სივრცის აღქმა როგორც პოლიტიკური აუცილებლობა . ლევან ასაბაშვილი


თუ თვალს გადავავლებთ სივრცითი ორგანიზების პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნა პოსტ-საბჭოთა საქართველოში, დავინახავთ რომ სირთულე ნაწილობრივ მომდინარეობს საზოგადოების მხრიდან სივრცის ზედაპირული ხედვიდან და გარდამავალ ხანაში მისი მნიშვნელობის არასწორად შეფასებიდან. თემა, რომელსაც გთავაზობთ ძალიან ფართეა და საჭიროებს დაბეჯითებით შესწავლას და გაანალიზებას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება, რომელიც ამ საკითხის გარშემო გამაჩნია.

ისტორიის მანძილზე სივრცე ყოველთვის იყო ფილოსოფიური მსჯელობის საგანი. სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობები მას განიხილავდნენ განსხვავებული თეორიული პერსპექტივებიდან. ანრი ლეფევრი (1901-1991) იმ პირველ მოაზროვნეთაგანი იყო რომელიც შეეცადა სივრცის იდეის გათავისულებას განყენებული ფილოსოფიური ჩარჩოებისგან. მან უარყო ტრადიციული ფილოსოფიისგან მემკვიდრეობით მიღებული და მის თანადროულ მოაზროვნეთა (დერიდა, ბართი, ფუკო) ნაშრომებში დამუშავებული ”ფილოსოფიური” ანუ ”მენტალური” სივრცის იდეა და აჩვენა მისი ყოველდღიური რეალობისგან გაუცხოვების ტენდენცია. თავის ერთ ერთ ყველაზე გავლენიან და რადიკალურ ნაშრომში ”სივრცის პროდუქცია” მან წარმოაჩინა სივრცე, როგორც სოციალური პროდუქტი. იგი შეეცადა საფუძველი ჩაეყარა სივრცითი მეცნიერებისთვის, რომელიც თავს მოუყრიდა დომინანტური კულტურის მიერ სხვადასხვა დარგებად იზოლირებულ ცოდნას და ერთიანი თეორიის (unitary theory) საფუძველზე შეძლებდა სოციალური სივრცის პერსპექტივიდან ამ სივრცის შემქმნელი საზოგადოების ანალიზს. ამასთან ერთად მან აჩვენა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების, მისთვის დამახასიათებელი წარმოების მეთოდების და მის მიერ წარმოებული სივრცის მჭიდრო ურთიერთკავშირი და განსაზღვრა მათი ურთიერთქმედების თეორიული საფუძვლები.

სხვადასხვა მკვლევარების მიერ ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილებიდან ნათელია, რომ სოციალური სივრცის აღქმა შეუძლებელია მისი შემადგენელი სხვადასხვა ნაწილების განყენებულად კვლევით. ჩანს რომ თუ გვინდა ჩავწვდეთ სივრცისთვის მახასიათებელ კომპლექსურ ბუნებას აუცილებელია გარკვეული მთლიანობის ხედვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ”მეტანარატივის” არსებობა. ეს დაგვეხმარებოდა ერთიანობაში მოგვექცია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები, მათთვის დამახასიათებელი სივრცით-დროით ჩარჩოებთან ერთად და გავყოლოდით სოციალური სივრცის პროდუქციის თანმიმდევრულ თეორიულ ხაზს. ასეთი ერთიანი მეთოდით ჩატარებული ანალიზი დაგვეხმარებოდაა დაგვენახა პროცესები სივრცის ფორმალური სახის მიღმა და გაგვეხსნა დისკურსი არა მხოლოდ მისი ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, არამედ მისი მაფორმირებელი ლატენტური პროცესების გარშემო, გვემსჯელა იმის შესახებ, თუ როგორი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე ამ ორი მხარის ურთიერთქმედებას.

მაშ ასე, რა არის ის ძალები რაც აყალიბებს სოციალურ სივრცეს, როგორც მთლიანობას? თუ მოკლედ გადავხედავთ ისტორიულ განვითარებას, დავინახავთ რომ მომთაბარე ტომების ერთ ადგილას დასახლებას უმთავრესად პროდუქციის პროცესი განაპირობებდა, რაც გულისხმობდა ნოყიერ ან ბუნებრივი რესურსებით მდიდარ მიწებზე ხანგრძლივი დროით დასახლების აუცილებლობას. პროდუქტების აკუმულირებამ და თემებს შორის გაცვლა-გამოცვლამ ან მათ შორის რესურსების ძალადობრივმა მითვისებამ მმართველი კლასების წარმოქმნა გამოიწვია, რომლებიც მალე წარმოების საშუალებებს და სამხედრო ძალაუფლებასაც დაეპატრონენ. დროთა განმავლობაში ასეთ სივრცეებში მოსახლეობის და დოვლათის აკუმულაცია დაჩქარდა, რამაც პირველი ურბანული ფორმები წარმოშვა. დომინანტური წარმოების ფორმები და წარმოებითი ურთიერთობები განსაზღვრავდენენ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესებს, რომლთაც თავის მხრივ პირდაპირი გავლენა ჰქონდათ საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების და შრომის სივრცით ორგანიზაციაზე. მეორეს მხრივ, ამა თუ იმ საზოგადოების სპეციფიკური სივრცითი სტრუქტურა ყოველთვის ემსახურებოდა მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთკავშირი უფრო და უფრო კომპლექსური გახდა, წარმოების ფორმების ცვლა სოციო-სივრცითი ფორმების რე-ორგანიზაციასაც განაპირობებდა.

