სიტუაციონისტური თეზისები ტრაფიკზე.

სიტუაციონისტური ინტერნაციონალის დამაარსებლები


1
შეცდომა, რომელსაც უშვებს ყველა ქალაქის დამგეგმარებელი არის ის  რომ საკუთარ ავტომობილი (და მისი ნაწარმები როგორიცაა მოტო ციკლეტი) მიიჩნევა როგორც გადაადგილების   საშუალება.   სინამდვილეში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური სიმბოლოა  სიხარულის იმ გაგებისა, რომელსაც განვითარებული კაპიტალიზმი  ავრცელებს საზოგადოებაზე. Aვტომობილი იმყოფება ამ საერთო პროპაგანდის ცენტრში , როგორც გაუცხოვებული ცხოვრების უმაღლესი ნაწარმი და როგორც კაპიტალისტური ბაზრის განუყოფელი პროდუქტი. წელს ბევრჯერ აღინიშნა , რომ ამერიკული ეკონომიკის აყვავება დამოკიდებული გახდება სლოგანის – "ორი მანქანა – ერთ ოჯახზე" წარმატებაზე.
2
სამგზავრო დრო , როგორც ლე კორბუზიემ სწორად აღნიშნა წარმოადგენს ზედმეტ შრომას, რომელიც შესაბამისად ამცირებს თავისუფალ დროის რაოდენობას.

3.
ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ გადაადგილება, როგორც სამსახურის ნამატი სიამოვნების მოგზაურობით.

4
არქიტექტურული დიზაინის შეცვლის სურვილი   არსებული კერძო ავვტომობილების  პარაზიტული და მსაიფიცირებული საჭიროებების მიხედვით წარმოადგენს, პრობლემის არსის ყველაზე არარეალურ გაგებას.  Aმის ამგივრად არქიტექტურა უნდა ტრანსფორმირდეს საზოგადოების მთლიანი განვითარების მიხედვით, გარდამავალი ღირებულებების კრიტიკით რომელიც დაკავშირებულია მოძველებული სოციალურ ურთეირთბების ფორმებთან. (ამ რიგში რიგში პირველი ოჯახია)

5
იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ გარდამავალი პერიოდის გამო დროებით ვაღიარებთ უხეშ გაყოფას სამუშაო ზონებსა საცხოვრის ზონებს შორის , უნდა გავითვალისწინოთ მესამე  სფეროც, რომელიც შეეხება თავად სიცოცხლეს (გართობის  და მოცალეობის სფეროსცხოვრების არსს). უნიტარული ურბანიზმი არ ცნობს საზღვრებს; მისი მიზანია ისეთი ინტეგრირებული ადამიანური გარემოს ფორმირება რომელშიც განცალკევებები მუშაობა/დასვენება; კერძო/საჯარო საბოლოოდ გაქრება. მაგრამ სანამ ეს შესაძლებელი იქნება უნიტარული ურბანიზმის მინიმალური მოქმედებაა განავრცოს სათამაშო სივრცე  ყველა სასურველ კონსტრუქციაზე . ეს სივრცე წარმოჩინდება ძველი ქალაქის კომპლექსურობის დონეზე.

6
საკითხი ის კი არაა რომ დავუპირისპირდეთ ავტომობილს ,როგორც თავისთავად ბოროტს არამედ ის რომ ქალაქში მისმა უკიდურესმა კონცენტრაციამ მოახდინა მისი ფუნქციის უარყოფა . ურბანიზმა ნამდვილად არ უნდა უგულვებელყოს ავტომობილი, მაგრამ უფრო ნაკლებად უნდა გახადოს ის თავის ცენტრალურ  საკითხადშეგვიძლია მივიჩნიოთ რომ თანდათანობით მოხდება მისი ხმარებიდან ამოღება . ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია წამოვიდგინოთ ავტო მოძრაობის აკრძალვა ცენტრალური ნაწილის გარკვეულ ახალ კომპლექსებში, ისევე როგორც რამდენიმე ძველ ქალაქში
7
ის ვინც ფიქრობს,რომ ავტომობილი შეუცვლელია, არასწორია  მომავლის სხვა გადაადგილების ფორმების წმინდა ტექნოლოგიური თვალთახედვიდანაც კი. მაგალითად, ერთ ადგილიანი ვერტმფრენი,  რომელიც ახლა გამოიცდება ამერიკის არმიაში სავარაუდოდ ოცი წლის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდება ფართო მასებისთვის.


8

ადამიანური გარემოს დიალექტიკის - ავტომობილის  სასარგებლოდ დარღვევა (პარიზში დაგეგმილი ავტოსტრადების მშენებლობა გამოიწვევს ათასობით  სახლის და  საცხოვრისის განადგურებას , როცა საბინაო  კრიზისი ისედაც პერმანენტული ხასიათისაა) მის ირაციონალურურობას  ფსევდო პრაქტიკული გამართლებით ნიღბავს . მაგრამ ეს პრაქტიკულად გარდაუვალია  მხოლოდ, სპეციფიურ სოციალური წყობის კონტექსტში. ვისაც  ჯერა რომ  ეს სპეციფიკური პრობლემები მუდმივია სინამდვილეში უნდათ  დაიჯერონ თანამედროვე  საზოგადოების მუდმივობა

9
რევოლუციონერი ურბანისტი არ შეზღუდავს საკუთარ ინტერესს საგნების ორომტრიალზე და არც ამ ორომტრიალში გაბმულ ადამიანურ ყოფიერებაზე. ის შეეცდება დაამსხვრიოს ეს ტოპოლოგიური ბორკილები, და საკუთარი ექპერიმენტებით  დაეხმაროს ადამიანს ავთენტური სიცოცხლისკენ მოგზაურობაში.


გი ერნესტ დებორი (1959)

No comments:

Post a Comment

Printfriendly