Ten Immodest Commandments
ათი არამოკრძალებული მცნება
მაიკ დევისი (დაბ 1946)
ამერიკელი მარქსისტი სოცილური კომენტატორი, ურბანისტი, ისტორიკოსი და პოლიტიკური აქტივისტი.
თარგმანი რუსუდან მირზიკაშვილი
ნაწყვეტი სტატიიდან ათი არამოკრძალებული მცნება
...1. კატეგორიულად საჭიროა ორგანიზება ან უფრო სხვების თვით-ორგანიზების ხელშეწყობა. კატალიზატორი კარგია მაგრამ ორგანიზება უკეთესია.
2. ლიდერობა უნდა იყოს დროებითი და უნდა ექვემდებარებოდეს უკან გაწვევას. კარგი ორგანიზატორის საქმე, როგორც ხშირად აღინიშნებოდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში, არის ორგანიზება ისე, რომ თავად იგი არ გახდეს მუდმივად საჭირო და შეძლოს ამ პოსტის დატოვება.
3. პროტესტანტებმა უნდა დაძლიონ მედიის მუდმივი ტენდენცია მეტონიმიისკენ - მთლიანის - ნაწილებად, ჯგუფის - ინდივიდუუმებად დანაწევრებისკენ (დაფიქრდი, რამდენად უცნაურია, მაგალითად, რომ გვაქვს „მარტინ ლუთერ კინგის დღე“ და არა „სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დღე“). წარმომადგენლები რეგულარულად უნდა იცვლებოდნენ და როცა საჭიროა, კვდებოდნენ.
4. იგივე გაფრთხილება ეხება ურთიერთობას მოძრაობასა და იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ, როგორც ორგანიზებული ბლოკი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ორგანული (ავტორი სიტყვა ორგანულს ხმარობს სამხედრო ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული გაგებით: სამხედრო ერთეული, შემდგარი უფრო პატარა დანაყოფებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მას სხვადასხვა ფუნქციით) რევოლუციური მემარცხენე ფრონტის საჭიროებაში, მაგრამ ჯგუფებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ავთენტურობის დაჩემება, თუკი ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ ბრძოლის წარმოებას და არ აქვთ დანარჩენი მონაწილეებისაგან დაფარული გეგმები.
5. როგორც 1960იანების რთულმა გზამ გვასწავლა, კონსენსუალური (კონსენსუსზე დამყარებული) დემოკრატია არ არის იდენტური თანამონაწილეობითი დემოკრატიისა. ინტერესთა ჯგუფებისთვის და კომუნებისთვის, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების ფორმამ შესაძლოა შესანიშნავად იმუშაოს, მაგრამ ნებისმიერი ფართო და გრძელვადიანი პროტესტისათვის, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რაიმე ფორმა არსებითია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალურად ფართო და თანასწორი თანამონაწილეობა. ეშმაკი, როგორც ყოველთვის, დეტალებშია: უზრუნველყოფილ უნდა იქნას რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დელეგატის უკან გაწვევა, პოლიტიკური უმცირესობების უფლებები უნდა იყოს ფორმალიზებული, გარანტირებულ უნდა იქნას აფირმატიული რეპრეზენტაცია, და ა.შ. (აფირმატიული რეპრეზენტაცია ნიშნავს პოლიტიკურ წარმომადგენლობას, სადაც გათვალისწინებულია რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ფაქტორები, რათა არ მოხდეს რომელიმე ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფის დისკრიმინაცია).
ვიცი, ერეტიკოსობაა ამის თქმა, მაგრამ კარგი ანარქისტები, რომელთაც სჯერათ ხალხის თვითმმართველობის და შეთანხმებული ქმედების, ძალიან დააფასებენ რობერტსის „წესრიგის წესი“ (უბრალოდ გამოსადეგი ტექნოლოგია ორგანიზებული დისკუსიებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის).
6. „ორგანიზების სტრატეგია“ არის არა მხოლოდ თანამონაწილეობის გაფართოების გეგმა, მაგრამ ასევე კონცეფცია თუ როგორ მოიყვანონ პროტესტი თანხმობაში მხარდამჭერთა ჯგუფებთან, რომლებიც არიან ექსპლოატაციისა და ჩაგვრის ქვეშ. მაგალითად, ერთ ერთი ყველაზე ბრწყინვალე სტრატეგიული სვლა შავკანიანთა განმათავისუფლებელი მოძრაობისა გვიან 60-იანებში იყო ბრძოლის გადატანა დეტროიტის მანქანათმშენებელი ქარხნების შიგნით და რევოლუციური შავკანიანი მუშების ლიგის ჩამოყალიბება. დღეს, ”დაიკავე ჰუდი“ (მოძრაობა, რომელიც ცდილობს ”დაიკავე” მოძრაობაში გააერთიანოს რასობრივი და კანის ფერის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ მოქმედი ადამიანთა ჯგუფები) მსგავსი გამოწვევა და შესაძლებლობაა; და პლუტოკრატების წინა ხაზზე განლაგებულმა ჯარმა არაორაზროვნად უნდა უპასუხოს ადამიანის უფლებების კრიზისს მუშათა კლასის ემიგრანტთა შორის.
