"პოსტ ფუტურისტული მანიფესტი "


1.ჩვენ გვსურს ვუმღეროთ სიყვარულის ხიფათს, ტკბილი ენერგიის ყოველდღიურ შექმნას რომელიც არასდროს გაიფანტება.
2.ირონია, სინაზე, ამბოხი იქნება ჩვენი პოეზიის არსებითი სტიქია.
3.იდეოლოგიამ და რეკლამამ განადიდა კაცობრიობის პროდუქტიული და ნერვიული ენერგიების მუდმივი მობილიზაცია, მიმართა იგი ომისა და მოგებისკენ. ჩვენ გვსურს განვადიდოთ სინაზე, ძილი და ექსტაზი, საჭიროებების ყაირათი და სიამოვნების გრძნობა.
4. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამყაროს ბრწყინვალება გამდიდრებულია ახალი მშვენიერებით; ავტონომიის მშვენიერებით. ყველა საკუთარი ტემპით; არავინ უნდა იყოს იძულებული იაროს ერთგვაროვანი ტემპით. ავტომობილებმა დაკარგეს საკუთარი იშვიათობის ხიბლი, უპირველესად კი მათ აღარ შეუძლიათ შეასრულოთ დანიშნულება, რისთვისაც ისინი შეიქმნენ: სიჩქარე შენელებულია. მანქანები მოუქნელები არიან როგორც მთვლემარე კუები ქალაქის ტრაფიკში. მხოლოდ შენელებაა სიჩქარე.

სემიო კაპიტალი და სოლიდარობის პრობლემა





სემიო-კაპიტალი


     მე ვაყენებ სემიო-კაპიტალის ცნებას იმისთვის, რომ ავხსნა სოციალური წარმოების ფორმა, რომელიც არსებითად ორიენტირებულია ნიშნების - სემიოს წარმოებაზე. იმის თქმა არ მინდა, თითქოს სოციალური წარმოების ყველა ფორმა სემიოტიკურია - გასაგებია, რომ ფეხსაცმელი, მანქან და სახლიც იწარმოება, თუმცა ავღნიშნავ, რომ ყველაფერი თან და თან უფრო ითარგმნება ნიშნებად. ეკონომიკურ დონეზე ყველაფერი უფრო და უფრო ჩანაცვლებულია სემიოტიკური წარმოების ფორმით.
                                         
    სემიოკაპიტალს მე განსვასზღვრავ როგორც, წარმოების მზარდ ჩანაცვლებას ფინანსური დაფრაქტალურრეკომბინანტუდეტერიტორიალიზირებული წარმოების ფორმით. გამოთქმა ფრაქტალურს ვიყენებ მანდელბროტის გაგებით (ბენუა მანდელბროტი -  ფრანგამერიკელი მათემატიკოსი). ფრაქტალი წარმოადგენს გეომეტრიულ ობიექტს, რომელიც დატეხილია, იმსხვრევა ფრაგმენტებად. თუმცა ის შედგება არა მხოლოდ ნამსხვრევებისაგან, არამედ რეკომბინირებადი ფრაგმენტებისაგანაც..თუ გადავხედავთ ფინანსურ თამაშებს, დავინახავთ, რომ ნამდვილი სამყარო ერთდროულად დამტვრეულია უამრავ ნაწილად და ამავდროულად განუწყვეტლივ რეკომბინირებულია ახალ ფორმაში, გეშტალტსა ან ფიგურაში.


დრო, აჩქარება და ძალადობა. ფრანკო ბიფო ბერარდი


რას ინახავთ ბანკში? 
დროს. 
რომელ დროს?
ეს შენახული ფული, ჩემი წარსული დროა თუ დრო, რომელიც წარსულში დავხარჯე?
ან, საერთოდ, მომავლის ყიდვის შანსს ხომ არ მჩუქნის? 

ეს განსხვავებები შენახვასა და დაბანდებას შორის ადრეული, ბურჟუაზიული კაპიტალიზმის გვიანდელ კაპიტალიზმად გარდაქმნის პროცესს, აგრეთვე კაპიტალისა და ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სუბიექტურობისა და სინგულარულობის ურთიერთმიმართებებს უკავშირდება. შევეცდები ეს მიმართებები უახლეს პროცესებს დავუკავშირო, რომელიც ფულის, ენისა და დროის ურთიერთობებზე ჩვენი წარმოდგენების შეცვლით ხასიათდება.

Yves Marchand, Romain Meffre, Melted clock, Cass Technical High School, 2008. Courtesy of the artists.


თანამედროვე ევროპულ პეიზაჟს თუ მოვავლებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ გერმანია იღბლიან ადგილზეა. ბერძნები, პორტუგალიელები, რომ აღარაფერი ვთქვათ ირლანდიელებზე, რამდენიმე წლის წინ ბედნიერები იყვნენ და ახლა უცბად შეეცვალათ განწყობა. საქმე ისაა, რომ გერმანულმა ბანკებმა მათი ფული შეინახეს, ირლანდიული ფული, ბერძნული ფული, პორტუგალიური ფული, და ახლა, როცა ისინი თავიანთ კუთვნილს ითხოვენ, აღმოჩნდა, რომ ამ გაცვლა-გამოცვლაში რაღაც ისე ვერ არის. მაგრამ როგორ დავადგინოთ კონკრეტულად რა?

