ფრედი პერლმანი – ყოველდღიური ცხოვრების რეპროდუქცია



ფრედი პერლმმანი
1

ტომის წევრთა ყოველდღიური საქმიანობა საკუთრივ ტომის კვლავწარმოებასა და შენარჩუნებას ახდენს. კვლავწარმოებაში მოიაზრება, არამხოლოდ ფიზიკური რეპროდუქცია, არამედ -სოციალური კვლავწარმოებაც. ტომის წევრები ”სოციალური ფაქტების”[1] კვლავწარმოებას ახდენენ, რომლის ფარგლებშიც ადამიანთა ეს ჯგუფი სპეციფიკურ მოქმედებებს ასრულებს. ტომის წევრების სპეციფიკური ”სოციალური მოქმედებები”[2] არ არის ადამიანის ბუნებრივი მახასიათებელი, იმ სახით, რა სახითაც ვთქვათ, თაფლის წარმოება არის ფუტკრისთვის ბუნებრივი მახასიათებელი. ტომის წევრების მიერ ყოველდღიური ცხოვრების ფორმის შენარჩუნება, კონკრეტულ მატერიალურ და ისტორიულ პირობებზე სოციალური პასუხია.მონების ყოველდღიური მოქმედება მონობის კვლავწარმოებას ახდენს. ამით მონები არამხოლოდ ფიზიკურად კვლავაწარმოებენ საკუთარ თავსა და მათ ბატონებს, არამედ- იმ ინსტრუმენტებსაც, რომელთა მეშვეობითაც ბატონები მათ რეპრესიას ახდენენ და – საკუთარ ჩვევას, რომ დაემორჩილონ ბატონის ავტორიტეტს. ადამიანისათვის, რომელიც მონების საზოგადოებაში ცხოვრობს, ბატონი-მონის დამოკიდებულება ბუნებრივ და მუდმივ ურთიერთობად აღქიმება. თუმცა, ადამიანები არ იბადებიან ბატონებად და მონებად. მონობა არის სპეციფიკური სოციალური ფორმა, და ადამიანები მას მხოლოდ კონკრეტულ მატერიალურ და ისტორიულ პირობებში ემორჩილებიან.სახელფასო ანაზღაურების მქონეთა ყოველდღიური აქტივობა სახელფასო შრომისა და კაპიტალის კვლავწარმოებას ახდენს. ყოველდღიური სოციალური მოქმედებების მეშვეობით, „მოდერნული“ ადამიანები კვლავაწარმოებენ ყოველდღიური ცხოვრების სოციალურ ფორმებს, ისევე როგორც ტომის წევრები და მონები ახდენენ მათი საზოგადოების წევრების, სოციალური ურთიერთობებისა და ღირებულებების კვლავწარმოებას.სოციალური აქტივობის ადრეული ფორმებისგან განსხვავებით, ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალისტურ საზოგადოებაში, სისტემატურად ახდენს იმ მატერიალური პირობების ტრანსფორმირებას, რომელსაც კაპიტალიზმი შეესაბამება. ადამიანური აქტივობის ზოგიერთი შეზღუდვა თანდათანობით ექცევა ადამიანის კონტროლის ქვეშ. ინდუსტრიალიზაციის მაღალ დონეზე, პრაქტიკული ქმედება ქმნის საკუთარ მატერიალურ პირობებს, ასევე იძენს საკუთარ სოციალურ ფორმებს. ამიტომაც ანალიზის სუბიექტი, არ არის, მხოლოდ ის, თუ როგორ კვალვაწარმოებენ კაპიტალისტურ საზოგადოებას პრაქტიკული ქმედებები, – არამედ ისიც, რომ ეს ქმედებები/აქტივობები აქრობენ მატერიალურ პირობებს , რომლებსაც კაპიტალიზმი შეესაბამება.


ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალისტურ საზოგადოებაში


კაპიტალიზმის პირობებში ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების სოციალური ფორმა მატერიალურ და ისტორიულ სიტუაციაზე პასუხია. მატერიალური და ისტორიული პირობები ხსნის სოციალური ცხოვრების კაპიტალისტური ფორმის წარმოშობას, მაგრამ ვერ პასუხობს კითხვას, თუ რატომ აგრძელებს ეს ფორმა არსებობას, მას შემდეგ რაც საწყისი პირობები ქრება. „კულტურული ჩამორჩენის“[3]ცნება ვერ ხსნის თუ რატომ ინარჩუნებენ სოციალური ფორმები სიცოცხლისუნარიანობას, მაშ შემდეგ რაც საწყისი პირობები, რომლებსაც ისინი პასუხობდნენ ქრებიან. ეს ცნება მხოლოდ სოციალური ფორმების სიცოცხლისუნარიანობას აღნიშნავს. ”კულტურული ჩამორჩენის“ ცნება ადამიანური აქტივობის განმსაზღვრელი „ სოციალური ძალის“ არსებობას უშვებს. ისევე როგორც, ტერმინმა, რომლებსაც მარქსი ადამიანთა აქტივობების აღსაწერად იყენებდა ადამიანთა ქმედებების განმსაზღვრელი ბუნებრივი ძალების სტატუსი შეიძინა. ამიტომ ცნებები „კლასთა ბრძოლა“ „ საწარმოო ურთიერთობები“ და „დიალექტიკა“ იმავე როლს ასრულებს ზოგი მარქსისტის თეორიებში, როგორსაც ”პირველსაწყისის ცოდვა“ ბედი და ბედისწერა ასრულებდნენ შუასაუკნეების მისტიკოსების თეორიებში.თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების აქტივობების შესრულებისას,კაპიტალისტური საზოგადოების წევრები უნებლიედ წარმართავენ ორ პროცესს: ისინი ახდენენ მათი სოციალური მოქმედების ფორმების რეპროდუქციას, და ისინი აქრობენ იმ მატერიალურ პირობებს, რომელსაც მოქმედების ეს ფორმები პასუხობდნენ. მაგრამ მათ არ იციან რატომ წარმართავენ ამ ორ პროცესს, მათი საკუთარი აქტივობები არ არის ტრანსფარენტული მათთვის. ისინი არიან ილუზიაში, რომ მათი აქტივობები არის პასუხი ბუნებრივ პირობებზე, რომელიც მათ კონტროლს მიღმაა და ვერ ხედავენ, რომ ისინი არიან ავტორები ამ პირობებისა. კაპიტალისტური იდეოლოგიის ამოცანა არის შეინარჩუნოს ის ვუალი, რომელიც ადამიანებს საშუალებას არ აძლევს დაინახონ, რომ მათი აქტივობები, მათი ყოველდღიური ცხოვრების ფორმების კვლავწარმოებას ახდენს; კრიტიკული თეორიის ამოცანაა გამოააშკარავოს ყოველდღიური ცხოვრების სოციალური მოქმედებები, აქციოს ისინი ტრანსფარენტულად, კაპიტალისტური სოციალური ფორმის რეპროდუქცია აქციოს ხილვადად.კაპიტალიზმის პირობებში, ყოველდღიური ცხოვრება იმ სახის ურთიერთდაკავშირებული სოციალური მოქმედებებისგან შედგება, რომელიც  ასოციალური კაპიტალისტური ფორმის რეპროდუცირებასა და გაფართოებას ახდენს. სამუშაო დროის გაყიდვა ხელფასად, სამუშაო დროის გადაცვლა საქონელში ( გაყიდვად საქონელში) მატერიალური და არამატერიალური სამომხმარებლო საგნების მოხმარება, აქტივობები , რომლებითაც ხასიათდება ყოველდღიური ცხოვრება კაპიტალიზმის პირობებში, არ არის ადამიანური ბუნების მანიფესტაცია, ისინი თავსმოხვეულია ადამიანზე იმ ძალების მიერ, რომელიც მის კონტროლს მიღმა იმყოფება.თუ დავუშვებთ, რომ ადამიანი თავისი ბუნებითშესაძლოა იყოს, როგორც არაგამჭრიახი ტომის წევრი, ასევე გამჭრიახი ბიზნესმენი, მორჩილი მონა და ამაყი ოსტატი, დამოუკიდებელი მონადირე და დამოკიდებული ხელფასის-გამომმუშავებელი, მაშინ ადამიანის ბუნების ცნება ცარიელი ცნებაა ან ადამიანის ბუნება დამოკიდებულია მატერიალურ და ისტორიულ პირობებზე და ფაქტობრივად ეს არის პასუხი ამ პირობებზე.

