ჰარუნ ფაროკის - კინო და წარმოების წესი


ჰარუნ ფაროკი 1944 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხეთის ქალაქ ახალ იჩინში დაიბადა, მან ბავშობა ინდონეზიაში გაატარა ხოლო განათლება გერმანიაში მიიღო. 1966 წელს ის აბარებს გერმანული კინოსა და ტელევიზიის ბერლინის აკადემიაში საიდანაც მას პოლიტიკური აქტივიზმისთვის აგდებენ, ამ პერიოდში იღებს მოკლე მეტრაჟიან „აგიტპოპ“ ფილმს - „ თავჯდომარის სიტყვები“ TheWords of the Chairman (1967).  საინტერესოა, რომ ფილმის გადაღებაში მონაწილეობას იღებდნენ  ოტო შილი და ჰოლგერ მაინსი - პირველი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ხოლო მეორე „წითელი არმიის ფრაქციის“  წევრი და ციხეში დაიღუპა.  ფაროკი თვის საქმიანობასთან ერთად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ჟურნალ »Filmkritik« (1974 – 1984) ში,  მას ფულის გამომუშავებისთვის უწევდა ტელევიზიებში და სხვადასხვა კომერციულ პროგრამებში მუაობა, თუმცა უნდა ითქვას , რომ ეს მისთვის სამუშაო მატერიალის ძიების პროცესიც იყო, რადგანაც ის თავის ფილემში იყენებდა სატელევიზიო და კომერციული ინდუსტრიის მასალას .
                                                                                           
„ის კიარაა მნიშვნელოვანი თუ რა არის სურათში/ხატში, არამედ ის თუ რა დგას მის უკან. ამის და მიუხედავად ზოგი გვაჩვენებს სურათს როგორც  რაღაცის მტკიცებულებას რაც არ შეიძლება დამტკიცდეს სურათით „- ჰარუნ ფაროკის ეს სიტყვები ბევრნაირად შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული, თუმცა მისი შემოქმედება ყველაზე უკეთესი მისი ნამუშევრების გაცნობა და დაკვირვებაა - არსისა და გამოვლინების არათანხვედრობითობის ჩვენება ფაროკის მთავარი მეთოდია სურათ/ხატებთან ურთიერთობაში.  ფაროკი „სურათ-ხატების“ არქეოლოგია, როგორც მას ხშირად უწოდებენ და არა მწარმოებელი, როგორც ის  ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს ,,იქიდან გამომდინარე, რომ უკვე არსებობს მრავალი ხატი/სურათი, მე დაკარგული მაქვს მოტივაცია, შევქმნა ახლები; მე ვამჯობინებდი  მანამდე არსებული სურათების განსხვავებული დანიშნულებით გამოყენებას. ''. ფაროკის მეორე ძირითადი მეთოდია
არა-ნარატიული  მატერიალის (მაგალითად სათვალთვალო კამერის ჩანაწერი)  გადამუშავება და ნარატიულ მატერიალად გადაწყობა.

Printfriendly