ეს ფინანსური კაპიტალიზმის ეპოქის გამოცანა და საიდუმლოა.(თუმცა, განა ნამდვილად საიდუმლოა?) შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიდუმლოა რაღაც, რაც ყუთშია დამალული. თუ გასაღებს მოარგებ, დამალულს ფარდა აეხდება - ის ჭეშმარიტება ხდება. მაგრამ მეორე მხრივ, გამოცანას არ აქვს გასაღები, არც ჭეშმარიტება. კრისტიან მერაცი შენიშნავდა, რომ კაპიტალიზმი ისეა

კონსტრუირებული, როგორც გამოცანა - შეუძლებელია აღმოაჩინო ჭეშმარიტება, იმიტომ, რომ იგი სწორედ იმ დაშვებას ემყარება, რომ ჭეშმარიტება აღარ არსებობს, ან იქ აღარაა, სადაც ვეძებთ.

ჟან ბოდრიარი, თავის 1976 წლის წიგნში “Symbolic exchange and Death” წერდა, რომ მთელი ფინანსური სისტემა ერთი დიდი განუსაზღვრელობაა, რადგან ფინანსური კაპიტალიზმი არსებითად დროსა და ღირებულებას შორის გაწყვეტილ ურთიერთობაზეა დაშენებული. “კაპიტალის” პირველივე თავში მარქსი გვიხსნის, რომ ღირებულება დროა, დროის აკუმულაცია ობიექტივიზებული დრო, დრო რომელიც საგნად, საქონლად იქცევა. ის არ წარმოადგენს შრომის დროს, ან დროში შრომას, რომელიც ღირებულებას ქმნის, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ზარმაცი ხარ თუ ბეჯითი. ღირებულებას მნიშვნელოვანწილად გარკვეული საქონლის დასამზადებლად საჭირო საზოგადოებრივად აუცილებელი დრო განსაზღვრავს.

რა არის ქალაქი?


"შიშველი ქალაქი" გი დებორი


 შენობების ერთობა და ქალაქების ერთმანეთში კავშირი, მასში მცხოვრები ადამიანების 
ისტორიების მიხედვით. მიმდინარე დიალოგი  წარმოსახვით და ეკონომიკურ, ინდივიდუალურ და სოციალურ, ბუნებრივ და მაშინარულს შორის. კულტურათა დიაგრამები, ისტორიის და არქტიტექტურის სტილი რომელშიც უმეტესობა ჩვენგანი ცხოვრობს, უამრავ წრეებში რომელიც საზღვრავს ჩვენს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ლიმიტებს, უხილავად ახდენს ფორმირებას ჩვენი ქცევების იმედებს. განვითარებული კაპიტალიზმის ქალაქები წარმოადგენს აკუმულაციას ყველა მოცემული საგნებისა მანამ სანამ ისინი არ გახდებიან როგორც გი დებორი განსაზღვრავს „სპექტაკლად“. : „ სოციალურ ურთიერთობად ადამიანთა შორის, იმიჯების საშუალებით“.
1958 წელს  გამოჩნდა ფოტო  ახლად გამოცემულ ჟურნალში სიტუაციონისტური ინტერნაციონალში, პატარა სათაურის ქვეშ „კულტურაში ოპერაციის ახალი თეატრი“.  ეს არის ქალაქის იმიჯი რომელიც წარმოადგენს იდეოლოგიური ბრძოლის სცენას. იგი უტევს კაპიტალის ძალას, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთრება ჩომრთმეულთა მისწრაფებებს. 1957 წლის მოძრაობა ახალგაზრდა პოეტების, მხატვრების, რეჟისორების და კაფეში მსხდომი ფილოსოფოსების მიერ დაარსდა სენ ჟერმენ დე პრეში, პარიზის მახლობლად. მათ დაიწყეს ახალი თავისუფალი ცხოვრების გზების შექმნა კაპიტალისტურ ქალაქში.

ნაწყვეტი ლენინის ტექსტიდან – "მარქსიზმის კარიკატურა"



არის თუარა არსებული მდგომარეობა იგივე ჩაგრულ და მჩაგვრელი ქვეყნების მუშებს შორის, ნაციონალური საკითხიდან გამომდინარე?

არა .

1–  ეკონომიკური განსხვავება ისაა, რომ მჩაგვრელი ქვეყნების მუშათა კლასის ნაწილი, სარგებლობს იმ ზე მოგებების ნამცეცებით, რომელსაც ღებულობენ მჩაგვრელი ერების ბურჟუები, მუდამ ორმაგ ტყავს რომ აძრობენ ჩაგრული ერების მუშებს. გარდა ამისა ეკონომიკური მონაცები ადასტურებენ, რომ მჩაგვრელი ერების მუშათა უფრო მეტი პროცენტი ხდება  "ოსტატი" ვიდრე ჩაგრული ერების მუშებისა, – უფრო მეტი პროცენტი მაღლდება მუშათა კლასის არისტოკრატიის მდომარეობამდე,

საახალწლო ეპისტოლე


ბაზარი - ნებისმიერი სისტემა, ინსტიტუცია, პროცედურა, სოციალური ურთიერთობა და ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს საქონლის, სერვისის ან შრომის გაცვლას ფულში.

