მასობრივი მუშა და სოციალური კაპიტალი სილვია ფრედერიჩი და მარიო მონტანო

სილვია ფრედერიჩი
 1                           
მეოცე საუკუნის პირველი დეკადიდან 1926 წლის ინგლისის საკონტროლო გაფიცვამდე ყალიბდება კლასობრივი ბრძოლის სრულიად ახალი სტრატეგია: მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმს განვითარებულ და ჩამორჩენილ ქვეყნებში ფუნდამენტური წინააღმდეგობები ახასიათებს და შემოიფარგლება ორგანიზაციის სახელმწიფოებრივი ფორმებით, მუშათა კლასის პოლიტიკური ავტონომია და დამოუკიდებლობა ინტერნაციონალურ განზომილებაში გადადის. პირველად, კაპიტალი საერთაშორისო პროლეტარიატის წინაშე აღმოჩნდება. უხეშად რომ ვთქვათ პირველი ინტერნაციონალური ციკლი  1904–1906  წლებია, ეს არის მასობრივი გაფიცვების ციკლი რომელიც გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებებში და აჯანყებებში. რუსეთში ის იწყება 1904 წლის პუტილოვის მუშების გაფივებიდან და ვითარდება 1905 წლის რევოლუციაში. პირველი საერთო გაფიცვა იტალიაში 1904 წელს შედგაგერმანიაში 1905 წლის რურის მეშახტეები სპონტანური გაიფცვა,8 საათიანი სამუშაო დღის საკითხზე. 1906 წლის ჰამბრუგის საყოველთაო გაფიცვა წინ უძღვის კლასობრივ ტალღას, რომელიც გარდაისახება საშუალო ფირმების უდიდეს ქსელში. ამერიკის შეერთებულ შტატებში  მეშახტეების 1901 წლის და 1904 წლის გაფიცვები. მსოფლიოს ინდუსტრიულ მუშათა კავშირის (IWW) ჩამოყალიბება 1905 წელს რომელიც თითქოს წინასწარ გრძნობს მოსალოდნელი ბრძოლის დასაწყისს.
პუტილოვის მუშები.

2
მეორე ციკლი იწყება 1911 წლიდან : ჩვენ ხვედავთ იგივე ავანგარდს რომელიც, იწყებს ბრძოლას ; ამერიკაში ავანგარდს  დასავლეთ ვირჯინიის მაღაროელი მუშები, ჰერიმანის ვაგზლის მუშები და ლორენსის  ფეიქრები წარმოადგენენ; რუსეთში 1912 წლის "ლენას  ოქროს" მაღაროელები; გერმანიაში ისინი რურის  1912
წლის მასიური გაფიცვების მონაწილე მუშები არიან . პირველი მსოფლიო ომი ამერიკაში წარმოადგენს კლასობრივი ბრძოლის ფართო განვითარებას  (1,204 გაფიცვა 1914 წელს; 1593 გაფიცვა 1915 წელს, 3,789 გაფიცვა 1916 წელს; და 4,450 1917 წელს). ნაციონალური შრომის საბჭო აღწევს რიგ გამარჯვებებს : კოლექტიურ მოლაპარაკებებს, თანაბარ ხელფასს ქალებისთვის, გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს.  ეს  მოვლენები ამავდროულად საფუძველს უყრის მესამე ინტერნაციონალურ ციკლს

რულის გაფიცვა
მას შემდეგ რაც ომმა წარმოშვა ზუსტი წარმოება, ელექტრონული მანქანები, ოპტიკა და წარმოების სხვა სფეროები გაიზარდა მაღალ კვალიფიკაციური მშრომელების სექტორი გერმანიაში და ყველგან. ეს ის მუშები არიან, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს საბჭოებს გერმანიის რევოლუციის დროს, ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკას და იტალიის ქარხნების ოკუპაციას 1919 წელს. 1919 წლისთვის ამერიკაში, სიეტლის საყოველთაო გაფიცვაზე მობილიზებულია 4,160,000 მუშა (რაც მთლიანი სამუშაო  სამუშაო ძალის 20.2% შეადგენდა). ბრძოლის ინტერნაციონალურ ბრუნვაში უსუსტესი რგოლი რუსეთი, იწყებს გარღვევას. აპიტალისტური კოშმარი ცხადდება : მუშათა კლასის ინიციატივა აარსებს "მუშათა სახელმწიფოს" .  კლასი რომელმაც პირველად პოლიტიკურ არენაზე 1848 წელს გამოცხადდა და რომელმაც  შეიგნო პოლიტიკური ორგანიზაციის საჭიროება პარიზის კომუნაში დამარცხების შემდეგ ახლა ინტერნაციონალური გზით მიიწევდა.  საქარხნო ექპლუატაციით დანაწევრებული  , ერთგვარი საქონელი, პასიურ, სამუშაო ძალა ახლა ამოქმედდა როგორც ინტერნაციონალური პოლიტიკური აქტორი,როგორც მუშათა პოლიტიკური კლასი