ამ მოკლე და ზედაპირული მიმოხილვიდანაც კი ჩანს რომ სივრცე საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების სამ განზომილებიანი გამოსახულებაა. როგორც ვიცით, ეს პროცესები დინამიურია და დროში ცვალებადი, აქედან გამომდინარე შეუძლებელია სივრცის, როგორც განყენებული, სტატიკური ობიექტის დანახვა. პირიქით, ის უნდა იქნეს აღქმული, როგორც განგრძობითი პროცესი, მჭიდროდ დაკავშირებული იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოსთან, სადაც ის იქმნება. კიდევ ერთი მარტივი მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ოჯახის ძირითადი სივრცითი ჩარჩო - საცხოვრებელი სახლი, რომლის სივრცეც პროცესებთან მიმართებაში უწყვეტ მოდიფიკაციას განიცდის. თუ დავაკვირდებით სოფლად არსებულ საგვარეულო სახლებს, დავინახავთ თუ როგორ იცვლებიან ისინი ოჯახის ზრდასთან ერთად, იყოფიან ძმათა გაყრის შემდეგ, ცვლიან სამეურნეო სივრცეებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ფორმებისა და საშუალებების ცვლასთან ერთად, იღებენ დომინანტური კულტურის გავლენებს და ა.შ.



სივრცის სწორი ანალიზისთვის ასევე მნიშვნელოვანია ანთროპოლოგ დევიდ ჰარვის მიერ ანრი ლეფევრის მსგავს თეორიაზე დაყრდნობით განვითარებული სივრცის სამმაგი ხედვა. თავის წიგნში ”გლობალური კაპიტალიზმის სივრცეები” იგი სივრცეს ყოფს სამ კონცეპტუალურ ჩარჩოდ აბსოლუტური (absolute), ფარდობითი (relative), და ასოციაციური (relational) და განმარტავს მათ შემდეგნაირად:

1. აბსოლუტური არის ფიზიკური სივრცე, რაც იზომება და იწონება, როგორიცაა მიწა, შენობები, ოთახები და ასე შემდეგ. აბსოლუტური სივრცის, აღქმა, გაზომვა და კონტროლი იოლია მისი ბუნებიდან გამომდინარე.

2. ფარდობითი არის სივრცე, სადაც აბსოლუტურ სივრცეში მოცემული დისტანციები ფარდობითია. ეს არის მოძრაობის სივრცე, სადაც მანძილი იზომება ცირკულაციისთვის საჭირო ენერგიით და დროით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ფარდობით სივრცეში, რამდენადაც ის დაკავშირებულია მოძრაობასთან, დროის ფაქტორი დიდ მნიშვნელობას იძენს. ფარდობითი სივრცე ასევე მოიცავს რუკებს და სივრცის სხვა სახის რეპრეზენტაციებს, რომლებიც მას ფარდობით პირობებში გამოხატავენ. ფარდობითობის მიუხედავად ამ სივრცის გაზომვა და კონტროლი კვლავ შესაძლებელია და დამოკიდებულია სპეციფიკურ წესებზე.

3. ასოციაციური სივრცის ასახსნელად ავტორს მოყავს ლაიბნიცის ფორმულირება, რომ პროცესები არ ხდება სივრცეში, არამედ განსაზღვრავს საკუთარ სივრცით ჩარჩოებს. ასოციაციური სივრცე დაკავშირებულია პოლიტიკასთან და სიმბოლოებთან, მოგონებებთან და გრძნობებთან და მათი გარემოზე ზემოქმედების შედეგებთან. აქედან გამომდინარე მისი გაზომვა და კონტროლი რთულდება. მაგალითად ჰარვის მოყავს ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილი ორი შენობის ტერიტორია და მისი თავიდან დაგეგმარების საქმეში არსებული წინააღმდეგობა, სადაც უძრავი ქონების დეველოპერებს მაქსიმალური მატერიალური სარგებლის ნახვა უნდათ, ხოლო საზოგადოებას 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების გამო ამ ადგილთან სხვა გრძნობები და მოგონებები აკავშირებს და მაშასადამე განსხვავებული მოთხოვნები აქვს.

ათი არამოკრძალებული მცნება, მაიკ დევისი




Ten Immodest Commandments
ათი არამოკრძალებული მცნება

მაიკ დევისი (დაბ 1946)
ამერიკელი მარქსისტი სოცილური კომენტატორი, ურბანისტი, ისტორიკოსი და პოლიტიკური აქტივისტი.
 თარგმანი რუსუდან მირზიკაშვილი
ნაწყვეტი სტატიიდან ათი არამოკრძალებული მცნება

...1. კატეგორიულად საჭიროა ორგანიზება ან უფრო სხვების თვით-ორგანიზების ხელშეწყობა. კატალიზატორი კარგია მაგრამ ორგანიზება უკეთესია.

2. ლიდერობა უნდა იყოს დროებითი და უნდა ექვემდებარებოდეს უკან გაწვევას. კარგი ორგანიზატორის საქმე, როგორც ხშირად აღინიშნებოდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში, არის ორგანიზება ისე, რომ თავად იგი არ გახდეს მუდმივად საჭირო და შეძლოს ამ პოსტის დატოვება.

3. პროტესტანტებმა უნდა დაძლიონ მედიის მუდმივი ტენდენცია მეტონიმიისკენ  - მთლიანის - ნაწილებად, ჯგუფის - ინდივიდუუმებად დანაწევრებისკენ (დაფიქრდი, რამდენად უცნაურია, მაგალითად, რომ გვაქვს „მარტინ ლუთერ კინგის დღე“ და არა „სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დღე“).  წარმომადგენლები რეგულარულად უნდა იცვლებოდნენ და როცა საჭიროა, კვდებოდნენ.

4. იგივე გაფრთხილება ეხება ურთიერთობას მოძრაობასა და იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ, როგორც ორგანიზებული ბლოკი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ორგანული (ავტორი სიტყვა ორგანულს ხმარობს სამხედრო ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული გაგებით: სამხედრო ერთეული, შემდგარი უფრო პატარა დანაყოფებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მას სხვადასხვა ფუნქციით) რევოლუციური მემარცხენე ფრონტის საჭიროებაში, მაგრამ ჯგუფებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ავთენტურობის დაჩემება, თუკი ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ ბრძოლის წარმოებას და არ აქვთ დანარჩენი მონაწილეებისაგან  დაფარული გეგმები.

