არათანასწორი გაცვლა და სოციალისტური პერსპექტივა.


ლენინი სტატიაში "მარქსიზმის კარიკატურა" განიხილავს ჩაგრულ და მჩაგვრელი ერის მუშათა კლასის მდგომარეობას :

"არის თუარა არსებული მდგომარეობა იგივე ჩაგრულ და მჩაგვრელი ქვეყნების მუშებს შორის, ნაციონალური საკითხიდან გამომდინარე?

არა .
1–  ეკონომიკური განსხვავება ისაა, რომ მჩაგვრელი ქვეყნების მუშათა კლასის ნაწილი, სარგებლობს იმ ზე მოგებების ნამცეცებით, რომელსაც ღებულობენ მჩაგვრელი ერების ბურჟუები, მუდამ ორმაგ ტყავს რომ აძრობენ ჩაგრული ერების მუშებს. გარდა ამისა ეკონომიკური მონაცები ადასტურებენ, რომ მჩაგვრელი ერების მუშათა უფრო მეტი პროცენტი ხდება  "ოსტატი" ვიდრე ჩაგრული ერების მუშებისა, – უფრო მეტი პროცენტი მაღლდება მუშათა კლასის არისტოკრატიის მდომარეობამდე,
მჩაგვრელი ერების მუშები რამდენამდე მონაწილენი არიან თავისი ბურჟუაზიისა მის მიერ ჩაგრული ერის მუშების (და მოსახლეობის მასების) გაძარცვაში.
2–  პოლიტიკურად განსხვავება ისაა, რომ პოლიტიკური ცხოვრების მთელ რიგ დარგებში მჩაგვრელი ერების მუშებს ჩაგრული ერის მუშებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობა აქვთ.
3–  იდეურად ანუ სულიერად. განსხვავება ისაა რომ მჩაგვრელი ერების მუშების სკოლაც და ცხოვრებაც ყოველთვის ზრდის ჩაგრული ერების მუშებისადმი ზიზღის ან ქედმაღლობის სულისკვეთებით."



ლენინი ამ საკითხს ხშირად განიხილავდა და მიიჩნევდა რომ შეუძლებელი იყო პროლეტარიატის ემანსიპაცია ანტი იმპერიალისტური ბრძოლის გარეშე, რაც თავის თავში ჩაგრული ერების ნაციონალურ თვითგამორკვევას მოიაზრებდა.
იმპერიალისტური ერების მუშათა კლასის შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობა დაფუძნებულია ჩაგრული ერების მუშათა კლასის ჩაგვრაზე, ამიტომაც ნაციონალისტური და შოვინისტური მიდრეკილებები ჩნდება იმპ. მუშათა კლასის რიგებში. ამ საკითხს მარქსიც ეხებოდა როდესაც ყოფდა ინგლისის მუშათა კლასს ორ - ინგლისურ- პრივილეგირებულ და ირლანდიურ- ჩაგრულ მუშათა კლასებად. 

ეს საკითხები ნეოკოლონიალისტურ სამყაროში უფრო და უფრო მწვავდება და შესაბამისად ჩნდება პრობლემის რევოლუციური  თეორიის აუცილებლობაც.
იგნში "არათანასწორი გაცვლა და სოციალისტური პერსპექტივა"  განხილულია მესამე სამყაროს და განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების პოლიტ ეკონომიური ურთიერთობა ფრანგი ნეომარქსისტის არგირი ემანუელის არათანასწორის გაცვლის თეორიის მიხედვით.  "არათანასწორი გაცვლის" თეორია ემყარება მარქსის ღირებულების ფასებად გადაქცევის (ტრანსფორმაციის) თეორიას .

წიგნში გაფართოებულია არგირის თეორიული ჩარჩო და განმტიკებულია ემპირიული მონაცემებით, ასევე გამოყანილია უაღრესად მნიშნვნელოვანი პოლიტიკური დასკვნები.
გადმოწერა  ( MOBI - ქინდლისთვის)

ტექსტი ვებ საიტზე

No comments:

Post a Comment

Printfriendly