გაუცხოება სიცოცხლის სამყაროსთან

კაპიტალისტურ საზოგადოებაში, შემოქმედებითი აქტივობა სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებას გავს, ადამიანების მოქმედებების შედეგები სამომხმარებლო საქონლის სახეს იღებს. საბაზროობა ან გაყიდვადობა ყველა პრაქტიკული აქტივობისა და პროდუქტის უნივერსალური მახასიათებელია. გადარჩენისათვის აუცილებელ, ადამიანების აქტივობის პროდუქტებს, გაყიდვადი საქონლის სახე აქვს: ისინი მხოლოდ ფულადი გაცვლის შედეგადაა ხელმისაწვდომი. ფული კი მხოლოდ სამომხმარებლო საქონლის გაცვლის შედეგადაა ხელმისაწვდომი. თუ ადამიანთა დიდი რაოდენობა ლეგიტიმაციას მიანიჭებს ამ შეთანხმებებს, თუ ისინი გაიზიარებენ, რომ სამომხმარებლო საქონელი ფულის წინაპირობაა და ფული კი გადარჩენის წინაპირობა, მანკიერ წრეში აღმოჩნდებიან. მას შემდეგ, რაც მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის მატერიალური ან არამატერიალური სამომხამრებლო საქონელი, ერთადერთი გამოსავალი ამ წრიდან ის არის, რომ საკუთარი თავი მიიჩნიონ სამომხმარებლო საქონლად. ეს არის ”გამოსავალი,” რომელსაც ადამიანები საკუთარ თავს ახვევენ, სპეციფიკურ მატერიალურ და ისტორიულ პირობებში. ადამიანები საკუთარ სხეულებს ან სხეულის ნაწილებს არ ცვლიან ფულზე. ისინი მათი ცხოვრების შინაარს, მათ პრაქტიკულ ყოველდღიურ აქტივობას ცვლიან ფულზე.როგორც კი ადამიანები ფულს საკუთარი ცხოვრების ეკვივალენტად მიიჩნევენ, სასიცოცხლო აქტივობების გაყიდვა მათი ფიზიკური და სოციალური გადარჩენის პირობად გადაიქცევა. ცხოვრება გადაცვლილია გადარჩენაზე. შემოქმედებითობა ნიშნავს ადამიანის გაყიდვად სოციალურ მოქმედებას. ადამიანის აქტივობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა საზოგადოებისათვის გამოსადეგად, თუ ის გაყიდვადია. ადამიანები საზოგადოების პროდუქტიულ წევრებად, მხოლოდ მაშინ მიიჩნევიან, როცა მათი ყოველდღიური ცხოვრების აქტივობები გაყიდვადია. როგორც კი ადამიანი მიიღებს გაცვლის ამ წინაპირობებს, ყოველდღიური სოციალური მოქმედებები უნივერსალური პროსტიტუციის სახეს იძენს. გაყიდვადი აქტივობა შრომად ტრანსფორმირდება ანუ შრომის სახეს იძენს. შრომა არის ადამიანური აქტივობის ისტორიულად სპეციფიკური ფორმა, – აბსტრაქტული აქტივობა, რომელსაც მხოლოდ ერთი თვისება აქვს : ის საბაზროა, ის შესაძლებელია გაიყიდოს მოცემული რაოდენობის ფულზე. შრომა არის ინდიფერენტული აქტივობა: ინდიფერენტული კონკრეტულ ამოცანასთან მიმართებით, რომელთან მიმართაც სრულდება და ინდიფერენტული კონკრეტულ სუბიექტთან მიმართებით, რომელსაც საკუთრივ მიემართება .მიწისთხრა, ქარგვა და ბეჭდვა არის განსხვავებული აქტივობები, მაგრამ სამივე მათგანი არის შრომა კაპიტალისტურ საზოგადოებაში. შრომა მარტივად რომ ვთქვათ, ფულის გამომუშავებაა. ცხოვრება იქცევა გადარჩენის საშუალებად. ეს ირონიული შენიშვნა არ არის წარმოსახვითი ნოველის დრამატული ბოლო, ეს არის ყოველდღიური ცხოვრების ფაქტი კაპიტალისტურ საზოგადოებაში. გადარჩენა, საკუთრივ თვით-გადარჩენა და კვლავწარმოება არ არის ყოველდღიური შემოქმედებითი საქმიანობა, არამედ გაყიდვადი აქტივობაა, – მტკივნეული აუცილებლობა გადარჩენისათვის, შრომა თვითგადარჩენისა და კვლავწარმოების საშუალებაა.გაყიდვის მეშვეობით ადამიანის შრომა სხვის საკუთრებად იქცევა, სხვისი კონტროლის ქვეშ ექცევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის აქტივობა იქცევა სხვის აქტივობად, მისი მფლობელის აქტივობად, ის ხდება გაუცხოებული იმ ადამიანისათვის, რომელიც მას ასრულებს. შრომა მტკივნეული მდგომარეობაა გადარჩენისათვის და ის გაუცხოებულ მოქმედებებად იქცევა, მოქმედებებად რომლებიც შესრულებულია შრომის მყიდველის მიერ. კაპიტალისტურ საზოგადოებაში არქიტექტორები, ინჟინერები და მუშები არ არიან მშენებლები, არამედ მშენებელი არის ის ვინც ყიდულობს მთ შრომას. მათი პროექტები, გამოთვლები და მოტივები უცხოა მყიდველისთვის. მათი სასიცოცხლო აქტივობები, მათი მონაპოვარი, მყიდველისაა.აკადემიური სოციოლოგები, რომლებიც შრომის გაყიდვადობას თავისთავადნაგულისხმევად მიიჩნევენ, შრომის ამ გაუცხოებას ხსნიან, როგორც გრძნობას: „მუშების აქტივობა ჩანს გაუცხოებული მუშებისათვის,“ ჩანს, რომ ის კონტროლდება სხვის მიერ. თუმცა, ყველა მუშას შეუძლია აუხსნას აკადემიურ სოციოლოგს, რომ გაუცხოება არ არის მხოლოდ გრძნობა ან აკვიატება მუშის თავში, ეს არის რეალური ფაქტი მუშის ყოველდღიურ ცხოვრებაში. გაყიდვადი აქტივობა გაუცხოებულია მუშისათვის; მისი შრომა სინამდვილეში კონტროლდება მყიდველის მიერ.მისი გაყიდვადი აქტივობის გაცვლით, მუშა იღებს ფულს- კაპიტალისტურ საზოგადოებაში. გადარჩენის კონვენციურად მიღებულ საშუალებას. ამ ფულით მას შეუძლია იყიდოს სამომხმარებლო საქონელი, ნივთები, მაგრამ მას არ შეუძლია უკან იყიდოს მისი ცხოვრება. ეს წარმოაჩენს, რომ ფული არ არის უნივერსალური ეკვივალენტი. ადამიანს შეუძლია გაყიდოს სამომხმარებლო საქონელი ფულად და იყიდოს იგივე საქონელი ფულით. მას შეუძლია გაყიდოს სასიცოცხლო აქტივობები ფულზე, მაგრამ მას არ შეუძლია იყიდოს სიცოცხლე ფულით.ის ნივთები რომელსაც მუშა ხელფასით ყიდულობს უპირველეს ყოვლისა სამომხმარებლო საქონელია, რომელიც აძლევს მას საშუალებას, გადარჩეს, კვლავაწარმოოს მისი შრომა და გააგრძელოს შრომის გაყიდვა. ის მოიხმარს და აღტაცდება ადამიანური აქტივობის პროდუქტებით პასიურად. ის არ არსებობს სამყაროში, როგორც აქტიური აგენტი, რომელიც ახდენს გარესამყაროს ტრანსფორმირებას, არამედ უმწეო, იმპოტენტი მაყურებელია. ის შესაძლოა მის მდგომარეობას უწოდებდეს უძალაუფლებო აღტაცებას და მაშინ როცა, შრომა მტკივნეულია, მან შესაძლოა მოისურვოს რომ იყოს „ბედნიერი“ , სახელდობრ პასიური მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში (მდგომარეობა რომელიც მკვდარშობილად დაბადებას გავს) სამომხმარებლო საქონელი, მოიხმარს თავად მას, ის სასიცოცხლო ენერგიას პასიურ აღტაცებაში ხარჯავს; ის მოხმარებულია საგნების მიერ. ამ გაგებით რაც უფრო მეტი აქვს მას მით უფრო ნაკლებია ის. ინდივიდს შეუძლია დაძლიოს სიკვდილი სიცოცხლეში მარგინალური შემოქმედებითი აქტივობით; მაგრამ მოსახლეობას არ შეუძლია- პრაქტიკული აქტივობის კაპიტალისტური ფორმისა და სახელფასო შრომის გაუქმების, ასევე შემოქმედებითი აქტივობის გაუცხოების დაძლევის გარეშე.




