ჰარუნ ფაროკის - კინო და წარმოების წესი


ჰარუნ ფაროკი 1944 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხეთის ქალაქ ახალ იჩინში დაიბადა, მან ბავშობა ინდონეზიაში გაატარა ხოლო განათლება გერმანიაში მიიღო. 1966 წელს ის აბარებს გერმანული კინოსა და ტელევიზიის ბერლინის აკადემიაში საიდანაც მას პოლიტიკური აქტივიზმისთვის აგდებენ, ამ პერიოდში იღებს მოკლე მეტრაჟიანაგიტპოპფილმს - „ თავჯდომარის სიტყვებიTheWords of the Chairman (1967).  საინტერესოა, რომ ფილმის გადაღებაში მონაწილეობას იღებდნენ  ოტო შილი და ჰოლგერ მაინსი - პირველი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ხოლო მეორეწითელი არმიის ფრაქციის“  წევრი და ციხეში დაიღუპაფაროკი თვის საქმიანობასთან ერთად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ჟურნალ »Filmkritik« (1974 – 1984) შიმას ფულის გამომუშავებისთვის უწევდა ტელევიზიებში და სხვადასხვა კომერციულ პროგრამებში მუაობა, თუმცა უნდა ითქვას , რომ ეს მისთვის სამუშაო მატერიალის ძიების პროცესიც იყო, რადგანაც ის თავის ფილემში იყენებდა სატელევიზიო და კომერციული ინდუსტრიის მასალას .
                                                                                           
ის კიარაა მნიშვნელოვანი თუ რა არის სურათში/ხატში, არამედ ის თუ რა დგას მის უკან. ამის და მიუხედავად ზოგი გვაჩვენებს სურათს როგორც  რაღაცის მტკიცებულებას რაც არ შეიძლება დამტკიცდეს სურათით „- ჰარუნ ფაროკის ეს სიტყვები ბევრნაირად შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული, თუმცა მისი შემოქმედება ყველაზე უკეთესი მისი ნამუშევრების გაცნობა და დაკვირვებაა - არსისა და გამოვლინების არათანხვედრობითობის ჩვენება ფაროკის მთავარი მეთოდია სურათ/ხატებთან ურთიერთობაში.  ფაროკისურათ-ხატებისარქეოლოგია, როგორც მას ხშირად უწოდებენ და არა მწარმოებელი, როგორც ის  ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს ,,იქიდან გამომდინარე, რომ უკვე არსებობს მრავალი ხატი/სურათი, მე დაკარგული მაქვს მოტივაცია, შევქმნა ახლები; მე ვამჯობინებდი  მანამდე არსებული სურათების განსხვავებული დანიშნულებით გამოყენებას. ''. ფაროკის მეორე ძირითადი მეთოდია
არა-ნარატიული  მატერიალის (მაგალითად სათვალთვალო კამერის ჩანაწერიგადამუშავება და ნარატიულ მატერიალად გადაწყობა.

60 -იან წლებში არსებული სოციალურმა დინამიკამ, მოახდინა კაპიტალისტური წარმოების და დისციპლინის მეთოდების რადიკალური განახლებადისციპლინარული საზოგადოებიდან კონტროლის საზოგადოებაზე გადასვლა, რომელიც უფრო და უფრო დეპერსონიზებულია და ტექნოლოგიებში განსხეულებული ძალაუფლების  სახით გვევლინება. ფაროკის შემოქმედებაც  მუდმივად უტრიალებს ადამიანური ინტელექტის ტექნოლოგიურ გამოვლინებას რომელიც კონროლის და დისციპლინის სამსახურშია, მისი ინტერესის საგანი წარმოებისა და დესტრუქციის დიალექტიკურ ურთიერთებაა 1 
კადრი ფილმიდან - დაკვირვება და იდენტიფიკაცია 2003   - ერთის მხრივ ასახულია
სამუშაო მანქანსთან მუშაობა, მეორეს მხრივ გაშვებული დისტანციური რაკეტა.
ამ კადრების პარალელურად ისმის მთხრობელის ხმა
 „უნდა არსებობდეს რაღაც კავშირი წარმოებასა და განადგურებას შორის (იხილეთ სტატია)

სამოციანების რევოლუციების დამარცხების მიუხედავად ბევრი სხვა ახალგაზრდა ინტელექტუალისგან   განსხვავებით ჰარუნ ფაროკი რევოლუციური ტალღების იმედგაცრუებას აქცევს ახალი კრიტიკული ინსპირაციის წყაროდ და უფრო მეტ დროს უთმობს პოლიტიკური ხელოვნების შექმნას, რაც ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდა

1969 წელს ფაროკი იღებს  ნამუშევარსჩაუქრობელი ცეცხლი“. ფილმი ეხება ამერიკის მიერ ვიეტნამში ბომბ  ნაპალმ- გამოყენებას.მარკუზეს მიხედვით დიალექტიკური აზროვნების ამოცანაა გამოყოს არსი გამოხატულების ფორმისაგან და გაარკვიოს მათი ურთიერთ მიმართებები.   ის ცალკე აღებულიიზოლირებული სურათ-ხატები რასაც "მეინსტრიმული" დოკუმენტალისტიკა გვთავაზობსარაფერს გვეუბნებიან 
 კომპლექსურ გარემოებებზე და პრეკონდიეციებზერომელშიც მათივე წარმოება
 მოხდა. ფაროკისთვის მეინსტრიმული დოკუმენტური ფილმი, რომელიც გვაჩვენებს სურათებს(ხატებს), მსხვერპლებს,   არაფერს გვეუბნება ომის შესახებ, მეტიც ის ჩვენ გვიმალავს ომის არსს "სურათ-ხატების" მანიპულაციური ფუნქციებით.  ჟილ გოდმილოუ ესსეშირა სჭირს ლიბერალურ დოკუმენტალისტიკას“ (WHAT'S WRONG WITH THE LIBERAL DOCUMENTARY Jill Godmilow)  ფაროკის ნამუშევარს უწოდებს პოსტ-რეალისტურ დოკუმენტალისტიკას რაც გულსიხმობსრეალობის სტრუქტურის შემოხაზვას“  რეალობის გამოხატულების/ასახვის საპირისპიროდ. ფაროკი უპირისპირდება  მეინსტრიმული მედიის მიერ შემოთავაზებულ  ვიენტამის გამოტირებას მის მორალიზაციას და კულტურიზაციას რაც საბოლოო ჯამში მის დეპოლიტიზაციას იწვევს, მარქსისტული გაგებით.

