ინტელექტუალები კლასობრივი ბრძოლის ზღურბლზე - გიორგი ხარიბეგაშვილი.


სტატია წარმოადგენს გიორგი ხარიბეგაშვილის მიერ წაკითხული მოხსენების ტექსტურ ვარიანტს.


ჰარუნ ფაროკის - კინო და წარმოების წესი


ჰარუნ ფაროკი 1944 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხეთის ქალაქ ახალ იჩინში დაიბადა, მან ბავშობა ინდონეზიაში გაატარა ხოლო განათლება გერმანიაში მიიღო. 1966 წელს ის აბარებს გერმანული კინოსა და ტელევიზიის ბერლინის აკადემიაში საიდანაც მას პოლიტიკური აქტივიზმისთვის აგდებენ, ამ პერიოდში იღებს მოკლე მეტრაჟიანაგიტპოპფილმს - „ თავჯდომარის სიტყვებიTheWords of the Chairman (1967).  საინტერესოა, რომ ფილმის გადაღებაში მონაწილეობას იღებდნენ  ოტო შილი და ჰოლგერ მაინსი - პირველი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ხოლო მეორეწითელი არმიის ფრაქციის“  წევრი და ციხეში დაიღუპაფაროკი თვის საქმიანობასთან ერთად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ჟურნალ »Filmkritik« (1974 – 1984) შიმას ფულის გამომუშავებისთვის უწევდა ტელევიზიებში და სხვადასხვა კომერციულ პროგრამებში მუაობა, თუმცა უნდა ითქვას , რომ ეს მისთვის სამუშაო მატერიალის ძიების პროცესიც იყო, რადგანაც ის თავის ფილემში იყენებდა სატელევიზიო და კომერციული ინდუსტრიის მასალას .
                                                                                           
ის კიარაა მნიშვნელოვანი თუ რა არის სურათში/ხატში, არამედ ის თუ რა დგას მის უკან. ამის და მიუხედავად ზოგი გვაჩვენებს სურათს როგორც  რაღაცის მტკიცებულებას რაც არ შეიძლება დამტკიცდეს სურათით „- ჰარუნ ფაროკის ეს სიტყვები ბევრნაირად შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული, თუმცა მისი შემოქმედება ყველაზე უკეთესი მისი ნამუშევრების გაცნობა და დაკვირვებაა - არსისა და გამოვლინების არათანხვედრობითობის ჩვენება ფაროკის მთავარი მეთოდია სურათ/ხატებთან ურთიერთობაში.  ფაროკისურათ-ხატებისარქეოლოგია, როგორც მას ხშირად უწოდებენ და არა მწარმოებელი, როგორც ის  ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს ,,იქიდან გამომდინარე, რომ უკვე არსებობს მრავალი ხატი/სურათი, მე დაკარგული მაქვს მოტივაცია, შევქმნა ახლები; მე ვამჯობინებდი  მანამდე არსებული სურათების განსხვავებული დანიშნულებით გამოყენებას. ''. ფაროკის მეორე ძირითადი მეთოდია
არა-ნარატიული  მატერიალის (მაგალითად სათვალთვალო კამერის ჩანაწერიგადამუშავება და ნარატიულ მატერიალად გადაწყობა.

არათანასწორი გაცვლა და სოციალისტური პერსპექტივა.


ლენინი სტატიაში "მარქსიზმის კარიკატურა" განიხილავს ჩაგრულ და მჩაგვრელი ერის მუშათა კლასის მდგომარეობას :

"არის თუარა არსებული მდგომარეობა იგივე ჩაგრულ და მჩაგვრელი ქვეყნების მუშებს შორის, ნაციონალური საკითხიდან გამომდინარე?

არა .
1–  ეკონომიკური განსხვავება ისაა, რომ მჩაგვრელი ქვეყნების მუშათა კლასის ნაწილი, სარგებლობს იმ ზე მოგებების ნამცეცებით, რომელსაც ღებულობენ მჩაგვრელი ერების ბურჟუები, მუდამ ორმაგ ტყავს რომ აძრობენ ჩაგრული ერების მუშებს. გარდა ამისა ეკონომიკური მონაცები ადასტურებენ, რომ მჩაგვრელი ერების მუშათა უფრო მეტი პროცენტი ხდება  "ოსტატი" ვიდრე ჩაგრული ერების მუშებისა, – უფრო მეტი პროცენტი მაღლდება მუშათა კლასის არისტოკრატიის მდომარეობამდე,
მჩაგვრელი ერების მუშები რამდენამდე მონაწილენი არიან თავისი ბურჟუაზიისა მის მიერ ჩაგრული ერის მუშების (და მოსახლეობის მასების) გაძარცვაში.
2–  პოლიტიკურად განსხვავება ისაა, რომ პოლიტიკური ცხოვრების მთელ რიგ დარგებში მჩაგვრელი ერების მუშებს ჩაგრული ერის მუშებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობა აქვთ.
3–  იდეურად ანუ სულიერად. განსხვავება ისაა რომ მჩაგვრელი ერების მუშების სკოლაც და ცხოვრებაც ყოველთვის ზრდის ჩაგრული ერების მუშებისადმი ზიზღის ან ქედმაღლობის სულისკვეთებით."