[1] სოციალური ფაქტი – სოციალური ფაქტი არის ქმედებათა ყოველი წესი, _ მდგადიან არა მდგრადირომელსაც ძალუძს მოახდინოს ინდივიდზე გავლენა გარე იძულებისსაშუალებით ან სხვაგვარადრაც გავრცელებულია მოცემული საზოგადოების მთელსივრცეზე და იმავდროულად გააჩნია საკუთარითავისივე ინდივიდუალურიგამოვლინებებისგან დამოუკიდებელი არსებობა. ემილ დიურკჰაიმი.
[2] სოციალური მოქმედება -მოქმედებად უნდა იწოდოს ადამიანის ქცევამაგრამსოციალური მოქმედება უნდა ეწოდოს ისეთსრომელიც  მოქმედის ან  მოქმედდთამიერ ნაგულიხმევი სუბიექტური საზრისის მიხედვით მიმართულიამიპყრობილიასხვათა მოქმედებებზე, მაქს ვებერი.
[3] ჯეიმს  ვუდვორდი, წერს რომ როდესაც   არსებობის მატერიალური პირობები იცვლება, ეს ცვლილებები   კულტურაშიც აისახება, თუმცა  არ ხდება  მათი  სინქრონიზება მატერიალური ცხოვრების ცვლილებებთა და  სწორედ ეს    ”დაყოვნება” არის   ”კულტურული ჩამორჩენა .” Woodard, James W. “Critical Notes on the Culture Lag Concept.” Social Forces 12.3 (Mar. 1934): 388-398. SocINDEX with Full Text. EBSCO. Langsdale Library, Baltimore, MD. 30 Sep. 2009.



