"პოსტ ფუტურისტული მანიფესტი "


1.ჩვენ გვსურს ვუმღეროთ სიყვარულის ხიფათს, ტკბილი ენერგიის ყოველდღიურ შექმნას რომელიც არასდროს გაიფანტება.
2.ირონია, სინაზე, ამბოხი იქნება ჩვენი პოეზიის არსებითი სტიქია.
3.იდეოლოგიამ და რეკლამამ განადიდა კაცობრიობის პროდუქტიული და ნერვიული ენერგიების მუდმივი მობილიზაცია, მიმართა იგი ომისა და მოგებისკენ. ჩვენ გვსურს განვადიდოთ სინაზე, ძილი და ექსტაზი, საჭიროებების ყაირათი და სიამოვნების გრძნობა.
4. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამყაროს ბრწყინვალება გამდიდრებულია ახალი მშვენიერებით; ავტონომიის მშვენიერებით. ყველა საკუთარი ტემპით; არავინ უნდა იყოს იძულებული იაროს ერთგვაროვანი ტემპით. ავტომობილებმა დაკარგეს საკუთარი იშვიათობის ხიბლი, უპირველესად კი მათ აღარ შეუძლიათ შეასრულოთ დანიშნულება, რისთვისაც ისინი შეიქმნენ: სიჩქარე შენელებულია. მანქანები მოუქნელები არიან როგორც მთვლემარე კუები ქალაქის ტრაფიკში. მხოლოდ შენელებაა სიჩქარე.

5 .ჩვენ გვსურს ვუმღეროთ იმ ქალს და კაცს, რომლებიც ერთმანეთს ეალერსებიან რათა შეიცნონ ერთმანეთი და სამყარო უკეთესად.
6 .პოეტმა მხურვალებით და  უსასყიდლოდ უნდა მიუძღვნას თავი კოლექტიური ინტელექტის ძალის ზრდას და დაქირავებული შრომის შემცირებას
7. მშვენიერება მხოლოდ ავტონომიაში არსებობს. არც ერთი ნაწარმოები არ შეიძლება იყოს შედევრი  თუკი ვერ გამოხატავს ცოდნას შესაძლებელზე. პოეზია არაფრობის უბსკრულზე გადებული ხიდია, რომელიც სხვადასხვა წარმოსახვის და თავისუფალი სინგულარობების გაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს.
8 .ჩვენ საუკუნეების უკიდურეს მწვერვალზე ვდგავართ! ჩვენ უნდა გავიხედოთ უკან რომ გვახსოვდეს საშინელების და ძალადობის უფსკრული რომელიც მილიტარულმა აგრესიამ და ნაციონალისტურმა უგნურებამ დროის ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოიგონოს. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდით რელიგიის სტაგნაციურ დროში. ყველგანმფოფი და მარადიული სისწრაფე უკვე ჩვენს უკანაა, ინტერნეტში, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სინკოპაციური რითმები და ვიპოვნოთ საკუთარი სინგულარული რითმი.
9. ჩვენ გვსურს მასხრად ავიგდოთ იდიოტები, რომლებიც საომარ დისკურს ავრცელებენ; კონკურენციის ფანატიკოსები, წვეროსანი ღმერთების ფანატიკოსები რომლებიც ხოცვა–ჟლეტისკენ უბიძგებენ, ფანატიკოსები, ტერორიზებულნი იარაღ ამყრელი ფემინურობით, რომელიც ყველა ჩვენგანში ყვავის.
10. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ხელოვნება იქცეს სიცოცხლის შემცვლელ ძალად. ჩვენ მივისწრაფით პოეზიასა და მასობრივი კომუნიკაციებს დაცალკევების განადგურებისაკენ, რადგან უკან დავიბრუნოთ მედიის ძალა ვაჭრებისგან და დავუბრუნოთ ის ბრძენებსა და პოეტებს.
11. ჩვენ ვუგალობებთ, დიდ ბრბოებს რომლებიც საბოლოოდ გაინთავისუფლებენ თავს დაქირავებული შრომის მონობისგან და სოლიდარობის მეშვეობით აჯანყდებიან ექპლუატაციის წინააღმდეგ. ჩვენ ვუგალობებთ ცოდნის უსასრულო ქსელს და გამოგონებას, არამატერიალურ ტექნოლოგიას რომელიც გაგვანთავისუფლებს ფიზიკური გაჭირვებისგან. ჩვენ ვუგალობებთ ამბოხებულ კოგნიტარიატს რომელიც  რომელიც შეიგრძნობს  საკუთარ სხეულს. ჩვენ ვუგალობებთ აწმყოს უსასრულობას და უარს ვიტყვით მომავლის ილუზიაზე.
ფრანკო ბიფო  ბერარდი 2009წ.  

No comments:

Post a Comment

Printfriendly