5. როგორც 1960იანების რთულმა გზამ გვასწავლა, კონსენსუალური (კონსენსუსზე დამყარებული) დემოკრატია არ არის იდენტური თანამონაწილეობითი დემოკრატიისა.  ინტერესთა ჯგუფებისთვის და კომუნებისთვის, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების ფორმამ შესაძლოა შესანიშნავად იმუშაოს, მაგრამ ნებისმიერი ფართო და გრძელვადიანი პროტესტისათვის, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რაიმე ფორმა არსებითია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალურად ფართო და თანასწორი თანამონაწილეობა. ეშმაკი, როგორც ყოველთვის, დეტალებშია: უზრუნველყოფილ უნდა იქნას რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დელეგატის უკან გაწვევა, პოლიტიკური უმცირესობების უფლებები უნდა იყოს ფორმალიზებული, გარანტირებულ უნდა იქნას აფირმატიული რეპრეზენტაცია, და ა.შ. (აფირმატიული რეპრეზენტაცია ნიშნავს პოლიტიკურ წარმომადგენლობას, სადაც გათვალისწინებულია რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ფაქტორები, რათა არ მოხდეს რომელიმე ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფის დისკრიმინაცია). 
ვიცი, ერეტიკოსობაა ამის თქმა, მაგრამ კარგი ანარქისტები, რომელთაც სჯერათ ხალხის თვითმმართველობის და შეთანხმებული ქმედების, ძალიან დააფასებენ რობერტსის „წესრიგის წესი“ (უბრალოდ გამოსადეგი ტექნოლოგია ორგანიზებული დისკუსიებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის).

ინგლისურ ქართული ლექსიკონი ქინდლისთვის


ლექსიკონი არც ისე კარგია მაგრამ ყიდვას ჯობს მაინც უფასოდ გადმოვწეროთ


ენა და პოლიტიკა


ბოლო პერიოდში მოხშირდა ქართველი მემარცხენეებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, კრიტიკა ისმის ყველა მხრიდან — ნეოლიბერალური ფლანგიდან, ტექნოკრატებისგან თუ უბრალოდ აპოლიტიკური ჰუმანისტი ხალხოსანი პირებისგან, რომლებიც მოითხოვენ “უბრალო ხალხთან” “უბრალო ენით” ლაპარაკს. ვეცდები მცირე კომენტარი იმ კრიტიკოსების საპასუხოდ, რომლებიც ცდილობენ მემარცხენე აქტივისტების ენის გამოყენების კრიტიკას, პოლიტ ეკონომიური ტერმინების და სხვადასხვა ფილოსოფიური ცნებების გამოყენებას აცხადებენ, როგორც ელიტისტურ და “ანტი-სახალხო” მოვლენად. ვეცდები ავხსნა თუ რატომაა მათი რეაქციული ანტი-ინტელექტუალიზმი ავტორიტარული აზროვნების გამოვლინება და ელიტის ინტერესების გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული გატარება. ვეცდები ისტორიული მატერიალისტური პოზიციიდან დავამტკიცო რომ ენა და აზროვნება არა კლასობრიფი ფორმაციის გარეთ მყოფი მარადიული კატეგორიებია, არამედ საპირსპიროდ ისტორიულ — სოციალური ნაწარმია და მისი სოციალური გადანაწილება დამოკიდებულია არსებულ სოციალურ ფორმაციაზე, რაც ნიშნავს იმას რომ არსებული დანაწილება ენებს შორის ისტორიულია პირობითია დამოკიდებულია კლასობრივი წინააღმდეგობის დინამიკაზე. ეს ერთგვარი “ანტი-ინტელექტუალიზმი” კვებავს პოპულიზმს და წარმოადგენს არსებული ავტორიტარული წესრიგის იდეოლოგიურ მხარდაჭერას და კვლავწარმოებას.

კარლ მარქსი "ებრაული საკითხისათვის"


ბრუნო ბაუერი."ებრაული საკითხი".ბრაუნშვაიგი,1843.Bruno Bauer. «Die Judenfrage». Braunschweig, 1843.