ლენინი ამ საკითხს ხშირად განიხილავდა და მიიჩნევდა რომ შეუძლებელი იყო პროლეტარიატის ემანსიპაცია ანტი იმპერიალისტური ბრძოლის გარეშე, რაც თავის თავში ჩაგრული ერების ნაციონალურ თვითგამორკვევას მოიაზრებდა.

კარლ მარქსი - "გოთას პროგრამის კრიტიკა"


გოთას პროგრამის კრიტიკა წარმოადგენს მარქსის მიერ გერმანიის მუშათა სოციალ დემოკრატიული პარტიის პროგრამის კრიტიკას,  რომელშიც განხილულია პარტიის რევოლუციური სტრაგეგია და მისი პროგრამის პოლიტეკონომიური პუნქტების მწვავე კრიტიკა. 


კარლ მარქსი - "ღირებულება, ფასი და მოგება"

მთლიანი ტექსტის გადმოწერა
კონსპექტის pdf  ვერსია

კარლ მარქსის მოხსენება, რომელიც წაკითხულ იქნა მარქსის მიერ მუშათა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ საბჭოს სხდომებზე 1865 წლის 20 და 27 ივნისს.

ტექსტში მოკლედ და ნათლად არის გადმოცემული მარქსის ძირითადი იდეები, რომლებიც უფრო ფართოდ და სიღრმისეულად გადმოცემულია კაპიტალის პირველ ტომში.


ამ წერილში ვეცდები მოკლედ გადმოვცე ის ძირითადი კონცეპტები და ეკონომიკური კატეგორიები, რომლებსაც მარქსი იყენებს თავის მოხსენებაში - „ღირებულება, ფასი და მოგება“. მარქსმა ეს მოხსენება ინტერნაციონალის შეხვედრაზე წაიკითხა 1865 წელს.
ის პასუხობს ოუენისტ მუშას რომლის აზრითაც მშრომელების გაერთიანება უნდა მოხდეს კოოპერატივების სახით და არა პროფესიულ კავშირებში.  უენსტონი აცხადებთა, რომ სახელფასო ბრძოლა და მატება არამხოლოდ არაფერს არგებდა უშუალოდ მისთვის მებრძოლ მშრომელებს არამედ ავნებდა სხვა სექტორის მშრომელებს რადგანაც გამოიწვევდა ფასების ზრდას, ეს კი დაამძიმებდა  მშომელთა სოციალურ მდგომარეობას. ეს მოსაზრება ეყრდნობა დაშვებას, რომ არსებობს მუდმივი მოცემულობა პროდუქტისა და ხელფასების, რაც ნიშნავს რომ არსებობს  „ხელფასების ურყვევი“ კანონი, და თუკი ხელფასი იცვლება ამ კანონის მიხედვით აუცილებლობიდ იცვლება პროდუქტების ფასი. მოქალაქე ვესტონის მოსაზრებებს, რომლებსაც დრევადნელი ბურჟუაზიული ეკონომისტებიც ხანდახან იმეორებნ მარქსი პირველ ნაწილში მარტივად ანადგურებს და ასკვნის რომ ხელფასი არაა საქონლის ღირებულებისგან გამოყვანილი ფენომენი.  პირველი ნაწილის შემდეგ  მარქსი გადადის საკუთარი ეკონომიური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე, (ჩვენ ამ შემთხვევაში ეს გვაინტერესებს) რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე საუკეთესო ნაშრომად, რომელიც დაწერილა კაპიტალის პირველი ტომის მოკლე განმარტებისათვის.
ნაშრომი შეგვიძლია დავყოთ სამ ძირითად ნაწილად :
1.      საქონლის ღირებულება (თავი 6ე)
2.      მოგების წყარო (7 და 11ე).
3.      ხელფასი და მოგება (12-14).