  1. არსებობს მჭიდრო კავშირი  სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს შორის. ამ კავშირის ერთ-ერთი მაგალითია ის ფაქტი რომ ბაზრის წარმატება პირდაპირ პროპორციულია საზოგადოების განწყობებთან, რწმენა-წარმოდგენებთან, ზოგადად მის ყოველდღიურობასთან.
  2. რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი თავად ახდენს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. ის სხვადასხვა მედიის საშუალებით ქმნის რეალობას, რომელსაც გვთავაზობს, როგორც ერთადერთსა და უეჭველს. (გავიხსენოთ თუნდაც ცოტა ხნის წინანდელი უძრავი ქონების ბუმი ამერიკაში, რომელიც მთლიანად საზოგადოებაში არსებულ ილუზიებზე იყო აგებული და  რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა).
  3. ის გვთავაზობს რეალობას, სადაც ცხოვრების მთავარი მიზანი დაგროვებაა,  სადაც საგნები განსაზღვრავენ ადამიანს; სადაც წარმატება ციფრებით გაზომვადია და ის მხოლოდ კონკურენციის დაძლევის შედეგად მიიღწევა; სადაც წარუმატებლებს არა აქვთ ადგილი.
  4. რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ყოველდღიურ რეალობასა და ბაზრის რეალობას შორის საზღვარი იშლება. ბაზრის ლოგიკა ხდება იდეოლოგია, რომელიც საზოგადოების ცხოვრების ყველა შრეში აღწევს. ის ხდება ადამიანის ცნობიერების, მისი თავის თავთან და გარემოსთან დამოკიდებულების ძირითადი განმსაზღვრელი. ბაზარი ხდება ახალი რელიგია.
  5. რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი სხვა ნებისმიერ რელიგიაზე ეფექტურად ახდენს საზოგადოების ჰომოგენიზაციას და ძალაუფლების ლეგიტიმაციას, ამიტომ ის ხდება ძალაუფლების პრიორიტეტული  ინსტრუმენტი. ძველი რელიგიები მასთან ბრძოლაში იმსხვრევიან  ან ემორჩილებიან მას. მეტიც, თუ წინათ ძალაუფლება და რელიგია ფორმალურად მაინც იყო გამიჯნული დღეს მათ შორის ზღვარი წაშლილია, რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარი ძალაუფლების და რელიგიის სინთეზია.
  6. რადიკალური კაპიტალიზმის პირობებში ბაზარს სჭირდება მითები. ისევე როგორც ეს თავის დროზე მისმა წინამორბედმა რელიგიებმა და ძალაუფლებებმა განახორციელეს, ბაზარი ახლის შექმნასთან ერთად მემკვიდრეობით იღებს ძველ მითებს და უსადაგებს მათ თავის რიტუალებს. უმთავრესი რიტუალი, რასაც ის მოითხოვს არის მომხმარებლობა!
  7. ისევე როგორც ძალაუფლებისა და რელიგიის ძველ ფორმებს, კაპიტალისტურ ბაზარს სჭირდება სრული სოციალური კონტროლი დროზე, ამიტომ იგი ”შობა-ახალი წლის დღესასწაულს” განსაკუთრებულად აღნიშნავს და ქმნის შესაბამის გარემოს მისთვის რიტუალების ჩასატარებლად.

პაულო ფრეიერი – " ჩაგრულთა პედაგოგიკა"



პაულო ფრეიერის წიგნის ქართული თარგმანის ელექტრონული ვერსია (Link)
წიგნის გადმოსაწერილი ბმული



"მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების (ნებისმიერ დონეზე, სკოლაში თუ მის გარეთ) ყურადღებით შესწავლისას კარგად ჩანს, რომ ეს ურთიერთობები ძირითადად ნარატიულია. ეს ურთიერთობები გულისხმობს მთხრობელს, სუბიექტს, რომელიც ჰყვება (მასწავლებელს), და მომთმენ, მსმენელ ობიექტს (მოსწავლეს). შინაარსი, შეფასებები იქნება ეს თუ რეალობის ემპირიული თავისებურებები, ასეთი თხრობის პროცესში უსიცოცხლო და გაქვავებულია. შეიძლება ითქვას, რომ განათლება დაავადებულია თხრობის დაავადებით”.
"მასწავლებელი რეალობას აღწერს ისე, თითქოს იგი რაღაც უძრავი, სტატიკური იყოს, რომელიც ცალკეული ნაწილებისგან შედგება და პროგნოზირებადია. ანდა მასწავლებელი ეხება (ჰყვება) თემას მოსწავლის რეალური გამოცდილების გაუთვალისწინებლად”.
"მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, აავსოს მოსწავლეები თავისი თხრობის შინაარსით - შინარსით, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და საკმაოდ შორს არის იმისგან, რაც მოსწავლისთვის მშობლიური და ნაცნობია და რაც მისთვის შესაძლოა აღქმადი და შინაარსიანი გახდეს. ამასთან, ამ ნარატიული (თხრობითი) პედაგოგიკის მთავარი თვისებაა სიტყვების კეთილხმოვანება და არა მათი (სიტყვების) გარდამქმნელი ძალა: "ოთხჯერ ოთხი თექვსმეტია. პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი”. მოსწავლე იწერს, იმახსოვრებს და იმეორებს ამ ფრაზებს და არ ესმის, სინამდვილეში რას ნიშნავს "ოთხჯერ ოთხი”, ვერ გაიაზრებს სიტყვა "დედაქალაქის” ჭეშმარიტ მნიშვნელობას წინადადებაში: "პარას პროვინციის დედაქალაქია ბელემი”, ანუ რას ნიშნავს ქალაქი ბელემი პარას პროვინციისთვის და რას წარმოადგენს პროვინცია პარა სრულიად ბრაზილიისთვის”.