გერმანელი ებრაელები ეძებენ ემანსიპაციას.როგორ ემანსიპაციას ეძებენ ისინი ? სახელმწიფო-სამოქალაქო,პოლიტიკურ ემანსიპაციას.ბრუნო ბაუერი პასუხობს მათ : არავინ გერმანიაში არ ემანსიპირებულა პოლიტიკურად.ჩვენ თვითონ არ ვართ თავისუფალნი.ჩვენ გერმანელებმა როგორ უნდა გაგანთავისუფლოთ თქვენ ებრაელები ?თქვენ ებრაელები,როგორც ებრაელები ეგოისტები ხართ,როდესაც თქვენ განსაკუთრებულ ემანსიპაციას ითხოვთ თქვენთვის. თქვენ ებრაელებს როგორც გერმანელები,თქვენც უნდა გემუშავათ გერმანიის პოლიტიკური ემანსიპაციისათვის,-ხოლო როგორც ხალხს,ადამიანური ემანსიპაციისათვის.და განსაკუთრებული ტიპი თქვენი შევიწროვების და თქვენი სირცხვილის უნდა იქნას მიღებული თქვენს მიერ და აღქმული არა როგორც გამონაკლისი წესი,არამედ პირიქით როგორც დამტკიცების წესი.თუ თქვენ ებრაელები ითხოვთ უფლებრივ გათანაბრებას გერმანელ ქრისტიანებთან ?ასეთ შემთხვევაში ისინი აღიარებენ მიზანშეწონილად "ქრისტიანულ სახელმწიფოს",შესაბამისად აღიარებენ სისტემის მიერ უნივერსალურ დამონებას.მაშინ რატომ არ მოსწონთ ებრაელებს მათი განსაკუთრებული ბატონობა,თუ ეს განსაკუთრებული ბატონობა მათ მოსწონთ რეალურად ?გერმანელი რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ებრაელის განთავისუფლებით,თუ ებრაელი არ არის დაინტერესებული გერმანელის განთავისუფლებით ?"ქრისტიანულმა სახელმწიფომ" იცის მარტო პრივილეგიები,ებრაელები სარგებლობენ ამ პრივილეგიებით ამ სახელმწიფოში იყვნენ ებრაელები.როგორც ებრაელი,მას აქვს უფლებები,რომელიც არ ააქვთ ქრისტიან გერმანელებს.მაშინ რატომ ეძებენ ისინი იმ უფლებებს რომლებიც მათ არ აქვთ,მაგრამ სარგებლობენ ქრისტიანი გერმანელები ?როდესაც ებრაელები ითხოვენ "ქრისტიანული სახელმწიფოსაგან"ემანსიპირებას,მაშინ ამით ისინი ითხოვენ რომ ქრისტიანულმა სახელმწიფომ უარი თქვას თავის რელიგიაზე.მაგრამ ებრაელები ამბობენ უარს თავიანთ რელიგიაზე ?ასეთ შემთხვევაში ააქვთ ებრაელებს უფლება მოითხოვონ სხვებისაგან რომ სხვებმა უარი თქვან თავიანთ რელიგიაზე ?
"ქრისტიანულ სახელმწიფოს" თავისი არსით არ შეუძლია ებრაელი ხალხის ემანსიპირება;მაგრამ დასძენს ბაუერი :ებრაელსაც არ შეუძლია იქნას ემანსიპირებული.ვიდრე სახელმწიფო რჩება "ქრისტიანული"ხოლო ებრაელი რჩება ებრაელად.მათ არც ებრაელს როგორც ებრაელს და არც გერმანელს როგორც გერმანელს არ შეუძლიათ მისცენ ემანსიპაცია სხვებს,ისევე როგორც მიიღონ სხვებისაგან."ქრისტიანულ სახელმწიფოს"შეუძლია მოექცეს ებრაელს ისე,როგორც ეს დამახასიათებელია "ქრისტიანული სახელმწიფოს"იმანენტური ბუნებისათვის.ესე იგი პრივილეგიის პრინციპით,მისცეს საშუალება იზოლირებულ იქნას სხვებისაგან,რომ ებრაელი იმყოფება ამ იზოლაციით "რელიგიურ წინააღმდეგობაში"დომინირებულ რელიგიასთან.მაგრამ ებრაელს შეუძლია "მარტო" "ებრაულ" დამოკიდებულებაში იმყოფებოდეს "ქრისტიანულ სახელმწიფოსთან" როგორც ერთგვარ "უცხოსთან" წინააღმდეგ რეალური ნაციონალობისადმი,თავისი ქიმერული "ნაციონალურობით" რეალური კანონებისადმი,თავისი ილუზორული კანონით ჩათვალოს რომ მას შეუძლია გაუცხოვდეს და იზოლირებულ იქნას კაცობრიობისაგან.პრინციპულად არ მიიღოს მონაწილეობა ისტორიულ მოძრაობაში,არ ჰქონდეს არავითარი მომავალი და საერთო მომავალ კაცობრიობასთან.ჩათვალოს საკუთარი თავი მარტო ებრაელი ხალხის წევრად,ხოლო ებრაელი ხალხი რჩეულ ერად.ასე რომ თქვენ ებრაელები რის საფუძველზე ითხოვთ ემანსიპაციას გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოსაგან "? თქვენი რელიგიის გამო ? კი მაგრამ ის ხომ სასიკვდილო მტერია გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოსი" ? იქნებ თქვენ ამას ითხოვთ როგორც გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"მოქალაქეები ?კი მაგრამ გერმანულ "ქრისტიანულ სახელმწიფოში" საერთოდ არ არსებობენ გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"მოქალაქეები.იქნებ თქვენ ამას ითხოვთ როგორც გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"ადამიანები ?მაგრამ მაშინ ამ ასპექტში თქვენც არ ხართ "ადამიანები" და არც ისინი არიან "ქრისტიანული სახელმწიფოს"ადამიანები ვისზეც თქვენ აპელირებთ.რადგან არ არსებობს გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"ადამიანები.ბრუნო ბაუერმა,ახლებურად დააყენა ებრაული საკითხი.მას შემდეგ რაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მის მიერ დაყენებული და გადაჭრილი ებრაული საკითხი.ბრუნო ბაუერი კითხულობს:როგორია ებრაელის "თვისებები",რომელიც უნდა იქნას ემანსიპირებული გერმანულ ქრისტიანულ სახელმწიფოში და ქრისტიანული სახელმწიფოსი რომელმაც უნდა მოახდინოს ებრაელის ემანსიპირება ? და ბრუნო ბაუერი პასუხობს კრიტიკით ებრაულ რელიგიას,ის აანალიზებს "რელიგიურ წინააღმდეგობას"იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის,არკვევს არსებით მხარეებს ქრისტიანული სახელმწიფოსი.და ყველაფერ ამას ის აკეთებს დიდი გამბედაობით და აზრის დიდი სიმახვილით.
რა გზით ცდილობს ბაუერი გადაჭრას "ებრაული საკითხი" ?რა დასკვნამდე მიდის ის ამ საკითხში ?ფორმულირება საკითხის,არის მისი გადაწყვეტა.კრიტიკა "ებრაული საკითხის"არის პასუხი "ებრაულ საკითხზე"ამრიგად მისი დასკვნები ასეთია "ებრაულ საკითხთან"დაკავშირებით :ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჯერ ჩვენი თავის "ემანსიპირება"სანამ ჩვენ შევძლებთ სხვების "ემანსიპირებას".ყველაზე რეზისტენტული ფორმა "წინააღმდეგობებისა"ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის არის"რელიგიური წინააღმდეგობები".როგორ უნდა აღმოვფხვრათ ეს"რელიგიური წინააღმდეგობა" ?ამისათვის საჭიროა გავხადოთ ეს "რელიგიური წინააღმდეგობა" "შეუძლებელი".როგორ უნდა გავხადოთ ეს "რელიგიური წინააღმდეგობა" "შეუძლებელი" ?ამისათვის საჭიროა გავანადგუროთ რელიგია.რადგან იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ებრაელი და ქრისტიანი განიხილავენ მათ წინაშე არსებულ რელიგიებს როგორც "განსხვავებულ საფეხურებს ადამიანური სულის განვითარების"როგორც განსხვავებას "გველის კანის"რომელსაც იძრობს თავისი ტანიდან ისტორია და ადამიანს განიხილავენ როგორც "გველს"რომელიც კანს იძრობს.ამ მომენტიდან ვარაუდობს ბაუერი,ებრაელი და ქრისტიანი "იმყოფება"არა რელიგიურ,არამედ კრიტიკულ "მეცნიერულ"ადამიანურ ურთიერთდამოკიდებულებაში."მეცნიერება"ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს მათ "ერთიანობას"ხოლო "წინააღმდეგობები"მეცნიერებაში,აღმოიფხვრება თვითონ მეცნიერების მიერ."გერმანელი ებრაელი"აწყდება პირველ რიგში "პოლიტიკური ემანსიპაციის" არარსებობას და ოფიციალურად აღიარებულ სახელმწიფოს"ქრისტიანულ ხასიათს ".თუმცა ბაუერულ გაგებაში "ებრაულ საკითხს"აქვს საერთო მნიშვნელობა.რომელიც არ არის დამოკიდებული "გერმანულ სპეციფიკურ პირობებზე"." ეს მართალია,გვეუბნებიან ჩვენ და თვითონ ებრაელიც ამბობს ამას.ებრაელი უნდა იქნას ემანსიპირებული არა როგორც ებრაელი,გერმანულ ქრისტიანულ სახელმწიფოში.არა იმიტომ რომ ის ებრაელია.არა იმიტომ რომ ებრაელი წარმოადგენს მფლობელს ისეთი შესანიშნავი ტიტულისა როგორიც არის საერთოსაკაცობრიო მორალური პრინციპი.პირიქით ებრაელი თვითონ გადავა უკანა პლანზე "სახელმწიფო მოქალაქესთან" მიმართებაში და ის გახდება "სახელმწიფოს მოქალაქე"მიუხედავად იმისა რომ ის ებრაელია და რომ უნდა დარჩეს ებრაელად.ეს ნიშნავს რომ ებრაელი,რჩება ებრაელად მიუხედავად იმისა რომ ის "სახელმწიფო მოქალაქეა"და ცხოვრობს საერთოსაკაცობრიო პირობებში.მისი ებრაული "ზღვარდადებული და შეზღუდული ბუნება"საბოლოოდ აიყვანს მაღლა მის ადამიანურ და პოლიტიკურ მოვალეობებზე.მისი ებრაული ცრურწმენა და ცრუწარმოდგენები ჯერ კიდევ არსებობს,მიუხედავად იმისა რომ მასზე გაიმარჯვა"საერთო პრინციპებმა"მაგრამ ამასთანავე რახან ის აგრძელებს თავის არსებობას,მაშინ ის იმარჯვებს ყველაფერ დანარჩენზე.მარტო სოფისტიკურად,მარტო ეფემერულად ებრაელს შეეძლო დარჩენილიყო "სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში" ებრაელად.შესაბამისად თუ ის ისურვებდა დარჩენილიყო ებრაელად,მაშინ მისი მოჩვენებითობა იქნებოდა მისი არსი,ან "მომენტალური გამონაკლისი"ამ არსიდან და სახელმწიფო წესებიდან"(უნარი თანამედროვე ებრაელების და ქრისტიანების გახდნენ თავისუფალნი ბრუნო ბაუერი გვ.57)