სასაქონლო ფეტიშიზმი
                              


საკუთარი გაუცხოვებული აქტივობებით და მათი საქონელში განსხეულებით, ადამიანური შრომის მატერიალურ სათავსში გადატანით ხალხი რეპროდუცირებს საკუთარ თავს და ქმნის კაპიტალს. კაპატიალისტური იდეოლოგიის თვალსაწიერიდან, კონკრეტულად კი აკადემიური ეკონომიკის მიხედვით ეს განცხადება არასწორია; საქონელი არაა მხოლოდ შრომის პროდუქტი; ისინი წარმოებულია პირველადი  „წარმოების „ფაქტორებით,“ – მიწა, შრომა და კაპიტალი, კაპიტალიზმის წმინდა სამებით, და ძირითად ფაქტორად აქ ჩვენი გმირი კაპიტალი გვევლინება.
ამ ამაღლებული სამების დანიშნულება ანალიზი არაა, როგორც ექპერტებს არ უხდიან ანალიზში. ისინი ანაზღაურებას იღებენ იმაში, რომ დაფარონ კაპიტალიზმში არსებული ყოვედღიური პრაქტიკული აქტივობის სოციალური ფორმა, დაფარონ ის, რომ მწარმოებლები რეპროდუცირებენ საკუთარ თავებს, მათ ექპლუატატორებს და ინსტრუმენტებს, რომლებითაც ისინი არიან ექპლუატირებულები. სამების ფორმულა არცთუ ისე დამაჯერებელია. აშკარაა, რომ მიწა უფრო მეტად საქონელმწარმოებელი არაა ვიდრე მზე, ჰაერი ან წყალი. კაპიტალი, რომელიც ერთდროულად სახელია სოციალური ურთიერთობების მუშებსა და კაპიტალისტებს შორის, იმ წარმოების საშუალებებისა რომლებიც კაპიტალისტების ხელშია , ასევე მისი საშუალებების ფული–ექვილვალენტის და არამატერიალური საქონლის, არ ქმნნის არაფერს გარდა სიტვათა რახარუხისა რომლებიც აკადემიური ეკონომისტების დამსახურებნით იძენენ ბეჭდურობისთვის შესატყვის ფორმას. წარმოების საშუალებები, რომლებიც ერთი კაპიტალისტის საკუთრებას (კაპიტალს წარმოადგენს) წარმოების პრიმორდიალური საშუალებაა თუკი ერთი იზოლირებული კაპიტალისტური ფირმის თვალსაწიერიდან შევხედავთ, ხოლო მთელი ეკონომიკური სისტემის თვალსაწიერიდან კი ნათლად ჩანს, რომ ერთი კაპიტალისტის საკუთრება (კაპიტალი) სინამდვილეში არის „სათავსო“ იმ შრომისა, რომელიც მეორე კაპიტალისთვის გაუცხოებულია. თუმცა, ეს სამწევრიანი ფორმულა არ არის დამაჯერებელი, ის „ცნობიერების დარღვევის“ ფუნქციას ასრულებს საკითხის შემდეგნაირად გადანაცვლებით: ნაცვლად იმისა რომ დასვას კითხვა, კაპიტალიზმის პირობებში თუ რატომ იღებს ადამიანების აქტივობები სახელფასო შრომის სახეს, ანალიტიკოსები გადაიქცნენ „კაბინეტის-მარქსისტებად“ რომლებიც სვამენ კითხვას, არის თუ არა შრომა წარმოების ერთადერთი საშუალება.

