კოგნიტარიატი და კოგნიტური კაპიტალიზმი


ინდუსტრიულ ეპოქაში “პროლეტარიატის” სოციოლოგიური აბსტრაქცია აღნიშნავს სოციალურ კლასს, რომელსაც არ გააჩნია საკუთრება, საკუთარი სამუშაო ძალისა და ფიზიკური უნარის გარდა. იმის გამო რომ მას არ გააჩნია საკუთრება გარდა საკუთარი სამუშაო ძალისა იგი იძულებულია მიიღოს დაქირავებული შრომის პირობები, რაც მსახურს და სისტემურ ექპლუატაციას გულისხმობს. სემიოკაპიტალის ქვეშ, მწარმოებელი კლასის შემადგენლობა წარმოქნილია, ადამიანებისგან რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთრება გარდა საკუთარი კოგნიტური შესაძლებლობისა: ნერვული ენერგიისა რომელიც გამოხატულია შემოქმედებითობაში და ენაში. როდესაც კოგნიტური შესაძლებლობები მიმაგრებულია შრომასთან, მისი კონკრეტული დანიშნულება და სახმარი ღირებულებები ( ცოდნა, გამოხატვა და კომუნიკაცია) გადაეცემა კაპიტალის ზრდის (ვალორიზაციის) ეკონომიურ ფუქნციას. ინფორმაციული ტექნოლოგიები გარდაქმნის ყველა პროცესს ნიშნების გაცვლად, ხოლო კოგნიტარი წარმოადგენს იმას ვინც აწარმოებს პროდუქტს მეტყველების, ენის, კომუნიკაციის, აზროვნების თუ ემოციების მეშვეობით.ამიტომ ენა გამოყოფილია ყოველდღიური ცხოვრებიდან, სინამდვილიდან, ემოციურობიდან  და ექცევა კაპტალის მეურვეობის ქვეშ. კოგნიტური აქტივობა გამოყოფილია მისი სოციალური ფუნქციიდან და კორპორალობიდან (corporality).  ეს დაცალკევება წარმოადგენს კოგნიტური შრომის გაუცხოვების განსაკუთრებულ ფორმას. გაუცხოვების პროცესი ინდუსტრიულ კაპიტალიზმში შეგვიძლია გამოვსახოთ მკვეთრი საზღვრებით, მაგალითად მშრომელი საკუთარ ცხოვრებას  იწყებს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ როცა ფაბრიკიდან გამოდის, ცხოვრება და შრომა სრულიად სხვადასხვა რამაა და ისინი გამიჯნულია.  კოგნიტური კაპიტალიზმი  ახდენს შრომის სამყაროს ცხოვრებაში ინტეგრირებას, ცხოვრებასა და სამუშაო საათებს შორის საზღვრები ქრება (თუმცა ეს ხდება არა სიცოცხლის შრომაზე გამარჯვებით, რაც ძველი სოციალისტების მიზანი იყო არამედ  შრომის მიერ სიცოცხლის დაქვემდებარებით) .შრომა ცენტრალური წერტილია სუბიექტვაციის პროცესში, ქმნის განსაკუთრებულ ეთიკას და ახდენს ბიოლოგიური სიცოცხლის ფსიქო ემოციური კომპლექსის სრულ ფინანსიზაციას, კაპიტალისტურ რაციონალიზაციას და რეიფიკაციას. კოგნიტურ კაპიტალიზმში ყველა ადამიანური უნარი ექვემდებარება საბაზრო ექვილვალენტს და შეუძლია ითარგმნოს როგორც საბაზრო ღირებულება.   (იხილეთ ლინკი)