"ქალაქი ამბობს" - მცირე კომენტარი გამოკითხვაზე


ჩემი დაკვირვებით გამოკთხულ ადამიანების უმრავლესობის მსჯელობის ლოგიკა  პროექტში “ქალაქი ამბობს”   დაახლოებთ ერთიდაიგივე ხაზსს ატარებს. უკმაყოფილებას გამოთქვან სხვადასხვა პრობლემებზე, რომლებიც კერძოსა/კომუნალურის წინააღმდეგობრივი “ბუნებიდან”  გამომდინარეობს, თუმცა გვერდს უვლიან ამ საკითხს და ახდენენ პრობლემის კულტურულ/ეთიკურ ჭრილში გადატანას. მაგალითად საუბარია კომუნალური სისტემების გაუმართავობაზე, როდესაც არ აღნიშნავენ, კომუნალურზე კერძო ინტერესის დომინირებას (კომუნალური სისტემების პრივატიზაციას, ანდაც პოლტიკურ-ბიუროკრატიული მექანიზმებით მოქალაქეების მართვა-კონტროლში ჩამოცილებათ), ხეების ჩეხვას და პარკების განადგურებას, როდესაც არ აღნიშნავენ პრივატიზაციის ტალღას და ა.შ.    სანაცვლოდ მახვილდება ყურადღება “საზოგადოების” უკულტურობაზე და ა.შ.

საზოგადოების  ასეთი კრიტიკა რეაქციულია იმ დროს როდესაც საზოგადოება გაუცხოვებულია იმ გარემოსგან რომელშიც არსებობს და ეს ქალაქის “პოლიტეკონომიის” შედეგია და არა იმ შინაგანი უკულტურობის, ან არაეთიკურობის რომელიც როგორც უყვართ ხოლმე თქმა ქართველების შინაგანი უკულტურობისგან (შემობრუნებული ნაციონალიზმი*)  მოდის. 

SCISSION: RADICAL DEMOCRACY WANTS TO BE THE INVENTION OF THE...

