                 

დანიელი სიტუაციონისტი ასგერ ჯორნის მიერ 1960-იანი  წლების დასაწყისში, სიტუაციური პრაქტიკის (detournement ) საფუძველზე შექმნილი ფეხბურთი, რომელშიც ტრადიციული ფეხბურთისგან განსხვავებით სამი კარი, სამი გუნდი, ჰაქსეგონალური მოედანი  და განსხვავებული თამაშის წესებია (ძირითადად მოლაპარაკებაზე დაფუძნებული). 

ჯორნის ფეხბურთი წარმოადგენს  კაპიტალისტურ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სპორტის კრიტიკულ პოლიტიკური კუთხიდან წაკითხვას. ჯორნი ტრადიციულ ბინარულ დიალექტიკას ანაცვლებს საკუთარი ტრიალექტიკური კონცეფციით, რაც სოციალური ურთეირთობების ორ ურთიერთსაპირისპირო მხარეზე დაყვანას ანაცვლებს ანდაც ამდიდრებს  სოციალურ ურთიერთობების უფრო კომპლექსურური ხედვით, სადაც კოოპერაციის და სხვა სოციალური ურთიერთობების სახეები შემოდის. 

თამაში როგორც ცნობილია,
პირველად 1993 წელს შედგა გლაზგოს ანარქისტულ საზაფხულო სკოლაში ლონდონის ფსიქო–გეოგრაფიული ასოციაციის რეორგანიზებით. 90იან წლებში თამაში განავითარა „ასტრონავტების ავტონომიურმა ასოციაციამ“ .



აგრესიის და კონკურენციის წახალისების ნაცვლად თამაში წარმოადგენს მეინსტრიმული ფეხბურთის ურთიერთსაპირისპირო ბი–პოლარული  მოედელის დეკონსტრუქციას, კლასობრივი ბრძოლის მსგავსად ,  სადაც რეფერი წარმოადგენს სახელმწიფოს და მედია საშუალებებს, რომლებიც კლასოვრივ ბრძოლაში  თავს „ნეიტრალურ“ ელემენტებად წარმოაჩენენ .

ტრადიციული ფეხბურთისგან განსხვავებით აქ გოლები არ იწერება და იმარჯვებს ის ვინც ნაკლებ გოლს უშვებს.

   ტრადიციული ფეხბურთისგან განსხვავებით ჯორნის   ფეხბურთი მომქედების მრავალფეროვან ვარიაციას, სიტუაციის  კრიტიკული კითხვის შესაძლებლობას ქმნის.  ერთი სიტყვით, ჯობს პრაქტიკამ წინ გაუსწროს თეორიტიზირებას და ვითამაშოთ.

No comments:

Post a Comment

Printfriendly