  
მგვარად ეკონომიკა (და ზოგადად კაპიტალისტური იდეოლოგია)  მიწას, ფულს და შრომის ნაწარმს მიიჩნევს საგნებად, რომელთაც გააჩნიათ ძალა აწარმოონ , შექმნან ღირებულება, იმუშავონ საკუთარი მესაკუთრეებისთვის, გარდაქმნაან სამყარო. ამას მარქსმა ფეტიშიზმი უწოდა, რაც დამახასიათებელია ადამიანების ყოველდღიურ შეხედულებებისთვის და გადაზრდილია ეკონომიკური დოგმის დონეზე. ეკონომისტისთვის ცოცხალი ადამიანები საგნებს წარმოადგენენ („საწარმოო საშუალებებს“) და საგნები ცოცხლობს ( „ფული მუშაობს“ „კაპიტალი აწამოებს“)ფეტიშის თაყვანისმცემელი საკუთარი მოქმედების პროდუქტს ფეტიშს მიაწერს. საბოლოო ჯამში ის წყვეტს საკუთარი ძალის რეალიზებას ( ბუნების ტრანსფორმაციის ძალამ ძალა განსაზღვრო ყოველდღიური ცხოვრების ფორმა და შინაარსი) .ის იყენებს მხოლოდ იმ ძალას რომელიც მიეწერება მის ფეტიშს (საქონლის ყიდვის“ძალა“). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ფეტიშისტი საკთარი თავის კასტრაციას ახდენს და საკუთარ სასიცოცხლო ძალას გადასცემ საკუთარ ფეტიშს.მაგრამ, ფეტიში მკვდარი საგანია, ის არაა ცოცხალი არსება, მას არ გააჩნია სიცოცხლის ძალა. ფეტიში ეს მხოლოდ საგანია, რომლისთვისაც და რისი მეშვეობითაც კაპიტალისტური ურთიერთობები მყარდება. კაპიტალის მისტიური „ძალა“  აწარმოოს, მისი საციცოხლო ძალა, თავის თავში კიარ არსებობს არამედ გამოხატულია იმ ფაქტში, რომ ადამიანები გაუცხოვებულები არიან თავიანთ შემოქმედებითი აქტივობისგან, იმასი რომ ისინი ყიდიან საკუთარ შრომას კაპიტალისტებს, თავიანთ აქტივობას კაპიტალის აქტივობას მიაკუთვნებენ, და საკუთარ პროდუქტებს კაპიტალის პროდუქტად მოაზრებენ. შემქომედებითი ძალის კაპიტალისთვის მიწერით , ისინი უარს ამბობენ საკთარ ცოცხალ მოქმედებაზე, საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაზე კაპიტალისთვის, რაც ნიშნავს რომ ხალხი ყოველდღიურად აძლევს საკუთარ თავს პერსონიფიცირებულ კაპიტალს – კაპიტალისტს.საკუთარი შრომის გაყიდვით, საკუთარი ქატივობის გაუცხოვებით, ხალხი ყოველდღიურად კვლავაწარმოებს  კაპიტალიზმში არსებული აქტივობების დომინანტურ პერსონიფიკაციებს. ისინი რეპროდუცირებენ დაქირავებულ მუშას  და კაპიტალისტს. ისინი არა მხოლოდ ფიზიკურ კვლვაწარმებას ეწევიან არამედ სოციალურსაც; ისინი ეწევიან ინდივიდებს, რომლებიც სამუშაო ძალის გამყიდველები არიან და ინდივიდებს რომლებიც, ფლობენ საწარმოო საშუალებებს.  საბოლოოდ, კვლავწარმოებულია როგორც ინდივიდები, ისე სპეციფიური აქტივობები,  როგორც გაყიდვა ისე ფლობა, საკუთრება.  



გაგრძელება იქნება...
წყარო/ Source:
Fredy Perlman
The Reproduction of Daily   Life
1969
Retriwed on February 12th, 2009 from spunk. org




No comments:

Post a Comment

Printfriendly