SCISSION: RADICAL DEMOCRACY WANTS TO BE THE INVENTION OF THE...: It is Theoretical Monday and today we explore The Common.  That means, of course, this has got to include Antonio Negri.  It does.  It a...

ფეხბურთი ფეხბურთელებს



1968  წლის მაისში ამბოხებულ პარიზში, როდესაც მილიონობით მუშა გაფიცვაზე იყო და დაკავებული ჰქონდათ საწარმოები, სტუდენტებს ოკუპირებული ჰქონდათ უნვიერსტეტები და პრეზიდენტი გაქცეული იყო ქვეყნიდან საფრანგეთი რევოლუციის ზღვარზე იდგა არც ფეხბურთელები დარჩნენ ამ მოვლენების გარეთ, მოახდინეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობის ოკუპაცია და გამოსცეს მიმართვა :
“ ჩვენ ფეხბურთელებმა, რომლებიც ვეკუთვნით პარიზის რეგიონის სხვადასხვა კლუბებს დღეს გადავწყვიტეთ საფრნგეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბის ოკუპირება. ისევე როგორც მშრომელებმა დაიკავეს თავიანთი საწარმოები და სტუდენტებმა საკუთარი ფაკულტეტები. რატომ?
იმიტომ რომ 6000, 000 ფრანგ ფეხბურთელს და მათ ათასობით მეგობარს დავუბრუნოთ ის რაც მათ ეკუთვნით: ფეხბურთი. რისი მათგან ექპროპრიაციაც ფედერაციის მღვდელმთავრებმა მოახდინეს, რათა  თავის ეგოისტური ინტერესების სამსახურში ჩაეყენებინათ როგორც მოგების მსურველებს.
ფეხბურთელებო, მწვრთნელებო, მცირე კლუბების მმართველებო, უამრავო მეგობარო და ფეხბურთის გულკშემატკივარო, სტუდენტებო და მშრომელებო ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული! შემოგვიერთდებით თქვენი სპორტის სახეობის საუკეთესო თვისებების დასაცავად .
მოითხოვეთ ფეხბურთის სპეკულიანტების და ფეხბურთელების შეურაწმყოფელების (რეფერენდუმის მეშვეობით) დაუყოვნებლივი გადადგომა.

კოგნიტარიატი და კოგნიტური კაპიტალიზმი


ინდუსტრიულ ეპოქაში “პროლეტარიატის” სოციოლოგიური აბსტრაქცია აღნიშნავს სოციალურ კლასს, რომელსაც არ გააჩნია საკუთრება, საკუთარი სამუშაო ძალისა და ფიზიკური უნარის გარდა. იმის გამო რომ მას არ გააჩნია საკუთრება გარდა საკუთარი სამუშაო ძალისა იგი იძულებულია მიიღოს დაქირავებული შრომის პირობები, რაც მსახურს და სისტემურ ექპლუატაციას გულისხმობს. სემიოკაპიტალის ქვეშ, მწარმოებელი კლასის შემადგენლობა წარმოქნილია, ადამიანებისგან რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთრება გარდა საკუთარი კოგნიტური შესაძლებლობისა: ნერვული ენერგიისა რომელიც გამოხატულია შემოქმედებითობაში და ენაში. როდესაც კოგნიტური შესაძლებლობები მიმაგრებულია შრომასთან, მისი კონკრეტული დანიშნულება და სახმარი ღირებულებები ( ცოდნა, გამოხატვა და კომუნიკაცია) გადაეცემა კაპიტალის ზრდის (ვალორიზაციის) ეკონომიურ ფუქნციას. ინფორმაციული ტექნოლოგიები გარდაქმნის ყველა პროცესს ნიშნების გაცვლად, ხოლო კოგნიტარი წარმოადგენს იმას ვინც აწარმოებს პროდუქტს მეტყველების, ენის, კომუნიკაციის, აზროვნების თუ ემოციების მეშვეობით.ამიტომ ენა გამოყოფილია ყოველდღიური ცხოვრებიდან, სინამდვილიდან, ემოციურობიდან  და ექცევა კაპტალის მეურვეობის ქვეშ. კოგნიტური აქტივობა გამოყოფილია მისი სოციალური ფუნქციიდან და კორპორალობიდან (corporality).  ეს დაცალკევება წარმოადგენს კოგნიტური შრომის გაუცხოვების განსაკუთრებულ ფორმას. გაუცხოვების პროცესი ინდუსტრიულ კაპიტალიზმში შეგვიძლია გამოვსახოთ მკვეთრი საზღვრებით, მაგალითად მშრომელი საკუთარ ცხოვრებას  იწყებს სამუშაო საათების დასრულების შემდეგ როცა ფაბრიკიდან გამოდის, ცხოვრება და შრომა სრულიად სხვადასხვა რამაა და ისინი გამიჯნულია.  კოგნიტური კაპიტალიზმი  ახდენს შრომის სამყაროს ცხოვრებაში ინტეგრირებას, ცხოვრებასა და სამუშაო საათებს შორის საზღვრები ქრება (თუმცა ეს ხდება არა სიცოცხლის შრომაზე გამარჯვებით, რაც ძველი სოციალისტების მიზანი იყო არამედ  შრომის მიერ სიცოცხლის დაქვემდებარებით) .შრომა ცენტრალური წერტილია სუბიექტვაციის პროცესში, ქმნის განსაკუთრებულ ეთიკას და ახდენს ბიოლოგიური სიცოცხლის ფსიქო ემოციური კომპლექსის სრულ ფინანსიზაციას, კაპიტალისტურ რაციონალიზაციას და რეიფიკაციას. კოგნიტურ კაპიტალიზმში ყველა ადამიანური უნარი ექვემდებარება საბაზრო ექვილვალენტს და შეუძლია ითარგმნოს როგორც საბაზრო ღირებულება.   (იხილეთ ლინკი)

შრომის პროცესი და ვალორიზაცია. (ნაწილი პირველი)