ემიგრანტთა უფლებების დამცველი პროტესტები, ხუთი წლის წინ, აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციებს შორის იყვნენ. შესაძლოა შემდეგ 1 მაისს ვიხილოთ უთანასწორობის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა მოძრაობის გაერთიანება ქმედების ერთ კონკრეტულ დღეს.
7. მოძრაობების შექმნა, რომელიც მოიცავს უმუშევრებსა და ღარიბ ხალხს მოითხოვს ინფრასტრუქტურას ძირითადი საჭიროებებისათვის როგორიცაა საჭმელი, თავშესაფარი და ჯანდაცვა. ჩვენ უნდა შევქმნათ ზიარი კოლექტივები და გადავანაწილოთ საკუთარი რესურსები ფრონტის წინა ხაზის ახალგაზრდა მებრძოლებისთვის, რათა შესაძლებელი გავხადოთ ბრძოლისათვის საჭირო სასიცოცხლო ძალა. მსგავსად ამისა, ჩვენ უნდა განვაახლოთ მოძრაობისათვის თავდადებული იურისტების აპარატი (როგორიცაა იურისტთა ეროვნული გილდია), რომელმაც ასეთი სასიცოცხლო როლი ითამაშა პროტესტის შენარჩუნებაში მასიური რეპრესიების ფონზე 1960 იან წლებში.
8. „დაიკავე“ მოძრაობის მომავალი ნაკლებად გადაწყდება ლიბერთი პარკში თავმოყრილთა რაოდენობით, (თუმცა მისი გადარჩენა არსებითია მომავლისათვის) არამედ ჩექმების რიცხოვნობით დაიტონში, შეიენში, ომაჰასა და ელ პასოში. გეოგრაფიული გავრცელება პროტესტისა ხშირ შემთხვევაშ უდრის ფერადკანიანებისა და პროფკავშირების ჩართულობის დივერსიფიცირებას.
სოციალური მედიის გამოჩენამ, რა თქმა უნდა, არაელიტურ აქტივისტებს შორის ჰორიზინტალური დიალოგის უპრეცენდენტო შესაძლებლობა შექმნა მთელს ქვეყანაში და მსოფლიოში. თუმცა „დაიკავე“-ს უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება უკეთესი რესურსების მქონე და მედიაგენური ჯგუფებისა მთავარ ურბანულ და აკადემიურ ცენტრებში. თვითდაფინანსებული ეროვნული სპიკერებისა და პერფორმერების ბიურო შეუფასებელი იქნებოდა.
ამის საპირისპიროდ, არსებითია ეროვნულ აუდიტორიამდე მივიტანოთ ისტორიები ქვეყნის ცენტრებიდან და საზღვრებიდან. პროტესტის ნარატივი უნდა გახდეს ერთიანი მოზაიკა, თუ რისთვის იბრძვიან ჩვეულებრივი ადამიანები მთელს ქვეყნაში, მაგალითად, ღია სამთო მოპოვების გაჩერება დასავლეთ ვირჯინიაში; ჰოსპიტალების ხელახალი გახსნა ლარედოში; პორტის მუშათა მხარდაჭერა ლონგვიუში, ვაშინგტონში; ფაშისტი შერიფის წინააღმდეგ ბრძოლა ტუქსონში; სიკვდილის რაზმების წინააღმდეგ პროტესტი ტიხუანაში; ან გლობალური დათბობის პროტექსტი სასკატუნში, და ასე შემდეგ.
9. „დაიკავე“ პროტესტებში პროფესიული გაერთიანებების მონაწილეობის ზრდა -- დრამატული მობილიზაციის ჩათვლით, რამაც აიძულა ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტი დროებით ხელი აეღო მის მცდელობაზე გამოესახლებინა OWC -- ორმხრივად ტრანსფორმაციულია და იმედს გვაძლევს რომ აჯანყება შესაძლოა გახდეს ნამდვილი კლასობრივი ბრძოლა.