ერიხ ფრომი - სოციალიზმი, როგორც პრობლემა.

ერიხ ფრომი

ავტორიტარული წყობის ფაშისტურ და სტალინისტურ ტიპებთან და წამახალისებელი ტიპის სუპერკაპიტალისტურ სისტემასთან ერთად, მესამე პასუხს და კრიტიკულ რეაქციას კაპიტალიზმზე სოციალისტური თეორია წარმოადგენს. ეს თეორია, სტალინიზმისა და ფაშიზმისგან განსხვავებით(რომლებიც პოლიტიკურ და სოციალურ რეალობად იქცნენ) ფაქტიურად მხოლოდ თეორიად დარჩა. საკითხი სწორედ ასე დგას, მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური პარტიები მეტნაკლებად დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ძალაუფლებას ინგლისსა და სკანდინავიურ ქვეყნებში, უმრავლესობა, რომელსაც ეყრდნობოდნენ ეს სოციალისტური მთავრობები იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მათ ვერ მოახერხეს საზოგადოების ძირეული ცვლილება და საკუთარი პროგრამების განხორციელების მხოლოდ მორიდებული მცდელობები ქონდათ.

  დღესდღეობით სიტყვებმა - მარქსიზმი და სოციალიზმი - ისეთი ემოციური მუხტი შეიძინეს, რომ რთულია მათი მშვიდ გარემოში განხილვა. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს სიტყვები ”მატერიალიზმთან”, ”უღმერთობასთან”, ”სისხლისღვრასთან” და სხვადასხვა სახის ბოროტებასთან ასოცირდება. ამ რეაქციის გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ,  თუ შევაფასებთ იმას, თუ რა ზომამდე შეუძლიათ სიტყვებს ფლობდნენ მაგიურ აზრს და ასევე გავითვალისწინებთ ჩვენი დროისათვის დამახასიათებელ გონიერი აზროვნების საერთო დაცემას.

ტრიოლექტიკური ფეხბურთი

                                                 

დანიელი სიტუაციონისტი ასგერ ჯორნის მიერ 1960-იანი  წლების დასაწყისში, სიტუაციური პრაქტიკის (detournement ) საფუძველზე შექმნილი ფეხბურთი, რომელშიც ტრადიციული ფეხბურთისგან განსხვავებით სამი კარი, სამი გუნდი, ჰაქსეგონალური მოედანი  და განსხვავებული თამაშის წესებია (ძირითადად მოლაპარაკებაზე დაფუძნებული). 

ჯორნის ფეხბურთი წარმოადგენს  კაპიტალისტურ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სპორტის კრიტიკულ პოლიტიკური კუთხიდან წაკითხვას. ჯორნი ტრადიციულ ბინარულ დიალექტიკას ანაცვლებს საკუთარი ტრიალექტიკური კონცეფციით, რაც სოციალური ურთეირთობების ორ ურთიერთსაპირისპირო მხარეზე დაყვანას ანაცვლებს ანდაც ამდიდრებს  სოციალურ ურთიერთობების უფრო კომპლექსურური ხედვით, სადაც კოოპერაციის და სხვა სოციალური ურთიერთობების სახეები შემოდის. 

თამაში როგორც ცნობილია,

გიორგი პლეხანოვი – სარწმუნოების შესახებ


                                                                     
                                                          თავი 1

სარწმუნოება ანუ რელიგია შეიძლება განვსაზღვროთ როგორც, წარმოდგენის , სულისკვეთების და მოქმედების მეტნაკლებად  აწყობილი და  გამართული სისტემა. წარმოდგენა შეადგენს სარწმუნოების მითოლოგიურ ელემენტს; სულისკვეთება ეხება სარწმუნოებრივი გრძნობის დარგს, ხოლო მოქმედება სარწმუნოებრივი თაყვანისცემის ან, როგორც სხვანაირად ამბობენ , კულტის დარგს. ჩვენ პირველ რიგში სარწმუნოების მითოლოგიურ ელემენტზე უნდა შევჩერდეთ.