3.
  ამ სამი ციკლის განსაკუთრებული პოლიტიკური მახასიათებლები ეფუძნება მათი ცირკულაციის დინამიკას. ბრძოლა იწყება კლასის ავანგარდიდან , შემდეგ ვრცელდება კლასსზე და ვითარდება, როგორც მასიური მოქმედება. ბრძოლის კლასობრივი ცირკულაცია მიყვება იმ კლასობრივ კომპოზიციას რომელიც ჭარბობს ამ წლებში. ეს კომპოზიცია შედგება სექტორების დიდი ქსელითმრავალფეროვანი ხარისხის განვითარებით, განსხვავებული ეკონომიკური წონით და სხვადასხვა დონის გამოცდილებით თუ უნარებითდიდი დაშორებები , რომელიც ახასიათებს კლასობრივ კომპოზიციას  ( დიქოტომია კვალიფიკაციურ  "მშრომელ არისტოკრატიასა" და არაკვალიფიკაციური მშრომელების მასის შორის ამის ერთ-ერთი მკვეთრი მაგალითია) აუცილებელს ხდის კლასის ავანგარდს არსებობას როგორც პოლიტიკურ ისე ორგანიზაციულ ღერძადავანგარდსა და პროლეტარული მასას შორის ალიანსით თანდათანობით იძლევა დაშორება და მიიღწევა ბრძოლის მასობრივი დონე. მუშათა კლასის პოლიტიკური რე-კომპოზიცია დაფუძნებულია თავის წარმოებით სტრუქტურაზე, სამუშაო ძალის მატერიალურ არტიკულაციაზე.

4
ამ წლების მუშათა კლასის ორგანიზაციული ექპერიმენტები აუცილებლობის ძალითაა გადაბმული სპეციფიურ კლასობრივ კომპოზიციაზე. ასეთი შემთხვევაა ბოლშევიკური ავანგარდული პარტიის მოდელი. ეს არის კლასობრივი ცნობიერების პოლიტიკა , რომელიცგარედან’  ცდილობს მთელი მუშათა კლასის რეკომპოზიციას, მისი განვითარებული სექტორის მოთხოვნების გარშემო. მისმა, „ალიანსის პოლიტიკამ" უნდა გაამყაროს კავშირი მოწინავე მუშებსა და მასებს შორისასეთივე შემთხვევაა საბჭოების მოდელი, რომლის მისწრაფება წარმოების თვითმართველობისკენ, არსებითად ესაზღვრება კვალიფიკაციურ მუშას (ეს არის მშრომელი რომელსაც გააჩნია უნიკალური, ფიქსირებული და სახასიათო მიმართება   იარაღებთან და მანქანებთან, მუშა რომლის მტკიცე თვითიდენტიფიკაციაამწარმოებელი"). კონკრეტულად გერმანიაში , სადაც სამანქანო (Machine Tool Industry) წარმოება განვითარდა ექკლუზიურად მუშის განსაკუთრებული უნარების ბაზისზე , საბჭოებისმენეჯერიალური" იდეოლოგია ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა.


5. 
საბჭოებთან ერთადკლასობრივი ცნობიერება" ყველაზე ნათლად გამოხატულია, როგორცმწარმოებლის" ცნობიერება. საბჭო მუშათა კლასის ორგანიზებას არ აკეთებს ბრძოლის პოლიტიკური პროგრამის ბაზისზე. საბჭოს სტრუქტურა გუნდის, საამქროს და ქრხნის მეშვეობით კვლავაწარმოებს  კაპტიალისტურ შრომის ორგანიზაციას და რაზმავს მუშებს საკუთარი მწარმოებლური როლის გარშემო, როგორც სამუშო ძალას, მწარმოებელს.



გაგრძელება იქნება

No comments:

Post a Comment

Printfriendly