სემიო კაპიტალი და სოლიდარობის პრობლემა





სემიო-კაპიტალი


     მე ვაყენებ სემიო-კაპიტალის ცნებას იმისთვის, რომ ავხსნა სოციალური წარმოების ფორმა, რომელიც არსებითად ორიენტირებულია ნიშნების - სემიოს წარმოებაზე. იმის თქმა არ მინდა, თითქოს სოციალური წარმოების ყველა ფორმა სემიოტიკურია - გასაგებია, რომ ფეხსაცმელი, მანქან და სახლიც იწარმოება, თუმცა ავღნიშნავ, რომ ყველაფერი თან და თან უფრო ითარგმნება ნიშნებად. ეკონომიკურ დონეზე ყველაფერი უფრო და უფრო ჩანაცვლებულია სემიოტიკური წარმოების ფორმით.
                                         
    სემიოკაპიტალს მე განსვასზღვრავ როგორც, წარმოების მზარდ ჩანაცვლებას ფინანსური დაფრაქტალურრეკომბინანტუდეტერიტორიალიზირებული წარმოების ფორმით. გამოთქმა ფრაქტალურს ვიყენებ მანდელბროტის გაგებით (ბენუა მანდელბროტი -  ფრანგამერიკელი მათემატიკოსი). ფრაქტალი წარმოადგენს გეომეტრიულ ობიექტს, რომელიც დატეხილია, იმსხვრევა ფრაგმენტებად. თუმცა ის შედგება არა მხოლოდ ნამსხვრევებისაგან, არამედ რეკომბინირებადი ფრაგმენტებისაგანაც..თუ გადავხედავთ ფინანსურ თამაშებს, დავინახავთ, რომ ნამდვილი სამყარო ერთდროულად დამტვრეულია უამრავ ნაწილად და ამავდროულად განუწყვეტლივ რეკომბინირებულია ახალ ფორმაში, გეშტალტსა ან ფიგურაში.



   ასე რომ, მე ვიყენებ ცნებებს - ფრაქტალური და რეკომბინატული, იმისთვის, რომ ავხნსა სემიოკაპიტალის ფინანსური წარმოება. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას სოციალურ ფორმებზე, სოციალურ ძალებზე, სოციალურ კლასებზე –  შეგვიძლია კი ცნება კლასის გამოყენება? ბურჟუაზია ადვილი განსასაზღვრი იყო. ძველი ბურჟუაზია ტერიტორიალიზირებულ კლასს – “ბიურგის”, ქალაქის, ადგილმდებარეობის (ადგილის) კლასს წარმოადგენდა. ბურჟუაზია აღიქმებოდა ტერიტორიასთან, თემთან მიმაგრებაში მას სჭირდებოდა ხალხი, რომ ეყიდა საქონელი, პროდუქტი. ის წარმოადგენდა მატერიალური საკუთრების კლასს -საკუთრება კი საგნების, შენობების, მანქანების, ტერიტორიების და ადამიანებისაგან შედგებოდა. შენ შეგეძლო ბურჟუას, ბოსის, მფლობელის, ანდაც მტრის პერსონიფიცირება. მტერი იქ იყო - ის პიროვნება იყო.
Benoit Mandelbrot in 1982

Born in Warsaw, Mandelbrot and his family fled the Nazis to France. There, the young polymath began a life of study that would pass through many of the world's most prestigious academic institutions, including Caltech, the Institute for Advanced Study in Princeton, N.J., and the Centre National de la Recherche Scientifique in Paris. He spent most of his career working as a researcher at IBM, where he first encountered the problem that would lead to his most famous observation. In the 1960s, IBM scientists were baffled by the electronic "noise" that sometimes interfered with their transmissions, causing errors. Though it was noted that the blips occurred in clusters, nothing further could be discerned until Mandelbrot noticed that they formed a pattern and that the more closely they were examined, the more complex the pattern seemed to become.