ბერძნული სიტყვა "მითი" ნიშნავს  – ამბავს , თქმულებას. ადამიანს აოცებს ესა თუ ის – სულ ერთია: ნამდვილი თუ მოჩვენებითი– მოვლენა. ის ცდილობს ახსნას თუ როგორ წარმოიშვა ეს მოვლენა . ასე იბადება მითი. მაგალითი: ძველ ბერძნებს სწამდათ ქალ–ღმერთი ათინას (მანერვას) არსებობა. როგორ წარმოიშვა ეს ღმერთი? ერთხელ ზევს თავი ატკივდა და ალბათ ძალიანაც ატკივდა, რადგან მან ქირურგის საშუალებას მიმართა. ქირურგის როლის ასრულება წილად ხვდა ჰეფესტოს (ვულკანს), რომელმაც ცული მოიმარჯვა ხელში და ისეთი სიძლიერით დაჰკრა ღმერთების მეფეს თავზე, რომ ორად გაუპო იგი; ამ გაპობილი თავიდან გამოხტა ქალ–ღმერთი ათინა. მეორე მაგალითი: ძველი ებრაელი ეკითხებოდა თავის თავს – თუ საიდან გაჩნდა ქვეყანა. ამ კითხვაზე უპასუხებდა თქმულება ექვს დღეში ქვეყნის შექმნის და ადამიანის მიწისგან გაჩენის შესახებ. მესამე მაგალითი :  თანამედროვე ერენთეს ტომის ავსტრალიელს უნდა გაიგოს–საიდან გაჩნდა მთვარე. მის ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს ამბავი იმის შესახებ – თუ ძველად, როცა ცაზე ჯერ კიდევ არსად სჩანდა მთვარე, როგორ მოკვდა და დამარხეს ერთი კაცი – სახელად ოპოსუმი*.
 (*ოპოსუმი– პატარა ავსტრიელი ცხოველია, ორმიცლიანთა რიცხვს ეკუთვნის . ჩვენ კიდევ ვანხავთ თუ ველურთა  წარმოდგენით როგორ შეიძლება ერთსა და იმავე დროს  ადამიანიც იყო და ოპოსუმიც ან სხვა რომელიმე ცხოველი) მალე ეს კაცი გაცოცხლდა და ბავშვის სახით ამოვიდა საფლავიდან. მისი თანამოგვარეები ძალიან შეშინდნენ და გაიქცნენ, ის კი მათ გამოუდგა უკან ყვირილით: "ნუ გეშინიათ, ნუ გარბიხართ, თორემ სუყველანი დაიხოცებით. მე კი თუმცა მოვკვდები მაგრამ ცაში გავცოცხლდებიო". და აი ის გაიზარდა, დაბერდა, მერე მოკვდა, მაგრამ თვარის სახით გამოჩნდა . ამის შემდეგ ის დროგამოშვებით კვდება და ცოცხლდება ხოლმე. (ვან გენერი. "ავსტრალიის მითეი და ლეგენდები" პარიზი გვ. 38). არ ვიცი დააკმაყოფილებს თუ არა ასეთი ახსნა  ვინმე ჩვენდღევანდელ "ღვთის მაძიებელთაგანს", – მგონია კი, რომ არავის არ დააკმაყოფილოებს. მაგრამ ავსტრალიელ მკვიდს იგი აკმაყოფილებს, ისე–როგორც განსაკუთრებული ხანის ბერძენს აკმაყოფილებდაიუპიტერის თავიდან ათინას გაჩენის თქმულება ან ძველ ებრაელს ექვს დღეში შექმნის ამბავი. მითი არის ამბავი, თქმულება , რომელიც პასუხობს კითხვებს: რატომ? და როგორ? მითი არის ადამიანის მიერ მოვლენათა მიზეზობრივი კავშირის შეგნების პირველი გამოხატულება. 

ერთი ჩვენი დროის  გამოჩენილი გერმანელი ეთნოლოგი ამბობს; "მითი პირველყოფილი მსოფლმხედველობის გამოხატულებააო" (ერენრაიხი, "სამხრეთ–ამერიკის პირველყოფილ ხალხთა მითები და ლეგენდები–  მათი კავშირი ჩრდილო–ამერიკისა და ძველი ქვეყნის ლეგენდებთან") და ეს მართლაც ასეა, ერთობ პრიმიტიული მსოფლმხედველობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ იწამოს– ვითომ მთვრაე საფლავიდან ამოსული და ზეცაში ასული ადამიანი–ოპოსუმი იყოს. რაში მდგომარეობს ამ მსოფლმხედველობის მთავარი დამახსაიათებელი თვისება? ეს თვისება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი რომელიც მას იაზრებს, ბუნების მოვლენებს აპიროვნებს. პირველყოფილ ადამიანს ყველა ეს 

მარქსის თხუნელა მკვდარია! - გლობალიზაცია და კომუნიკაცია


ნეგრი და ჰარტი




ჩვენს წიგნში გთავაზობთ იმპერიის კონცეპტს, რომელმაც უნდა აღნიშნოს გლობალიზაციის პოლიტიკური ფორმა. ჩვენი ძირითადი კითხვაა: რა არის გლობალური წესრიგის პოლიტიკური კონსტიტუცია?
იმპერიას ჩვენ ვიყენებთ - სუვერენიტეტის, პოლიტიკური მმართველობის ახალი ფორმის აღსანიშნავად. ბევრი ამტკიცებს, რომ კაპიტალისტური წარმოებისა და გაცვლის გლობალიზება ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკური კონტროლისგან უფრო მეტ დამოუკიდებლობას, შედეგად კი პოლიტიკური სუვერენიტეტის დასუსტებას. ზოგი მიესალმება ამ ახალ ერას, როგორც პოლიტიკური ძალების მიერ გამოწვეული შეზღუდვებისა და დეფორმაციებისგან კაპიტალისტური ეკონომიკის გათავისუფლებას; სხვები კი ჩივიან, რომ იხურება ის ინსტიტუციური არხები, რომლითაც მუშებს და მოქალაქეებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ან შეეწინააღმდეგონ კაპიტალისტურ, მოგების პრინციპის ცივ ლოგიკას.  ცხადია, რომ გლობალიზაციის პროცესების კვალდაკვალ, ერი სახლმწიფოების სუვერენულობა თანდათანობით სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ მათი როლი კვლავ მნიშვნელოვანია. წარმოებისა და გაცვლის ძირითადი ფაქტორები - ფული, ტექნოლოგიები, ხალხი და საქონელი - უფრო და უფრო მარტივად კვეთენ ნაციონალურ საზღვრებს. აქედან გამომდინარე, ერი სახელმწიფოებს აქვთ უფრო და უფრო ნაკლები ძალა იმისათვის, რომ არეგულირონ ეს დინებები და ეკონომიკაზე განახორციელონ ძალაუფლება. ყველაზე დომინანტი ერი სახელმწიფოებიც კი აღარ უნდა მივიჩნიოთ უმაღლეს და სუვერენულ ავტორიტეტებად, არც საზღვრებს გარეთ და არც მათ შიგნით. თუმცა, ერი სახელმწიფოების სუვერენიტეტის დასუსტება არ ნიშნავს სუვერენიტეტის, როგორც ასეთის დასუსტებას!  თანამედროვე ტრანსფორმაციების პროცესში, პოლიტიკური კონტროლი, სახელმწიფო ფუნქციები და რეგულაციის მექანიზმები აგრძელებენ ეკონომიკური და სოციალური წარმოებისა და გაცვლის სფეროების მართვას. აქედან, ჩვენი ფუნდამენტური ჰიპოთეზაა, რომ სუვერენიტეტმა ახალი ფორმა მიიღო, რომელიც შედგენილია ნაციონალურ და ზენაციონალურ ორგანიზმთა წყებების გაერთიანებით მმართველობის ერთი ლოგიკის ქვეშ. სუვერენიტეტის ამ ახალ გლობალურ ფორმას ჩვენ იმპერიას ვუწოდებთ.
ჩვენ უარვყოფთ ორ ჰიპოთეზას:

კარლ მარქსი – კაპიტალი. ტომი პირველი 1954 წ.


გთავაზობთ კაპიტალის ქართული გამოცემის პირველ ტომს. (<ბმული)  ასევე რამოდენიმე წიგნს ინგლისურ ენაზე  რომელიც დაგეხმარებათ კაპიტალის წაკითხვისას.

გადმოსაწერი ბმული

1.ჰარი კლევერი – კაპიტალის პოლიტიკური კითხვა
2.ლუი ალთუზერი –  კაპიტალის კითხვა
3.ლუი ალთუზერი – კაპიტალის პირველი ტომის შესავალი
4.დევიდ ჰარვი – დამხმარე კაპიტალისტის–  ნაწილი პირველი,
(ქინდლის მობი ვერსიები 1 და 2. ) აუდიო ვიდეო კურსი

მასობრივი მუშა და სოციალური კაპიტალი სილვია ფრედერიჩი და მარიო მონტანო

სილვია ფრედერიჩი
 1                           
მეოცე საუკუნის პირველი დეკადიდან 1926 წლის ინგლისის საკონტროლო გაფიცვამდე ყალიბდება კლასობრივი ბრძოლის სრულიად ახალი სტრატეგია: მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმს განვითარებულ და ჩამორჩენილ ქვეყნებში ფუნდამენტური წინააღმდეგობები ახასიათებს და შემოიფარგლება ორგანიზაციის სახელმწიფოებრივი ფორმებით, მუშათა კლასის პოლიტიკური ავტონომია და დამოუკიდებლობა ინტერნაციონალურ განზომილებაში გადადის. პირველად, კაპიტალი საერთაშორისო პროლეტარიატის წინაშე აღმოჩნდება. უხეშად რომ ვთქვათ პირველი ინტერნაციონალური ციკლი  1904–1906  წლებია, ეს არის მასობრივი გაფიცვების ციკლი რომელიც გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებებში და აჯანყებებში. რუსეთში ის იწყება 1904 წლის პუტილოვის მუშების გაფივებიდან და ვითარდება 1905 წლის რევოლუციაში. პირველი საერთო გაფიცვა იტალიაში 1904 წელს შედგაგერმანიაში 1905 წლის რურის მეშახტეები სპონტანური გაიფცვა,8 საათიანი სამუშაო დღის საკითხზე. 1906 წლის ჰამბრუგის საყოველთაო გაფიცვა წინ უძღვის კლასობრივ ტალღას, რომელიც გარდაისახება საშუალო ფირმების უდიდეს ქსელში. ამერიკის შეერთებულ შტატებში  მეშახტეების 1901 წლის და 1904 წლის გაფიცვები. მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა კავშირის (IWW) ჩამოყალიბება 1905 წელს რომელიც თითქოს წინასწარ გრძნობს მოსალოდნელი ბრძოლის დასაწყისს.
პუტილოვის მუშები.

2
მეორე ციკლი იწყება 1911 წლიდან : ჩვენ ხვედავთ იგივე ავანგარდს რომელიც, იწყებს ბრძოლას ; ამერიკაში ავანგარდს  დასავლეთ ვირჯინიის მაღაროელი მუშები, ჰერიმანის ვაგზლის მუშები და ლორენსის  ფეიქრები წარმოადგენენ; რუსეთში 1912 წლის "ლენას  ოქროს" მაღაროელები; გერმანიაში ისინი რურის  1912