კოგნიტარიატი “ კოგნიტური პროლეტარიატია” , რომელიც ცხოვრობს ამ განცალკევებაში. კოგნიტური კაპიტალი აღნიშნავს სოციალურ მდგომარეობას, რომელშიც ინდივიდუალური და სოციალური კოგნიტური აქტივობა ინკორპორირებულია,  კაპიტალის ვალორიზაციის პროცესში. 
კოგნიტარიატის წამოშობა დაკავშირებულია კაპიტალის ფორმაციის ისტორიულ  ცვლილებასთან, კერძოდ კი არამატერიალური შრომის როლის ზრდას , კაპიტალისტურ ეკონომიკაში. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს მატერიალური შრომის გაქრობას, არამედ მის ჰეგემონიური მდგოამრეობის დაკარგვას შრომის სამყაროში, რაც ხშირ შემთხვევაში შერიძლება ფიზიკური შრომის რაოდენობირვ ზრდასაც კი იწვევდეს, თუმცა არამატერიალური შრომა წარმოადგენს მთავარ მომენტს კაპიტალისტური ღირებულების წარმოების და ვალორიზაციის პროცესში. მატერიალური და არამატერიალური წარმოების საკითხთან დაკავშირებით იხილეთ ჰარდტის და ჰარმანის დებატი, რომელშიც დაპირისპირებულია ორი განსხვავებული პოზიცია  ღირებულების და მუშათა კლასის კომპოზიციებთან დაკავშირებით ბერარდი ბიფოს მიხედვით კოგნიტარიატი წარმოადგენს მმართველი მენეჯერიალური კლასის საპირსპირო ძალას. ბიფოს აზრით კაპიტალიზმის ნეოლიბერალური რეკონსტრუქციის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი, რომელშიც კაპიტალს უპირისპირდება პრეკარიატი, რომელიც საწყის ეტაპზე პოლიტიკური სხეულის ძიებაშია, რისი მაგალითიც 90 იანი წლებიდან მოყოლებული არაორგანიზებული ამბოხების ტალღებია.
ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებრივი ფორმაციის ახსნა მისი დაგროვების (აკუმულაცია) ფორმის და პრინციპების მიეხედვით, რაც ცოცხლი შრომის სპეციფიური ფორმის ექპლუატაციას შეესაბამება. მაგალითად: თუ კაპიტალის კლასიკურ ეპოქაში დაგროვება დამოკიდებულია მძიმე ინდუსტრიაზე და “მყარ კაპიტალზე” (შრომის საშუალებები, მანქანა დანადგარები ,მარქსის ტერმინი),  ფიზიკური შრომის დანაწილება ორგანიზებაზე, კოგნიტურ კაპიტალიზმში დაგროვების სისტემა დამყარებულია ცოდნის მენეჯმენტზე, ინოვაციაზე და შემოქმედებით წარმოებაზე, მაშასადამე არამატერიალურ ინვესტიციაზე. კაპიტალი ახდენს მისთვის აქამდე უცხო სფეროების ინტეგრირებას და ეკონომიზაციას. ამ ცვლილებას წარმოებით სფეროში თან ახლავს ლეგალური ზედნაშენის ჩამოყალიბება, საავტორო უფლებების განვითარება  და ა.შ.
კოგნიტური კაპიტალიზმი უფრო ღრმად ააშკარავებს კაპიტალისტური ღირებულების წარმოების ობიექტივისრური პოზიციიდან ახსნის მცდელობის უსუსრობას, რადგანაც სიმდიდრის წარმოება ეფუძნება არა მატერიალურ ბაზისზე არამედ არამატერიალურ საწარმოო საშუალებებზე რის გამოც კაპიტალს უწევს შემოიღოს რაციონალიზაციის ახალი სქემები, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნიკურ დეტალს არამედ მმართველობითობის ნეოლიბერალურ ტექნოლოგიებს, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საგანამანათლებლო პროცესის ნეოლიბერალური პარადიგმა, სადაც განათლება იზომება და გამოიანგარიშება ტესტირებით, სხვადასხვა შკალების და სქემების მიხედვით, სტანდარტიზირებული ტესტებით და ა.შ  განათლება ექვემდებარება საბაზრო ეკონომიკის რაციონალობას და ხდება მასზე ნეოლიბერალური ტექნოლოგიების გაბატონება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო სივრცეში თვისობრიცად განსხვავებული სუბიექტების წარმოებას. სტუდენტის და ლექტორის ახალი ტიპი იწარმოება საბაზრო მექანიზმების მიხედვით, ეს საბაზრო მექანიზმები კი თავის თავში იმპლიციტურად გულისხმობს ცნობიერების სპეციფიურ ფორმას.
კოგნიტური კაპიტალიზმის ცნება “სოციალური ფაბრიკის” ერთ ერთი ფორმის გამოხატულებაა.
To Be Continued…                                                                                                                                                           


No comments:

Post a Comment

Printfriendly