Showing posts with label ART & ANTI-ART. Show all posts
Showing posts with label ART & ANTI-ART. Show all posts

ჰარუნ ფაროკის - კინო და წარმოების წესი


ჰარუნ ფაროკი 1944 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხეთის ქალაქ ახალ იჩინში დაიბადა, მან ბავშობა ინდონეზიაში გაატარა ხოლო განათლება გერმანიაში მიიღო. 1966 წელს ის აბარებს გერმანული კინოსა და ტელევიზიის ბერლინის აკადემიაში საიდანაც მას პოლიტიკური აქტივიზმისთვის აგდებენ, ამ პერიოდში იღებს მოკლე მეტრაჟიან „აგიტპოპ“ ფილმს - „ თავჯდომარის სიტყვები“ TheWords of the Chairman (1967).  საინტერესოა, რომ ფილმის გადაღებაში მონაწილეობას იღებდნენ  ოტო შილი და ჰოლგერ მაინსი - პირველი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ხოლო მეორე „წითელი არმიის ფრაქციის“  წევრი და ციხეში დაიღუპა.  ფაროკი თვის საქმიანობასთან ერთად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ჟურნალ »Filmkritik« (1974 – 1984) ში,  მას ფულის გამომუშავებისთვის უწევდა ტელევიზიებში და სხვადასხვა კომერციულ პროგრამებში მუაობა, თუმცა უნდა ითქვას , რომ ეს მისთვის სამუშაო მატერიალის ძიების პროცესიც იყო, რადგანაც ის თავის ფილემში იყენებდა სატელევიზიო და კომერციული ინდუსტრიის მასალას .
                                                                                           
„ის კიარაა მნიშვნელოვანი თუ რა არის სურათში/ხატში, არამედ ის თუ რა დგას მის უკან. ამის და მიუხედავად ზოგი გვაჩვენებს სურათს როგორც  რაღაცის მტკიცებულებას რაც არ შეიძლება დამტკიცდეს სურათით „- ჰარუნ ფაროკის ეს სიტყვები ბევრნაირად შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული, თუმცა მისი შემოქმედება ყველაზე უკეთესი მისი ნამუშევრების გაცნობა და დაკვირვებაა - არსისა და გამოვლინების არათანხვედრობითობის ჩვენება ფაროკის მთავარი მეთოდია სურათ/ხატებთან ურთიერთობაში.  ფაროკი „სურათ-ხატების“ არქეოლოგია, როგორც მას ხშირად უწოდებენ და არა მწარმოებელი, როგორც ის  ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს ,,იქიდან გამომდინარე, რომ უკვე არსებობს მრავალი ხატი/სურათი, მე დაკარგული მაქვს მოტივაცია, შევქმნა ახლები; მე ვამჯობინებდი  მანამდე არსებული სურათების განსხვავებული დანიშნულებით გამოყენებას. ''. ფაროკის მეორე ძირითადი მეთოდია
არა-ნარატიული  მატერიალის (მაგალითად სათვალთვალო კამერის ჩანაწერი)  გადამუშავება და ნარატიულ მატერიალად გადაწყობა.

გი დებორი – თეზისები კულტურულ რევოლუციაზე

   1.
ესთეტიკის ტრადიციული მიზანია,ხელოვნების მეშვეობით,დაეხმაროს დაბნეულობაში მყოფ ინდივიდს,გაექცეს წარსულის ელემენტთა გარეგნობის ბუნდოვნებას,რადგან სწორედ გარეგნობაა ის,რაც დროის მიერ ყველაზე მეტად მახინჯდება.
ესთეტიკური წარმატების ხარისხი იზომება ხანგრძლივობისაგან განუყოფელი სილამაზით,და ამით თითქმის პრეტენზიას აცხადებს მარადიულობაზე.სიტუაციონისტის მიზანი უშუალო მონაწილეობაა მგზნებარე ყოველდღიურობის სიჭრელეში,წარმავალ მომენტთა მტკიცე წესრიგში მოყვანის განზრახვით.ასეთ მომენტთა განსაკუთრებულობა კი მათს მყისიერ,დროში სასრულ ეფექტშია.სიტუაციონისტები,ტოტალური პოზიციიდან, კულტურულ აქტივობებს განიხილავენ,როგორც ექსპერიმენტულ მეთოდს,რომლის მეშვეობითაც ხდება ყოველდღიურობის კონსტრუირება,რომელიც გამუდმებით შეიძლება ვითარდებოდეს თავისუფალი დროის გავრცობამდე თუ შრომის დანაწილების გაქრობამდე (დაწყებული არტისტული შრომის დანაწილებით)
2
.ხელოვნებამ,როგორც გრძნობების გადმოცემამ,შესაძლოა შეწყვიტოს არსებობა,და გახდეს პირდაპირი მოქმედება – უფრო მაღალი შეგრძნებების ორგანიზებისათვის.
3.მასკოლო მართალია,როცა ამბობს (“Le Communisme”) რომ სამუშაო დღის შემცირება პროლეტარიატის დიქტატურის მიერ „ყველაზე აუცილებელი  და მტკიცე რწმენაარომელსაც მისი რევოლუციური ავთენტურობა იძლევა. მართლაც,თუკი ადამიანი საქონელია,თუკი მას ისე ვეპყრობით,როგორც საგანს, – სწორედ იმიტომ, – რომ ერთი ადამიანის მიერ მეორისაგან დროის ყიდვა გამართლებულია“. თუმცა,მასკოლო ჩქარობს,როდესაც ასკვნის: „დრო,რომელიც თავისუფლად დასაქმებულს ეკუთვნის“ ყოველთვის სწორადაა დახარჯული,და „მხოლოდ ნაყიდი დროა ბოროტება“. არ არსებობს თავისუფალი სამუშაო,რომელიც თანამედროვე შრომის იარაღებს გამოიყენებდა ყოველდღიურობის კონსტრუირებისათვის.ასეთი გამოყენება კი იქნებოდა ნახტომი უტოპიური  რევოლუციიდან  ექსპერიმენტულ რევოლუციურ ხელოვნებაში.

Printfriendly