“შრომის პროცესი არის მიზანმიმართული მოქმედება სახმარ ღირებულებათა შესაქმნელად, ბუნების მონაცემის მითვისება ადამიანის მოთხოვნილებისთვის,  საყოველთაო პირობა ნივთიერებათა ცვლისა ადამიანსა და ბუნებას შორის, მარადიული ბუნებრივი პირობა ადამიანების ცხოვრების და, მაშასადამე, იგი დამოუკიდებელია ცხოვრების ამა თუ იმ ფორმისგან, ანდაც პირიქით, საერთოა მისი ყველა საზოგადოებრივი ფორმისთვის.” -  მარქსი. კაპიტალი ტომი პირველი
მარქსი რათქმაუნდა აქ მიმართავს აბსტრაქციის მეთოდს, ის ახასიათებს შრომას როგორც ადამიანსა და ბუნებას შორის აუცილებელად ნაგულისხმევ ინტერაქციას , მისი ისტორიული და სოციალური ფორმისგან დამოუკიდებლად, მიუხედავად იმისა, რომ შრომა ყოველთვის კონკრეტულია და მოცემულია სოციალურ   ფორმაციებში ის განსხვავდება წარმოების წესით, წარმოებით ურთიერთობებით დისტრიბუციით და სხვა ფაქტორებით. . მარქსი მიმართავს ამ მეთოდს იმისათვის, რომ გამოაცალკევოს და შემდგომში შრომა როგორც აუცილებლობა კონკრეტულად კაპიტალისტური ისტორიული შრომის პროცესისგან, რომელიც შრომის პროცესში ვალორიზაციის პროცესის ჩართვის აუცილებლობას  გულისხმობს. ამ გაყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ბურჟუაზიული ფლანგის ეკონომისტები და აპოლეგეტები ხშირად აიგივებენ შრომას ზოგადად მის კაპიტალისტურ ფორმასთან, რითაც შრომის სოციალურ დეკონტექსტუალიზაციასა და მისი კაპიტალისტური ფორმის აისტორიულ გაგებას გვთავაზობენ. შრომის კაპიტალისტური დაქვემდებარება ისტორიული (სხვათაშორის სისხლიანი ) მოცემულობაა,  რომელიც თვისობრივად განსხვავებულია სხვა ეპოქების წარმოებისა და  დისტრიბუციის ფორმებისგან: ამ პროცესის გენეზისი მარქსს აღწერილი აქვს “პირვანდელი დაგროვების” თეორიაში. ამ მხივ მნიშვნელოვანია მარქსის “ფორმალური და რეალური დაქვემდებარების  თეორიებიც*.

"პოსტ ფუტურისტული მანიფესტი "


1.ჩვენ გვსურს ვუმღეროთ სიყვარულის ხიფათს, ტკბილი ენერგიის ყოველდღიურ შექმნას რომელიც არასდროს გაიფანტება.
2.ირონია, სინაზე, ამბოხი იქნება ჩვენი პოეზიის არსებითი სტიქია.
3.იდეოლოგიამ და რეკლამამ განადიდა კაცობრიობის პროდუქტიული და ნერვიული ენერგიების მუდმივი მობილიზაცია, მიმართა იგი ომისა და მოგებისკენ. ჩვენ გვსურს განვადიდოთ სინაზე, ძილი და ექსტაზი, საჭიროებების ყაირათი და სიამოვნების გრძნობა.
4. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამყაროს ბრწყინვალება გამდიდრებულია ახალი მშვენიერებით; ავტონომიის მშვენიერებით. ყველა საკუთარი ტემპით; არავინ უნდა იყოს იძულებული იაროს ერთგვაროვანი ტემპით. ავტომობილებმა დაკარგეს საკუთარი იშვიათობის ხიბლი, უპირველესად კი მათ აღარ შეუძლიათ შეასრულოთ დანიშნულება, რისთვისაც ისინი შეიქმნენ: სიჩქარე შენელებულია. მანქანები მოუქნელები არიან როგორც მთვლემარე კუები ქალაქის ტრაფიკში. მხოლოდ შენელებაა სიჩქარე.

სემიო კაპიტალი და სოლიდარობის პრობლემა





სემიო-კაპიტალი


     მე ვაყენებ სემიო-კაპიტალის ცნებას იმისთვის, რომ ავხსნა სოციალური წარმოების ფორმა, რომელიც არსებითად ორიენტირებულია ნიშნების - სემიოს წარმოებაზე. იმის თქმა არ მინდა, თითქოს სოციალური წარმოების ყველა ფორმა სემიოტიკურია - გასაგებია, რომ ფეხსაცმელი, მანქან და სახლიც იწარმოება, თუმცა ავღნიშნავ, რომ ყველაფერი თან და თან უფრო ითარგმნება ნიშნებად. ეკონომიკურ დონეზე ყველაფერი უფრო და უფრო ჩანაცვლებულია სემიოტიკური წარმოების ფორმით.
                                         
    სემიოკაპიტალს მე განსვასზღვრავ როგორც, წარმოების მზარდ ჩანაცვლებას ფინანსური დაფრაქტალურრეკომბინანტუდეტერიტორიალიზირებული წარმოების ფორმით. გამოთქმა ფრაქტალურს ვიყენებ მანდელბროტის გაგებით (ბენუა მანდელბროტი -  ფრანგამერიკელი მათემატიკოსი). ფრაქტალი წარმოადგენს გეომეტრიულ ობიექტს, რომელიც დატეხილია, იმსხვრევა ფრაგმენტებად. თუმცა ის შედგება არა მხოლოდ ნამსხვრევებისაგან, არამედ რეკომბინირებადი ფრაგმენტებისაგანაც..თუ გადავხედავთ ფინანსურ თამაშებს, დავინახავთ, რომ ნამდვილი სამყარო ერთდროულად დამტვრეულია უამრავ ნაწილად და ამავდროულად განუწყვეტლივ რეკომბინირებულია ახალ ფორმაში, გეშტალტსა ან ფიგურაში.