ფრედი პერლმანი – ყოველდღიური ცხოვრების რეპროდუქცია



ფრედი პერლმმანი
1

ტომის წევრთა ყოველდღიური საქმიანობა საკუთრივ ტომის კვლავწარმოებასა და შენარჩუნებას ახდენს. კვლავწარმოებაში მოიაზრება, არამხოლოდ ფიზიკური რეპროდუქცია, არამედ -სოციალური კვლავწარმოებაც. ტომის წევრები ”სოციალური ფაქტების”[1] კვლავწარმოებას ახდენენ, რომლის ფარგლებშიც ადამიანთა ეს ჯგუფი სპეციფიკურ მოქმედებებს ასრულებს. ტომის წევრების სპეციფიკური ”სოციალური მოქმედებები”[2] არ არის ადამიანის ბუნებრივი მახასიათებელი, იმ სახით, რა სახითაც ვთქვათ, თაფლის წარმოება არის ფუტკრისთვის ბუნებრივი მახასიათებელი. ტომის წევრების მიერ ყოველდღიური ცხოვრების ფორმის შენარჩუნება, კონკრეტულ მატერიალურ და ისტორიულ პირობებზე სოციალური პასუხია.მონების ყოველდღიური მოქმედება მონობის კვლავწარმოებას ახდენს. ამით მონები არამხოლოდ ფიზიკურად კვლავაწარმოებენ საკუთარ თავსა და მათ ბატონებს, არამედ- იმ ინსტრუმენტებსაც, რომელთა მეშვეობითაც ბატონები მათ რეპრესიას ახდენენ და – საკუთარ ჩვევას, რომ დაემორჩილონ ბატონის ავტორიტეტს. ადამიანისათვის, რომელიც მონების საზოგადოებაში ცხოვრობს, ბატონი-მონის დამოკიდებულება ბუნებრივ და მუდმივ ურთიერთობად აღქიმება. თუმცა, ადამიანები არ იბადებიან ბატონებად და მონებად. მონობა არის სპეციფიკური სოციალური ფორმა, და ადამიანები მას მხოლოდ კონკრეტულ მატერიალურ და ისტორიულ პირობებში ემორჩილებიან.სახელფასო ანაზღაურების მქონეთა ყოველდღიური აქტივობა სახელფასო შრომისა და კაპიტალის კვლავწარმოებას ახდენს. ყოველდღიური სოციალური მოქმედებების მეშვეობით, „მოდერნული“ ადამიანები კვლავაწარმოებენ ყოველდღიური ცხოვრების სოციალურ ფორმებს, ისევე როგორც ტომის წევრები და მონები ახდენენ მათი საზოგადოების წევრების, სოციალური ურთიერთობებისა და ღირებულებების კვლავწარმოებას.სოციალური აქტივობის ადრეული ფორმებისგან განსხვავებით, ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალისტურ საზოგადოებაში, სისტემატურად ახდენს იმ მატერიალური პირობების ტრანსფორმირებას, რომელსაც კაპიტალიზმი შეესაბამება. ადამიანური აქტივობის ზოგიერთი შეზღუდვა თანდათანობით ექცევა ადამიანის კონტროლის ქვეშ. ინდუსტრიალიზაციის მაღალ დონეზე, პრაქტიკული ქმედება ქმნის საკუთარ მატერიალურ პირობებს, ასევე იძენს საკუთარ სოციალურ ფორმებს. ამიტომაც ანალიზის სუბიექტი, არ არის, მხოლოდ ის, თუ როგორ კვალვაწარმოებენ კაპიტალისტურ საზოგადოებას პრაქტიკული ქმედებები, – არამედ ისიც, რომ ეს ქმედებები/აქტივობები აქრობენ მატერიალურ პირობებს , რომლებსაც კაპიტალიზმი შეესაბამება.

სიმრავლე თუ მუშათა კლასი – ანტონიო ნეგრი





ტონი ნეგრი ხსნის "სიმრავლის"  ( Multitude) კონცეფციას სოციალისტი მუშათა პარტიის წევრი ტროცკისტი  ალექსანდრე კალინიკოსის საპასუხოდ – დებატები შედგა 2003 წლის პარიზის ევროპულ სოციალურ ფორუმზე. 


ჩვენ ყველა ვთანხმედებით იმ ფაქტზე რომ გვსურს ვებრძოლოთ კაპიტალს და განვაახლოთ სამყარო. მაგრამ ვფიქრობ ეს არაა გასაზრებელი  როგორც პოეტური პროცესი. იმიტომ რომ სახელი სიმრავლე არაა პოეტური ცნება, არამედ კლსაბრივი კონცეპტი. როცა მე ვსაუბრობ მულტიტუტდზე როგორც კლასბრივ კონცეპტზე, ვამბობ რომ დღეს მუშები  მუშაობენ  განხვავებულად და ასევე იმგვარად როგორც ეს საუკუნეების წინ იყო როგორც ძველებურად ასე განსხვავებულად  და სხვანაირადაც როგორც რამდენიმე საუკუნის წინ მუშაობდნენ. ინდუსტრიალური რევოლუციიდან მოყოლებული   მუშათა კლასი და მისი კლასობრივი კომპოზიცია  საკმაოდ განსხვავდებოდნენ  სხვადასხვა პერიოდებში და მიყვებოდნენ ერიმეორეს.  შრომის ორგანიზაცია მართლაც საშინლად შეიცვალა 18 საუკუნიდან დაწყებული დღემდე, ისე როგორც მისი პოლიტიკური და რექნიკური კომპოზიცია . ასევე შეიცვალა ის გზები რომლითაც კლასი აშენებს საკუთარ კლასობრივ ცნობიერებას. თუ ჩვენ გამოვიყენებთ მუშათა კლასის და შრომის ორგანიზაციის კონცეფციას  ჰომოგენურად და ერთ მნიშვნელოვნად დიდად შევცდებით. 

