Showing posts with label პოლიტიკური ეკონომია. Show all posts
Showing posts with label პოლიტიკური ეკონომია. Show all posts

კარლ მარქსი - "გოთას პროგრამის კრიტიკა"


გოთას პროგრამის კრიტიკა წარმოადგენს მარქსის მიერ გერმანიის მუშათა სოციალ დემოკრატიული პარტიის პროგრამის კრიტიკას,  რომელშიც განხილულია პარტიის რევოლუციური სტრაგეგია და მისი პროგრამის პოლიტეკონომიური პუნქტების მწვავე კრიტიკა. 


კოგნიტარიატი და კოგნიტური კაპიტალიზმი


ინდუსტრიულ ეპოქაში “პროლეტარიატის” სოციოლოგიური აბსტრაქცია აღნიშნავს სოციალურ კლასს, რომელსაც არ გააჩნია საკუთრება, საკუთარი სამუშაო ძალისა და ფიზიკური უნარის გარდა. იმის გამო რომ მას არ გააჩნია საკუთრება გარდა საკუთარი სამუშაო ძალისა იგი იძულებულია მიიღოს დაქირავებული შრომის პირობები, რაც მსახურს და სისტემურ ექპლუატაციას გულისხმობს. სემიოკაპიტალის ქვეშ, მწარმოებელი კლასის შემადგენლობა წარმოქნილია, ადამიანებისგან რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთრება გარდა საკუთარი კოგნიტური შესაძლებლობისა: ნერვული ენერგიისა რომელიც გამოხატულია შემოქმედებითობაში და ენაში. როდესაც კოგნიტური შესაძლებლობები მიმაგრებულია შრომასთან, მისი კონკრეტული დანიშნულება და სახმარი ღირებულებები ( ცოდნა, გამოხატვა და კომუნიკაცია) გადაეცემა კაპიტალის ზრდის (ვალორიზაციის) ეკონომიურ ფუქნციას. ინფორმაციული ტექნოლოგიები გარდაქმნის ყველა პროცესს ნიშნების გაცვლად, ხოლო კოგნიტარი წარმოადგენს იმას ვინც აწარმოებს პროდუქტს მეტყველების, ენის, კომუნიკაციის, აზროვნების თუ ემოციების მეშვეობით.ამიტომ ენა გამოყოფილია ყოველდღიური ცხოვრებიდან, სინამდვილიდან, ემოციურობიდან  და ექცევა კაპტალის მეურვეობის ქვეშ. კოგნიტური აქტივობა გამოყოფილია მისი სოციალური ფუნქციიდან და კორპორალობიდან (corporality).  ეს დაცალკევება წარმოადგენს კოგნიტური შრომის გაუცხოვების განსაკუთრებულ ფორმას. გაუცხოვების პროცესი ინდუსტრიულ კაპიტალიზმში შეგვიძლია გამოვსახოთ მკვეთრი საზღვრებით, მაგალითად მშრომელი საკუთარ ცხოვრებას  იწყებს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ როცა ფაბრიკიდან გამოდის, ცხოვრება და შრომა სრულიად სხვადასხვა რამაა და ისინი გამიჯნულია.  კოგნიტური კაპიტალიზმი  ახდენს შრომის სამყაროს ცხოვრებაში ინტეგრირებას, ცხოვრებასა და სამუშაო საათებს შორის საზღვრები ქრება (თუმცა ეს ხდება არა სიცოცხლის შრომაზე გამარჯვებით, რაც ძველი სოციალისტების მიზანი იყო არამედ  შრომის მიერ სიცოცხლის დაქვემდებარებით) .შრომა ცენტრალური წერტილია სუბიექტვაციის პროცესში, ქმნის განსაკუთრებულ ეთიკას და ახდენს ბიოლოგიური სიცოცხლის ფსიქო ემოციური კომპლექსის სრულ ფინანსიზაციას, კაპიტალისტურ რაციონალიზაციას და რეიფიკაციას. კოგნიტურ კაპიტალიზმში ყველა ადამიანური უნარი ექვემდებარება საბაზრო ექვილვალენტს და შეუძლია ითარგმნოს როგორც საბაზრო ღირებულება.   (იხილეთ ლინკი)

შრომის პროცესი და ვალორიზაცია. (ნაწილი პირველი)


“შრომის პროცესი არის მიზანმიმართული მოქმედება სახმარ ღირებულებათა შესაქმნელად, ბუნების მონაცემის მითვისება ადამიანის მოთხოვნილებისთვის,  საყოველთაო პირობა ნივთიერებათა ცვლისა ადამიანსა და ბუნებას შორის, მარადიული ბუნებრივი პირობა ადამიანების ცხოვრების და, მაშასადამე, იგი დამოუკიდებელია ცხოვრების ამა თუ იმ ფორმისგან, ანდაც პირიქით, საერთოა მისი ყველა საზოგადოებრივი ფორმისთვის.” -  მარქსი. კაპიტალი ტომი პირველი
მარქსი რათქმაუნდა აქ მიმართავს აბსტრაქციის მეთოდს, ის ახასიათებს შრომას როგორც ადამიანსა და ბუნებას შორის აუცილებელად ნაგულისხმევ ინტერაქციას , მისი ისტორიული და სოციალური ფორმისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ შრომა ყოველთვის კონკრეტულია და მოცემულია სოციალურ   ფორმაციებში ის განსხვავდება წარმოების წესით, წარმოებით ურთიერთობებით დისტრიბუციით და სხვა ფაქტორებით. . მარქსი მიმართავს ამ მეთოდს იმისათვის, რომ გამოაცალკევოს და შემდგომში შრომა როგორც აუცილებლობა კონკრეტულად კაპიტალისტური ისტორიული შრომის პროცესისგან, რომელიც შრომის პროცესში ვალორიზაციის პროცესის ჩართვის აუცილებლობას  გულისხმობს. ამ გაყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ბურჟუაზიული ფლანგის ეკონომისტები და აპოლეგეტები ხშირად აიგივებენ შრომას ზოგადად მის კაპიტალისტურ ფორმასთან, რითაც შრომის სოციალურ დეკონტექსტუალიზაციასა და მისი კაპიტალისტური ფორმის აისტორიულ გაგებას გვთავაზობენ. შრომის კაპიტალისტური დაქვემდებარება ისტორიული (სხვათაშორის სისხლიანი ) მოცემულობაა,  რომელიც თვისობრივად განსხვავებულია სხვა ეპოქების წარმოებისა და  დისტრიბუციის ფორმებისგან: ამ პროცესის გენეზისი მარქსს აღწერილი აქვს “პირვანდელი დაგროვების” თეორიაში. ამ მხივ მნიშვნელოვანია მარქსის “ფორმალური და რეალური დაქვემდებარების  თეორიებიც*.

კარლ მარქსი – კაპიტალი. ტომი პირველი 1954 წ.


გთავაზობთ კაპიტალის ქართული გამოცემის პირველ ტომს. (<ბმული)  ასევე რამოდენიმე წიგნს ინგლისურ ენაზე  რომელიც დაგეხმარებათ კაპიტალის წაკითხვისას.

გადმოსაწერი ბმული

1.ჰარი კლევერი – კაპიტალის პოლიტიკური კითხვა
2.ლუი ალთუზერი –  კაპიტალის კითხვა
3.ლუი ალთუზერი – კაპიტალის პირველი ტომის შესავალი
4.დევიდ ჰარვი – დამხმარე კაპიტალისტის–  ნაწილი პირველი,
(ქინდლის მობი ვერსიები 1 და 2. ) აუდიო ვიდეო კურსი

Printfriendly