დეტერიტორიალიზირებული კლასები


რა შეიძლება ითქვას კაპიტალიზმის დღევანდელ სოციალურ კლასებზე, დღეს გაბატონებულ მესაკუთრე და ექპლუატატორ კლასზე? ამის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. მაგალითად ავიღოთ უორენ ბაფეტი , კაპიტალისტი კაპიტალისტებს შორის, რომელიც  წერს - “დამბეგრეთ უფრო მეტად! რადგან მე არამხოლოდ კაპიტალისტი, არამედ ადამიანიც ვარ!”. კარგი, ის არაა მტერი.  მტერი აღარ არსებობს, რადგანაც მტერი “აქაა“. თუ გნებავთ მე ვარ მტერი.

                                       
ვგულისხმობ იმას, რომ მე ვარ ფრაქტალიზებულ-რეკომბინატური ფინანსური კაპიტალიზმის ფორმის ნაწილი, იმიტომ რომ მაგალითად ველოდები ჩემს პენსიას. მე ვარ ხალხის იმ ჯგუფის წევრი, რომელიც დაინტერესებულია კაპიტალიზმის ფინანსური წარმატებით, რადგან ჩემი პენსია დამოკიდებულია კაპიტალის ფუნქციონირებაზე. იმის თქმა მინდა, რომ ფინანსური კლასის სახე, არსი - მტაცებლურია, თუმცა ის არსებითად დეტერიტორიალიზირებულია: მისი  მიზნები ერთდროულადა ინტერნალიზირებულია მთელს საზოგადოებში.


შრომა

მესამე პუნქტი შეეხება შრომას. რად გარდაიქმნა შრომა, რა ვთქვათ მის შესახებ? ჩვენ ვსაუბრობთ შემთხვევით შრომაზე, პრეკარიატზე, პრეკარიატიზაციაზე. თუმცა სიტყვა პრეკარიატი დაზუსტებით ვერ აღწერს დროის და სიცოცხლის ფრაგმენტების სახეს და კონცეფციას , რომლებიც ხელმისაწვდომნი არიან დეტერიტორიალიზირებული რეკომბინაციის პროცესისათვის. შენი დრო შეიძლება გამოიძახონ ტელეფონით ერთი დღისთვის, ერთი კვირისთვის ან ორი საათისთვის. შენ რეკომბინირებული იქნები ექპლუატაციის მარად ცვალებად პროცესში. ამგვარად შრომა ხდება დე-ტერიტორიალიზირებული, ისეთივე ფრაქტალური და რეკომბინანტული როგორც ფინანსური კაპიტალია. თუმცა ამავდროულად სოციალური სხეული გაფანტულია და დაკარგული აქვს საკუთარი სხეულებრივი არსებობა; ამ გაგებით უსხეულო სხეული გახსნილი და გაფანტულია შრომის პროცესში.

სოლიდარობა


 ასე რომ, ეს სოლიდარობის პრობლემაა, რომელიც ყოველთვის კლასობრივი  ბრძოლის, თვით-ორგანიზების, ამბოხის, რევოლუციის, ცვლილების და გათავისუფლების პროცესის ცენტრალური საკითხია. სოლიდარობა შეუძლებელი ხდება. რატომ? იმიტომ რომ ის დაფუძნებულია ტერიტორიალურ, ფიზიკურ ურთიერთობებზე მუშებსა და ხალხს შორის. შეუძლებელია გაგაჩნდეს სოლიდარობა დროის ფრაგმენტებს შორის: შენ გჭირდება ხალხი, გჭირდება სხეულები, გჭირდება ის რაც გახსნილია.

   სოლიდარობას არაფერი აქვს საერთო ალტრუისტულ თვითუარყოფასთან. მატერიალისტური სოლიდარობა შენ არ გეხება. ის მხოლოდ ჩემია. როგორც სიყვარულს არაფერი ესაქმება ალტრუიზმთან. ის ყოველთვის მე მეხება: როგორ ვჩანვარ მე შენს თვალში.  სოლიდარობა და სიყვარული არის შესაძლებლობა ვასიამოვნო ჩემი თავი შენი წყალობით,  შენი არსებობის მეშვეობით, შენი თვალსაწიერის მეშვეობით.