და მაინც, ამავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიული კავშირების ლიდერების უმრავლესობა, რჩება უიმედოდ ერთგული დემოკრატიულ პარტიისთან დამანგრეველი შერწყმისა, ასევე იმ უპრინციპო დაპირისპირებებისა კავშირებს შორის, რომელთაც გაანიავეს დაპირება მშრომელთათვის ახალი დასაწყისის შესახებ. ანტი-კაპიტალისტურ პროტესტებს, ამგვარად, ესაჭიროება უფრო ეფექტური კავშირი რიგით ოპოზიციურ ჯგუფებთან და მზარდი გავლენა ამომრჩევლებზე კავშირებში.
10. ერთერთი ყველაზე მარტივი მაგრამ ჭკუისსასწავლებელი გაკვეთილი დისიდენტთა თაობიდან არის ხალხის ენაზე საუბრის საჭიროება. ცვლილების მორალური გადაუდებლობა იძენს ყველაზე მეტ სიდიადეს როცა გამოსახულია საერთო ენით. მართლაც, უდიდესმა რადიკალურმა ხმებმა -- ტომ პენი, სოჯურნერ ტრუს, ფრედერიკ დუგლასი, გენე დებსი, უპტონ სინკლერი, მარტინ ლუთერ კინგი, მალკოლმ იქსი,. მარიო სავიო -- ყოველთვის იცოდნენ როგორ მიემართათ ამერიკელებისთვის ძლიერი, მათი ცნობიერების ძირითადი ტრადიციისათვის ნაცნობი სიტყვებით.
ერთი განსაკუთრებული მაგალითი იყო სინკლერის თითქმის წარმატებული კამპანია კალიფორნიის გუბერნატორის პოსტისათვის 1934 წელს. მისი მანიფესტი „დავასრულოთ სიღატაკე კალიფორნიაში ახლა“, ძირითადად წარმოადგენდა ახალი აღთქმის მოძღვრებაში გადათარგმნილ სოციალისტური პარტიის პროგრამას. მან მილიონობით მხარდამჭერი მოიპოვა.
დღეს, როცა „დაიკავე“ს მოძრაობები კამათობენ სჭირდებათ თუ არა უფრო კონკრეტული პოლიტიკური განსაზღვრება, ჩვენ უნდა გავიგოთ რა მოთხოვნებს აქვთ ყველაზე ფართო მოწონება, და ამავდროულად დავრჩეთ რადიკალურები ანტი-სისტემური გაგებით.
ზოგიერთმა ახალგაზრდა აქტივისტმა შეიძლება დროებით გვერდზე გადადოს ბაკუნინი, ლენინი ან სლავოი ჟიჟეკი და მტვერი გადაწმინდოს ფრანკლინ რუზველტის 1944 წლის კამპანიის საფუძველს: უფლებების ეკონომიკური აქტი. ეს იყო სოციალური მოქალაქეობის მოწოდება და დეკლარაცია დასაქმების, საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და ბედნიერი ცხოვრების უფლების შესახებ - ისევე შორს ობამას ადმინისტრაციის მორცხვი კონცესიური პოლიტიკისა, როგორც შეიძლებოდა ამის წარმოდგენა.
მეოთხე ვადის პლატფორმა (რაც უნდა ოპორტუნისტული მოტივები ყოფილიყო თეთრ სახლში) იყენებდა ჯეფერსონის ენას რათა პროფესიული კავშირების ფედერალური გაერთიანების ძირითადი მოთხოვნები და „ახალი გარიგების“ სოციალ-დემოკრატიული ფრთა წინ წამოეწია. ეს არ იყო მემარცხენეთა პროგრამა მაქსიმუმი (მაგ. ბანკებისა და დიდი კორპორაციების დემოკრატიულ სოციალურ საკუთრებაში გადაცემა), მაგრამ უდაოდ ყველაზე წინ წასული პროგრესული პოზიცია იყო რაც კი დაუკავებია აშშ-ს პრეზიდენტსა ან მმართველ პოლიტიკურ პარტიას.
დღეს, რა თქმა უნდა, უფლებების ეკონომიკური აქტი წმინდა წყლის უტოპიაა და ასევე, უბრალო განმარტება იმისა თუ რა სჭირდება სასიცოცხლოდ ამერიკელების უმრავლესობას. მაგრამ ახალმა მოძრაობებმა, ძველის მსგავსად, უნდა ნებისმიერი ფასით დაიკავონ ყველა ფუნდამენტური საჭიროების და არა მოკლევადიანი პილიტიკური „რეალიზმით“ -ს ტერიტორია.
No comments:
Post a Comment