ჩემი დაკვირვებით გამოკთხულ ადამიანების უმრავლესობის მსჯელობის ლოგიკა პროექტში “ქალაქი ამბობს” დაახლოებთ ერთიდაიგივე ხაზსს ატარებს. უკმაყოფილებას გამოთქვან სხვადასხვა პრობლემებზე, რომლებიც კერძოსა/კომუნალურის წინააღმდეგობრივი “ბუნებიდან” გამომდინარეობს, თუმცა გვერდს უვლიან ამ საკითხს და ახდენენ პრობლემის კულტურულ/ეთიკურ ჭრილში გადატანას. მაგალითად საუბარია კომუნალური სისტემების გაუმართავობაზე, როდესაც არ აღნიშნავენ, კომუნალურზე კერძო ინტერესის დომინირებას (კომუნალური სისტემების პრივატიზაციას, ანდაც პოლტიკურ-ბიუროკრატიული მექანიზმებით მოქალაქეების მართვა-კონტროლში ჩამოცილებათ), ხეების ჩეხვას და პარკების განადგურებას, როდესაც არ აღნიშნავენ პრივატიზაციის ტალღას და ა.შ. სანაცვლოდ მახვილდება ყურადღება “საზოგადოების” უკულტურობაზე და ა.შ.
საზოგადოების ასეთი კრიტიკა რეაქციულია იმ დროს როდესაც საზოგადოება გაუცხოვებულია იმ გარემოსგან რომელშიც არსებობს და ეს ქალაქის “პოლიტეკონომიის” შედეგია და არა იმ შინაგანი უკულტურობის, ან არაეთიკურობის რომელიც როგორც უყვართ ხოლმე თქმა ქართველების შინაგანი უკულტურობისგან (შემობრუნებული ნაციონალიზმი*) მოდის.

უბრანულ საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ “უბრან რეაქტორის” ბლოგისადაც განთავსებულია ქართულად ნათარგმნი თეორიული მასალა, ასევე ფეისბუქ ფეიჯი.
*შემობრუნებულ ნაციონალიზმს ვიყენებ ჩემეული გაგებით - როდესაც “იღებ” ნაციონალურ პარადიგმას განსაკუთრებულობის შესახებ და მას ატრიალებ ნეგატიური კონოტაციით. ეს ფენომენი განსაკუთრებით დამახასიათებელია ინტელექტუალ პატიოტებში დათო ტურაშვილის ტიპის. ეს ახდენს სოციალური ფენომენის ნაციონალურ მისტიფიკაციას.
მადლობა პრეოქტ “ქალაქი ამბობს" საინტერესო ფორმატის მობილური გამოკითხვისთვის.
No comments:
Post a Comment