სივრცის აღქმა როგორც პოლიტიკური აუცილებლობა . ლევან ასაბაშვილი


თუ თვალს გადავავლებთ სივრცითი ორგანიზების პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნა პოსტ-საბჭოთა საქართველოში, დავინახავთ რომ სირთულე ნაწილობრივ მომდინარეობს საზოგადოების მხრიდან სივრცის ზედაპირული ხედვიდან და გარდამავალ ხანაში მისი მნიშვნელობის არასწორად შეფასებიდან. თემა, რომელსაც გთავაზობთ ძალიან ფართეა და საჭიროებს დაბეჯითებით შესწავლას და გაანალიზებას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება, რომელიც ამ საკითხის გარშემო გამაჩნია.

ისტორიის მანძილზე სივრცე ყოველთვის იყო ფილოსოფიური მსჯელობის საგანი. სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობები მას განიხილავდნენ განსხვავებული თეორიული პერსპექტივებიდან. ანრი ლეფევრი (1901-1991) იმ პირველ მოაზროვნეთაგანი იყო რომელიც შეეცადა სივრცის იდეის გათავისულებას განყენებული ფილოსოფიური ჩარჩოებისგან. მან უარყო ტრადიციული ფილოსოფიისგან მემკვიდრეობით მიღებული და მის თანადროულ მოაზროვნეთა (დერიდა, ბართი, ფუკო) ნაშრომებში დამუშავებული ”ფილოსოფიური” ანუ ”მენტალური” სივრცის იდეა და აჩვენა მისი ყოველდღიური რეალობისგან გაუცხოვების ტენდენცია. თავის ერთ ერთ ყველაზე გავლენიან და რადიკალურ ნაშრომში ”სივრცის პროდუქცია” მან წარმოაჩინა სივრცე, როგორც სოციალური პროდუქტი. იგი შეეცადა საფუძველი ჩაეყარა სივრცითი მეცნიერებისთვის, რომელიც თავს მოუყრიდა დომინანტური კულტურის მიერ სხვადასხვა დარგებად იზოლირებულ ცოდნას და ერთიანი თეორიის (unitary theory) საფუძველზე შეძლებდა სოციალური სივრცის პერსპექტივიდან ამ სივრცის შემქმნელი საზოგადოების ანალიზს. ამასთან ერთად მან აჩვენა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების, მისთვის დამახასიათებელი წარმოების მეთოდების და მის მიერ წარმოებული სივრცის მჭიდრო ურთიერთკავშირი და განსაზღვრა მათი ურთიერთქმედების თეორიული საფუძვლები.

სხვადასხვა მკვლევარების მიერ ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილებიდან ნათელია, რომ სოციალური სივრცის აღქმა შეუძლებელია მისი შემადგენელი სხვადასხვა ნაწილების განყენებულად კვლევით. ჩანს რომ თუ გვინდა ჩავწვდეთ სივრცისთვის მახასიათებელ კომპლექსურ ბუნებას აუცილებელია გარკვეული მთლიანობის ხედვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ”მეტანარატივის” არსებობა. ეს დაგვეხმარებოდა ერთიანობაში მოგვექცია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები, მათთვის დამახასიათებელი სივრცით-დროით ჩარჩოებთან ერთად და გავყოლოდით სოციალური სივრცის პროდუქციის თანმიმდევრულ თეორიულ ხაზს. ასეთი ერთიანი მეთოდით ჩატარებული ანალიზი დაგვეხმარებოდაა დაგვენახა პროცესები სივრცის ფორმალური სახის მიღმა და გაგვეხსნა დისკურსი არა მხოლოდ მისი ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, არამედ მისი მაფორმირებელი ლატენტური პროცესების გარშემო, გვემსჯელა იმის შესახებ, თუ როგორი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე ამ ორი მხარის ურთიერთქმედებას.