დრო, აჩქარება და ძალადობა. ფრანკო ბიფო ბერარდი


რას ინახავთ ბანკში? 
დროს. 
რომელ დროს?
ეს შენახული ფული, ჩემი წარსული დროა თუ დრო, რომელიც წარსულში დავხარჯე?
ან, საერთოდ, მომავლის ყიდვის შანსს ხომ არ მჩუქნის? 

ეს განსხვავებები შენახვასა და დაბანდებას შორის ადრეული, ბურჟუაზიული კაპიტალიზმის გვიანდელ კაპიტალიზმად გარდაქმნის პროცესს, აგრეთვე კაპიტალისა და ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სუბიექტურობისა და სინგულარულობის ურთიერთმიმართებებს უკავშირდება. შევეცდები ეს მიმართებები უახლეს პროცესებს დავუკავშირო, რომელიც ფულის, ენისა და დროის ურთიერთობებზე ჩვენი წარმოდგენების შეცვლით ხასიათდება.

Yves Marchand, Romain Meffre, Melted clock, Cass Technical High School, 2008. Courtesy of the artists.


თანამედროვე ევროპულ პეიზაჟს თუ მოვავლებთ თვალს, შევნიშნავთ, რომ გერმანია იღბლიან ადგილზეა. ბერძნები, პორტუგალიელები, რომ აღარაფერი ვთქვათ ირლანდიელებზე, რამდენიმე წლის წინ ბედნიერები იყვნენ და ახლა უცბად შეეცვალათ განწყობა. საქმე ისაა, რომ გერმანულმა ბანკებმა მათი ფული შეინახეს, ირლანდიული ფული, ბერძნული ფული, პორტუგალიური ფული, და ახლა, როცა ისინი თავიანთ კუთვნილს ითხოვენ, აღმოჩნდა, რომ ამ გაცვლა-გამოცვლაში რაღაც ისე ვერ არის. მაგრამ როგორ დავადგინოთ კონკრეტულად რა?

ეს ფინანსური კაპიტალიზმის ეპოქის გამოცანა და საიდუმლოა.(თუმცა, განა ნამდვილად საიდუმლოა?) შეგვიძლია ვთქვათ, რომ საიდუმლოა რაღაც, რაც ყუთშია დამალული. თუ გასაღებს მოარგებ, დამალულს ფარდა აეხდება - ის ჭეშმარიტება ხდება. მაგრამ მეორე მხრივ, გამოცანას არ აქვს გასაღები, არც ჭეშმარიტება. კრისტიან მერაცი შენიშნავდა, რომ კაპიტალიზმი ისეა

კონსტრუირებული, როგორც გამოცანა - შეუძლებელია აღმოაჩინო ჭეშმარიტება, იმიტომ, რომ იგი სწორედ იმ დაშვებას ემყარება, რომ ჭეშმარიტება აღარ არსებობს, ან იქ აღარაა, სადაც ვეძებთ.

ჟან ბოდრიარი, თავის 1976 წლის წიგნში “Symbolic exchange and Death” წერდა, რომ მთელი ფინანსური სისტემა ერთი დიდი განუსაზღვრელობაა, რადგან ფინანსური კაპიტალიზმი არსებითად დროსა და ღირებულებას შორის გაწყვეტილ ურთიერთობაზეა დაშენებული. “კაპიტალის” პირველივე თავში მარქსი გვიხსნის, რომ ღირებულება დროა, დროის აკუმულაცია ობიექტივიზებული დრო, დრო რომელიც საგნად, საქონლად იქცევა. ის არ წარმოადგენს შრომის დროს, ან დროში შრომას, რომელიც ღირებულებას ქმნის, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ზარმაცი ხარ თუ ბეჯითი. ღირებულებას მნიშვნელოვანწილად გარკვეული საქონლის დასამზადებლად საჭირო საზოგადოებრივად აუცილებელი დრო განსაზღვრავს.

რა არის ქალაქი?


"შიშველი ქალაქი" გი დებორი


 შენობების ერთობა და ქალაქების ერთმანეთში კავშირი, მასში მცხოვრები ადამიანების 
ისტორიების მიხედვით. მიმდინარე დიალოგი  წარმოსახვით და ეკონომიკურ, ინდივიდუალურ და სოციალურ, ბუნებრივ და მაშინარულს შორის. კულტურათა დიაგრამები, ისტორიის და არქტიტექტურის სტილი რომელშიც უმეტესობა ჩვენგანი ცხოვრობს, უამრავ წრეებში რომელიც საზღვრავს ჩვენს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ლიმიტებს, უხილავად ახდენს ფორმირებას ჩვენი ქცევების იმედებს. განვითარებული კაპიტალიზმის ქალაქები წარმოადგენს აკუმულაციას ყველა მოცემული საგნებისა მანამ სანამ ისინი არ გახდებიან როგორც გი დებორი განსაზღვრავს „სპექტაკლად“. : „ სოციალურ ურთიერთობად ადამიანთა შორის, იმიჯების საშუალებით“.
1958 წელს  გამოჩნდა ფოტო  ახლად გამოცემულ ჟურნალში სიტუაციონისტური ინტერნაციონალში, პატარა სათაურის ქვეშ „კულტურაში ოპერაციის ახალი თეატრი“.  ეს არის ქალაქის იმიჯი რომელიც წარმოადგენს იდეოლოგიური ბრძოლის სცენას. იგი უტევს კაპიტალის ძალას, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთრება ჩომრთმეულთა მისწრაფებებს. 1957 წლის მოძრაობა ახალგაზრდა პოეტების, მხატვრების, რეჟისორების და კაფეში მსხდომი ფილოსოფოსების მიერ დაარსდა სენ ჟერმენ დე პრეში, პარიზის მახლობლად. მათ დაიწყეს ახალი თავისუფალი ცხოვრების გზების შექმნა კაპიტალისტურ ქალაქში.

Printfriendly