ერიხ ფრომი, ფემინიზმი და ფრანკფურტის სკოლა



დუგლას კელნერი
ერიხ ფრომი, ფრანკფურტის სკოლის ერთერთი წარმომადგენელი,  მნიშვნელოვნად  იყო ჩართული გენდერი, ქალსა და კაცს შორის განსხვავების, პრობლემების თეორიტიზებაში. გარკვეული თვალსაზრისით, ფრომმა წინასწარგანსაზღვრა, მარქსისტული ფემინიზმისა და  გენდერის სოციალურად კონსტრუირებული ბუნების პოსტსტრუქტურალისტური ანალიზის  შექმნის, შემგდომი მცდელობები.  გენდერის ფრომისეული ანალიზი არაერთაზროვანი და ურთიერსაწინააღმდეგო იყო. ის  მამრობითი სქესის დომინანტური პერსპექტივიდან აანალიზებდა  გენდერისა  და სექსუალობის საკითხებს.
ამ ნაშრომში მე გენდერის შესახებ ფრომის სხვადასხვა მოსაზრებებს შევაჯამებ, ასევე    თანამედროე  ფემინისტური თეორიის  მიმართ ფრომის  მოლოდინზე  და მის ტექსტებში სექსიზმისა და ესენციალიზმის შესახებ თანამედროვე ფემინისტების შეხედულებებზე  ვისაუბრებ.

ფრომისა და კრიტიკულ თეორიის ურთიერთმიმართების შესახებ საკითხის წამოჭრა,  კითხვათა  მთელ რიგს წარმოშობს, რომლებიც  ფრომისა და  სოციალური კვლევის ინსტიტუტის ურთიერთობას, (მის განხეთქილებას სოციალური კვლევის ინსტიტუტთან) და  ფრომისა და  კრიტიკული თეორიის ურთიერთობის შესახებ შემდგომ დებატებს უკავშირდება. ფრომის   უარყოფის ტენდენციის  ნაცვლად  მე  ვამბობდი,  რომ მისი შრომის  რე-ევოლუცია დაგვიანებული იყო, კერძოდ კი  1930-იანი წლების მისი ზოგიერთი ესეის გადაკითხვა – როდესაც ის სოციალური კვლევის ინსტიტუტის  პროექტებში იყო ჩართული – გენდერისა და აგრესიის  მისეული

გი დებორი – თეზისები კულტურულ რევოლუციაზე

   1.
ესთეტიკის ტრადიციული მიზანია,ხელოვნების მეშვეობით,დაეხმაროს დაბნეულობაში მყოფ ინდივიდს,გაექცეს წარსულის ელემენტთა გარეგნობის ბუნდოვნებას,რადგან სწორედ გარეგნობაა ის,რაც დროის მიერ ყველაზე მეტად მახინჯდება.
ესთეტიკური წარმატების ხარისხი იზომება ხანგრძლივობისაგან განუყოფელი სილამაზით,და ამით თითქმის პრეტენზიას აცხადებს მარადიულობაზე.სიტუაციონისტის მიზანი უშუალო მონაწილეობაა მგზნებარე ყოველდღიურობის სიჭრელეში,წარმავალ მომენტთა მტკიცე წესრიგში მოყვანის განზრახვით.ასეთ მომენტთა განსაკუთრებულობა კი მათს მყისიერ,დროში სასრულ ეფექტშია.სიტუაციონისტები,ტოტალური პოზიციიდან, კულტურულ აქტივობებს განიხილავენ,როგორც ექსპერიმენტულ მეთოდს,რომლის მეშვეობითაც ხდება ყოველდღიურობის კონსტრუირება,რომელიც გამუდმებით შეიძლება ვითარდებოდეს თავისუფალი დროის გავრცობამდე თუ შრომის დანაწილების გაქრობამდე (დაწყებული არტისტული შრომის დანაწილებით)
2
.ხელოვნებამ,როგორც გრძნობების გადმოცემამ,შესაძლოა შეწყვიტოს არსებობა,და გახდეს პირდაპირი მოქმედება – უფრო მაღალი შეგრძნებების ორგანიზებისათვის.
3.მასკოლო მართალია,როცა ამბობს (“Le Communisme”) რომ სამუშაო დღის შემცირება პროლეტარიატის დიქტატურის მიერ „ყველაზე აუცილებელი  და მტკიცე რწმენაარომელსაც მისი რევოლუციური ავთენტურობა იძლევა. მართლაც,თუკი ადამიანი საქონელია,თუკი მას ისე ვეპყრობით,როგორც საგანს, – სწორედ იმიტომ, – რომ ერთი ადამიანის მიერ მეორისაგან დროის ყიდვა გამართლებულია“. თუმცა,მასკოლო ჩქარობს,როდესაც ასკვნის: „დრო,რომელიც თავისუფლად დასაქმებულს ეკუთვნის“ ყოველთვის სწორადაა დახარჯული,და „მხოლოდ ნაყიდი დროა ბოროტება“. არ არსებობს თავისუფალი სამუშაო,რომელიც თანამედროვე შრომის იარაღებს გამოიყენებდა ყოველდღიურობის კონსტრუირებისათვის.ასეთი გამოყენება კი იქნებოდა ნახტომი უტოპიური  რევოლუციიდან  ექსპერიმენტულ რევოლუციურ ხელოვნებაში.

"ჩ


Printfriendly