  როგორ შემიძლია შევქმნა სოლიდარობა პრეკარიატიულ მდგომარეობაში? ჩემი აზრით ეს არის ჩვენი  მთავარი პრობლემა, სუბიექტივიზაციის  პროცესის  მთავარი საკითხი.

ინტელექტუალები

 ბოლო საკითხი ინტელექტუალებს შეეხება. როგორც იცით, სინი აღარ არსებობენ. იფიქრეთ იმაზე თუ რა მოხდა საფრანგეთში, ინტელექტუალების ქვეყანაში. მათი უმეტესობა ჩვენს დროში მკვდარი და დაქანცულია. ახლა გვყავს გლუკსმანი , ბერნარდ ლევი (ისინი ახალი ფრანგული ფილოსოფიური მოიძრაობის წევრები არიან) და მსგავსი სახის ცინიკოსი იდიოტები, ყოფილი სტალინისტი და ..   ნეოლიბერალები,  ასეთი სახის მათნაირიჟურნალისტები”-  თუკი გამოვიყენებთ ამ ღირსეული სიტყვას შეურაწმყოფელი მნიშნველობით.

  ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი მომავალი ამბოხისათვის. თუკი ამბობ რომ ამბოხი საშიშია (2011 აგვისტოს ამბოხება) უნდა ვთქვათ, რომ ეს არაა სოლიდარობის ამბოხი. იქ არაა სოლიდარობა. ამის ცვლად მე ვხედავ ბრძოლას ფრაგმენტებს შორის.

საერთო გონი ეძებს სხეულს !

 ბოლო საკითხი ინტელექტუალებს შეეხება. როგორც იცით, ისინი აღარ არსებობენ. იფიქრეთ იმაზე თუ რა მოხდა საფრანგეთში, ინტელექტუალების ქვეყანაში. მათი უმეტესობა ჩვენს დროში მკვდარი და დაქანცულია. ახლა გვყავს გლუკსმანი , ბერნარდ ლევი (ისინი ახალი ფრანგული ფილოსოფიური მოიძრაობის წევრები არიან) და მსგავსი სახის ცინიკოსი იდიოტები, ყოფილი სტალინისტი და ა.წ.   ნეოლიბერალები,  ასეთი სახის მათნაირი “ ჟურნალისტები”-  თუკი გამოვიყენებთ ამ ღირსეული სიტყვას შეურაწმყოფელი მნიშნველობით.

  ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი მომავალი ამბოხისათვის. თუკი ამბობ რომ ამბოხი საშიშია (2011 წ აგვისტოს ამბოხება) უნდა ვთქვათ, რომ ეს არაა სოლიდარობის ამბოხი. იქ არაა სოლიდარობა. ამის ნაცვლად მე ვხედავ ბრძოლას ფრაგმენტებს შორის.

საერთო გონი ეძებს სხეულს !

რატომ ქრებიან ინტელექტუალები და რაში გვჭირდება ისინი? ჩვენ ინტელექტუალები გვჭირდება იმიტომ რომ დღევანდელობის ნამდვილი პრობლემა კოგნიტური შრომის სხეულებრივ რე-კომპოზიციაშია. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრიდან გამოსავალი ჩვენი შეუძლებელი სოლიდარობისა, საერთო გონის სხეულებრივ თვით-ორგანიზებაშია.

საერთო გონი, (ინტელექტი) სხეულის ძიებაშია.
ვფიქრობ რომ შემდეგი ამბოხი, ამბოხი რმელიც იქნება გაცოხლებული მომდევნო სამ თვეში, ექვს თვეში , ათ წელიწადში – იქნება ევროპული ამბოხი, რომელიც უკვე დაიწყო ლონდონის ქუჩებში. ეს ამბოხი არ იქნება სოლიდარობის ამბოხი. ეს იქნება ამბოხი ჩვენი საკუთარი სხეულის მოპოვებისთვის– სოციალური, ეროტიული და სოლიდარობის სხეულის მოპოვებისთვის. და ეს არის მთავარი საკითხი კოგნიტარიატისთვის;

 საერთო გონი ეძებს სხეულს!

ბიფოს ლექცია – საერთო ინელექტზე

1 comment:

Printfriendly