მაშ ასე, რა არის ის ძალები რაც აყალიბებს სოციალურ სივრცეს, როგორც მთლიანობას? თუ მოკლედ გადავხედავთ ისტორიულ განვითარებას, დავინახავთ რომ მომთაბარე ტომების ერთ ადგილას დასახლებას უმთავრესად პროდუქციის პროცესი განაპირობებდა, რაც გულისხმობდა ნოყიერ ან ბუნებრივი რესურსებით მდიდარ მიწებზე ხანგრძლივი დროით დასახლების აუცილებლობას. პროდუქტების აკუმულირებამ და თემებს შორის გაცვლა-გამოცვლამ ან მათ შორის რესურსების ძალადობრივმა მითვისებამ მმართველი კლასების წარმოქმნა გამოიწვია, რომლებიც მალე წარმოების საშუალებებს და სამხედრო ძალაუფლებასაც დაეპატრონენ. დროთა განმავლობაში ასეთ სივრცეებში მოსახლეობის და დოვლათის აკუმულაცია დაჩქარდა, რამაც პირველი ურბანული ფორმები წარმოშვა. დომინანტური წარმოების ფორმები და წარმოებითი ურთიერთობები განსაზღვრავდენენ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესებს, რომლთაც თავის მხრივ პირდაპირი გავლენა ჰქონდათ საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების და შრომის სივრცით ორგანიზაციაზე. მეორეს მხრივ, ამა თუ იმ საზოგადოების სპეციფიკური სივრცითი სტრუქტურა ყოველთვის ემსახურებოდა მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთკავშირი უფრო და უფრო კომპლექსური გახდა, წარმოების ფორმების ცვლა სოციო-სივრცითი ფორმების რე-ორგანიზაციასაც განაპირობებდა.

ამ მოკლე და ზედაპირული მიმოხილვიდანაც კი ჩანს რომ სივრცე საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების სამ განზომილებიანი გამოსახულებაა. როგორც ვიცით, ეს პროცესები დინამიურია და დროში ცვალებადი, აქედან გამომდინარე შეუძლებელია სივრცის, როგორც განყენებული, სტატიკური ობიექტის დანახვა. პირიქით, ის უნდა იქნეს აღქმული, როგორც განგრძობითი პროცესი, მჭიდროდ დაკავშირებული იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოსთან, სადაც ის იქმნება. კიდევ ერთი მარტივი მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ოჯახის ძირითადი სივრცითი ჩარჩო - საცხოვრებელი სახლი, რომლის სივრცეც პროცესებთან მიმართებაში უწყვეტ მოდიფიკაციას განიცდის. თუ დავაკვირდებით სოფლად არსებულ საგვარეულო სახლებს, დავინახავთ თუ როგორ იცვლებიან ისინი ოჯახის ზრდასთან ერთად, იყოფიან ძმათა გაყრის შემდეგ, ცვლიან სამეურნეო სივრცეებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ფორმებისა და საშუალებების ცვლასთან ერთად, იღებენ დომინანტური კულტურის გავლენებს და ა.შ.



სივრცის სწორი ანალიზისთვის ასევე მნიშვნელოვანია ანთროპოლოგ დევიდ ჰარვის მიერ ანრი ლეფევრის მსგავს თეორიაზე დაყრდნობით განვითარებული სივრცის სამმაგი ხედვა. თავის წიგნში ”გლობალური კაპიტალიზმის სივრცეები” იგი სივრცეს ყოფს სამ კონცეპტუალურ ჩარჩოდ აბსოლუტური (absolute), ფარდობითი (relative), და ასოციაციური (relational) და განმარტავს მათ შემდეგნაირად:

1. აბსოლუტური არის ფიზიკური სივრცე, რაც იზომება და იწონება, როგორიცაა მიწა, შენობები, ოთახები და ასე შემდეგ. აბსოლუტური სივრცის, აღქმა, გაზომვა და კონტროლი იოლია მისი ბუნებიდან გამომდინარე.

2. ფარდობითი არის სივრცე, სადაც აბსოლუტურ სივრცეში მოცემული დისტანციები ფარდობითია. ეს არის მოძრაობის სივრცე, სადაც მანძილი იზომება ცირკულაციისთვის საჭირო ენერგიით და დროით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ფარდობით სივრცეში, რამდენადაც ის დაკავშირებულია მოძრაობასთან, დროის ფაქტორი დიდ მნიშვნელობას იძენს. ფარდობითი სივრცე ასევე მოიცავს რუკებს და სივრცის სხვა სახის რეპრეზენტაციებს, რომლებიც მას ფარდობით პირობებში გამოხატავენ. ფარდობითობის მიუხედავად ამ სივრცის გაზომვა და კონტროლი კვლავ შესაძლებელია და დამოკიდებულია სპეციფიკურ წესებზე.