     ფაროკი ალბათ ხელს მოაწერდა ფრანგი სიტუაციონისტების განცხადებას - „მთავარი საკითხი ის კაირაა გამოვუცხადოთ ვიეტკონგს პირობითი (ან უპირობო) მხარდაჭერა არამედ ის, რომ ვიბძოლოთ ამერიკულ იმპერიალიზმთან თანმიმდევრულად და ყოველგვარი დათმობის გარეშე, ვიეტნამის ომის მიზეზები ამერიკაშია დამარხული და ის ამერიკიდანვე უნდა ამოიძირკვოს"  სცენის დასაწყისში ფაროკი მოგვამრთავს -  "როცა ჩვენ განახებთ ნაპალმის მსხვერპლების  სურათებს თქვენ თვალს დახუჭავთ. თქვენ დახუჭავთ თვალს ამ სურათებზე. შემდეგ თქვენ დახუჭავთ თვალს მეხსიერებაზე. შემდეგ თქვენ დახუჭავთ თვალს ფაქტებზე, შემდეგ კი მთლიან კონტექსტზე. "...   "როცა ნაპალმი იწვის მისი ჩაქრობა გვიანია. ნაპალმს უნდა ებრძოლო იქ სადაც ის იწარმოებაქარხნებში".  
                                                     
ფაროკი გვაჩვენებს თუ როგორ განსაზღვრავს კაპიტალისტური გაუცხოვებული შრომა და წარმოების უშუალო პროცესი ნაპალმის ბომბის დამზადებასა და გამოყენებას. იმას, რომ მწარმოებლებს არ გააჩნიათ არც ცოდნა თუ რას აკეთებენ და არც კონტროლი საკუთარი ნაწარმისა 2. ჩვენ ვხედავთ მუშების, სტუდენტებისა და ტექნიკოსების მონაწილეობას იარაღის დამზადებაში. თუმცა რეჟისორი გვაჩვენებს იმასაც, რომ მშრომელების ინტერესები ნიველირებულია შრომის გაუცხოვებული პროცესით ძალაუფლების სასარგებლოდ. ამიტომ საკითხის პრობლემატიზება ხდება კაპიტალისტური წარმოებითი ურთიერთობებიდან და არა უშუალოდ ბომბის გამოყენების ბოროტებიდან.


 
კადრი ფილმიდიანჩაუქრობელი ცეცხლი

ცოტა ხნის წინ, 2014 წლის ივლისში, 70 წლის რეჟისორი, ჰარუნ ფაროკი გარდაიცვალა.  ფაროკის შემოქმედებისა და მისი მნიშვნელობის განხილვას ერთი სტატია ვერ დაიტევს, მითუმეტეს თუ მისი განსაკუთრებული მეთოდოლოგიისა და ფორმის შესახებაც ვისაუბრებთ. თუმცა რეჟისორის 100-ზე მეტი ნამუშევრის და მრავალი ინსტალაციის მთავარი მახასიათებლისა და თემის გამოყოფა მაინც შეგვიძლია.
 „მედიის ძალადობის არსი, რომელიც ვრცელდება როგორც სათვალთვალო კამერებზე ისე ტელევიზორებში, იმაში მდგომარეობს, რომ ის მაყურებელს ან წამქეზებლად ან პოტენციურ მსხევრპლად გარდაქმნის  - როგორც ომის დროს“ - ამბობდა რეჟისორი. 
ფაროკის ბრძოლა მედიის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება.

1 - თეზისი- წარმოება , ანტითეზისი- დესტრუქცია,  სინთეზი ახალი გარემოებების წარმოება

2- შრომის პროცესი ისეა ორგანიზებული რომ მწარმოებელი კარგავს ნაწარმზე კონტროლს და მეტიც ნაწარმი მასზე ბატონობს ეს ეხება არამხოლოდ მატერიალურ წარმოებას არამედ სამუშაო ძალის ყიდვა გაყიდვას (გაყიდვის შემდეგ მუშა კარგავს საკუთარ სამუშაო ძალაზე ბატონობას). ამიტომაც ფაროკი პრობლემას ხედავს არა ადამიანის მორალურ მდგომარეობაში არამედ შრომის სოციალურ ფორმაში, რომელსაც განვითარებულ კაპიტალიზმში აქვს ადგილი.

იხილეთ :
http://sensesofcinema.com/2014/feature-articles/harun-farocki-1944-2014-or-dialectics-in-images/

http://www3.nd.edu/~jgodmilo/liberal.html



იხილეთ ფილმი

სტატია  შეცვლილი სახით გამოქვეყნდა  ჟურნალ "Film Print"-ში . თორნიკ ჩივაძე.

No comments:

Post a Comment

Printfriendly