3. ასოციაციური სივრცის ასახსნელად ავტორს მოყავს ლაიბნიცის ფორმულირება, რომ პროცესები არ ხდება სივრცეში, არამედ განსაზღვრავს საკუთარ სივრცით ჩარჩოებს. ასოციაციური სივრცე დაკავშირებულია პოლიტიკასთან და სიმბოლოებთან, მოგონებებთან და გრძნობებთან და მათი გარემოზე ზემოქმედების შედეგებთან. აქედან გამომდინარე მისი გაზომვა და კონტროლი რთულდება. მაგალითად ჰარვის მოყავს ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილი ორი შენობის ტერიტორია და მისი თავიდან დაგეგმარების საქმეში არსებული წინააღმდეგობა, სადაც უძრავი ქონების დეველოპერებს მაქსიმალური მატერიალური სარგებლის ნახვა უნდათ, ხოლო საზოგადოებას 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების გამო ამ ადგილთან სხვა გრძნობები და მოგონებები აკავშირებს და მაშასადამე განსხვავებული მოთხოვნები აქვს.

ათი არამოკრძალებული მცნება, მაიკ დევისი




Ten Immodest Commandments
ათი არამოკრძალებული მცნება

მაიკ დევისი (დაბ 1946)
ამერიკელი მარქსისტი სოცილური კომენტატორი, ურბანისტი, ისტორიკოსი და პოლიტიკური აქტივისტი.
 თარგმანი რუსუდან მირზიკაშვილი
ნაწყვეტი სტატიიდან ათი არამოკრძალებული მცნება

...1. კატეგორიულად საჭიროა ორგანიზება ან უფრო სხვების თვით-ორგანიზების ხელშეწყობა. კატალიზატორი კარგია მაგრამ ორგანიზება უკეთესია.

2. ლიდერობა უნდა იყოს დროებითი და უნდა ექვემდებარებოდეს უკან გაწვევას. კარგი ორგანიზატორის საქმე, როგორც ხშირად აღინიშნებოდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში, არის ორგანიზება ისე, რომ თავად იგი არ გახდეს მუდმივად საჭირო და შეძლოს ამ პოსტის დატოვება.

3. პროტესტანტებმა უნდა დაძლიონ მედიის მუდმივი ტენდენცია მეტონიმიისკენ  - მთლიანის - ნაწილებად, ჯგუფის - ინდივიდუუმებად დანაწევრებისკენ (დაფიქრდი, რამდენად უცნაურია, მაგალითად, რომ გვაქვს „მარტინ ლუთერ კინგის დღე“ და არა „სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დღე“).  წარმომადგენლები რეგულარულად უნდა იცვლებოდნენ და როცა საჭიროა, კვდებოდნენ.

4. იგივე გაფრთხილება ეხება ურთიერთობას მოძრაობასა და იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ, როგორც ორგანიზებული ბლოკი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ორგანული (ავტორი სიტყვა ორგანულს ხმარობს სამხედრო ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული გაგებით: სამხედრო ერთეული, შემდგარი უფრო პატარა დანაყოფებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მას სხვადასხვა ფუნქციით) რევოლუციური მემარცხენე ფრონტის საჭიროებაში, მაგრამ ჯგუფებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ავთენტურობის დაჩემება, თუკი ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ ბრძოლის წარმოებას და არ აქვთ დანარჩენი მონაწილეებისაგან  დაფარული გეგმები.

5. როგორც 1960იანების რთულმა გზამ გვასწავლა, კონსენსუალური (კონსენსუსზე დამყარებული) დემოკრატია არ არის იდენტური თანამონაწილეობითი დემოკრატიისა.  ინტერესთა ჯგუფებისთვის და კომუნებისთვის, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების ფორმამ შესაძლოა შესანიშნავად იმუშაოს, მაგრამ ნებისმიერი ფართო და გრძელვადიანი პროტესტისათვის, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რაიმე ფორმა არსებითია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალურად ფართო და თანასწორი თანამონაწილეობა. ეშმაკი, როგორც ყოველთვის, დეტალებშია: უზრუნველყოფილ უნდა იქნას რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დელეგატის უკან გაწვევა, პოლიტიკური უმცირესობების უფლებები უნდა იყოს ფორმალიზებული, გარანტირებულ უნდა იქნას აფირმატიული რეპრეზენტაცია, და ა.შ. (აფირმატიული რეპრეზენტაცია ნიშნავს პოლიტიკურ წარმომადგენლობას, სადაც გათვალისწინებულია რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ფაქტორები, რათა არ მოხდეს რომელიმე ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფის დისკრიმინაცია). 
ვიცი, ერეტიკოსობაა ამის თქმა, მაგრამ კარგი ანარქისტები, რომელთაც სჯერათ ხალხის თვითმმართველობის და შეთანხმებული ქმედების, ძალიან დააფასებენ რობერტსის „წესრიგის წესი“ (უბრალოდ გამოსადეგი ტექნოლოგია ორგანიზებული დისკუსიებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის).

Printfriendly