კაპიტალიზმის „მიღწევები“ პოსტსაბჭოურ საქართველოში.

შესავალი



განვითარებადი ეკონომიკების ტიპური პრობლემა შეზღუდული კაპიტალის აკუმულაციის დინამიკური ურთიერთობაა, რაც მოგებას მშრომელების სამუშაო ძალის ხარჯზე ზრდის. მაშინ, როდესაც განვითრებული კაპიტალისტური ეკონომიკის ცენტრალური პრობლემაა გადალახოს აკუმულირებული კაპიტალის მოგების ნორმის დაცემა და კაპიტალის ინტენსივობის მეშვეობით, მოახდინოს შრომის პროდუქტიულობის ექსპლუატაცია[1]. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ასევე მოიაზრებს შრომის ხარჯზე (სამუშაო ძალის ცხოვრების სოციალურად და ისტორიულად განსაზღვრული სტანდარტის შემცირებით) მოგების ნორმის აწევას, როგორიცაა, მაგალითად, დღეს, ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რაც ზოგ შემთხვევაში, პირდაპირ ურტყამს ხელფასებს ანდა არაპირდაპირ ე.წ. სოციალურ ხელფასებს (სახელმწიფო სოციალურ სუბსიდიებს). 1970-იან წლების შუისთვის ILO-ს მონაცემებით, 16 განვითარებულ ეკონომიკაში, შრომას ეკავა ნაციონალური შემოსავლის 75%-იანი წილი. კრიზისის წინ, ის 65%-მდე დაეცა. 2008-2009 წლებში ის გაიზარდა, თუმცა ზრდა თავად ეროვნული შემოსავლის ფონზე მოხდა და შემდეგ კვლავ განაგრძო დაცემა.

იხილეთ სტატია სრულად - http://european.ge/capitalismi-sakartveloshi/

ინტელექტუალები კლასობრივი ბრძოლის ზღურბლზე - გიორგი ხარიბეგაშვილი.


სტატია წარმოადგენს გიორგი ხარიბეგაშვილის მიერ წაკითხული მოხსენების ტექსტურ ვარიანტს.


ჰარუნ ფაროკის - კინო და წარმოების წესი


ჰარუნ ფაროკი 1944 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხეთის ქალაქ ახალ იჩინში დაიბადა, მან ბავშობა ინდონეზიაში გაატარა ხოლო განათლება გერმანიაში მიიღო. 1966 წელს ის აბარებს გერმანული კინოსა და ტელევიზიის ბერლინის აკადემიაში საიდანაც მას პოლიტიკური აქტივიზმისთვის აგდებენ, ამ პერიოდში იღებს მოკლე მეტრაჟიანაგიტპოპფილმს - „ თავჯდომარის სიტყვებიTheWords of the Chairman (1967).  საინტერესოა, რომ ფილმის გადაღებაში მონაწილეობას იღებდნენ  ოტო შილი და ჰოლგერ მაინსი - პირველი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ხოლო მეორეწითელი არმიის ფრაქციის“  წევრი და ციხეში დაიღუპაფაროკი თვის საქმიანობასთან ერთად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ჟურნალ »Filmkritik« (1974 – 1984) შიმას ფულის გამომუშავებისთვის უწევდა ტელევიზიებში და სხვადასხვა კომერციულ პროგრამებში მუაობა, თუმცა უნდა ითქვას , რომ ეს მისთვის სამუშაო მატერიალის ძიების პროცესიც იყო, რადგანაც ის თავის ფილემში იყენებდა სატელევიზიო და კომერციული ინდუსტრიის მასალას .
                                                                                           
ის კიარაა მნიშვნელოვანი თუ რა არის სურათში/ხატში, არამედ ის თუ რა დგას მის უკან. ამის და მიუხედავად ზოგი გვაჩვენებს სურათს როგორც  რაღაცის მტკიცებულებას რაც არ შეიძლება დამტკიცდეს სურათით „- ჰარუნ ფაროკის ეს სიტყვები ბევრნაირად შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული, თუმცა მისი შემოქმედება ყველაზე უკეთესი მისი ნამუშევრების გაცნობა და დაკვირვებაა - არსისა და გამოვლინების არათანხვედრობითობის ჩვენება ფაროკის მთავარი მეთოდია სურათ/ხატებთან ურთიერთობაში.  ფაროკისურათ-ხატებისარქეოლოგია, როგორც მას ხშირად უწოდებენ და არა მწარმოებელი, როგორც ის  ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს ,,იქიდან გამომდინარე, რომ უკვე არსებობს მრავალი ხატი/სურათი, მე დაკარგული მაქვს მოტივაცია, შევქმნა ახლები; მე ვამჯობინებდი  მანამდე არსებული სურათების განსხვავებული დანიშნულებით გამოყენებას. ''. ფაროკის მეორე ძირითადი მეთოდია
არა-ნარატიული  მატერიალის (მაგალითად სათვალთვალო კამერის ჩანაწერიგადამუშავება და ნარატიულ მატერიალად გადაწყობა.

არათანასწორი გაცვლა და სოციალისტური პერსპექტივა.


ლენინი სტატიაში "მარქსიზმის კარიკატურა" განიხილავს ჩაგრულ და მჩაგვრელი ერის მუშათა კლასის მდგომარეობას :

"არის თუარა არსებული მდგომარეობა იგივე ჩაგრულ და მჩაგვრელი ქვეყნების მუშებს შორის, ნაციონალური საკითხიდან გამომდინარე?

არა .
1–  ეკონომიკური განსხვავება ისაა, რომ მჩაგვრელი ქვეყნების მუშათა კლასის ნაწილი, სარგებლობს იმ ზე მოგებების ნამცეცებით, რომელსაც ღებულობენ მჩაგვრელი ერების ბურჟუები, მუდამ ორმაგ ტყავს რომ აძრობენ ჩაგრული ერების მუშებს. გარდა ამისა ეკონომიკური მონაცები ადასტურებენ, რომ მჩაგვრელი ერების მუშათა უფრო მეტი პროცენტი ხდება  "ოსტატი" ვიდრე ჩაგრული ერების მუშებისა, – უფრო მეტი პროცენტი მაღლდება მუშათა კლასის არისტოკრატიის მდომარეობამდე,
მჩაგვრელი ერების მუშები რამდენამდე მონაწილენი არიან თავისი ბურჟუაზიისა მის მიერ ჩაგრული ერის მუშების (და მოსახლეობის მასების) გაძარცვაში.
2–  პოლიტიკურად განსხვავება ისაა, რომ პოლიტიკური ცხოვრების მთელ რიგ დარგებში მჩაგვრელი ერების მუშებს ჩაგრული ერის მუშებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობა აქვთ.
3–  იდეურად ანუ სულიერად. განსხვავება ისაა რომ მჩაგვრელი ერების მუშების სკოლაც და ცხოვრებაც ყოველთვის ზრდის ჩაგრული ერების მუშებისადმი ზიზღის ან ქედმაღლობის სულისკვეთებით."



ლენინი ამ საკითხს ხშირად განიხილავდა და მიიჩნევდა რომ შეუძლებელი იყო პროლეტარიატის ემანსიპაცია ანტი იმპერიალისტური ბრძოლის გარეშე, რაც თავის თავში ჩაგრული ერების ნაციონალურ თვითგამორკვევას მოიაზრებდა.

კარლ მარქსი - "გოთას პროგრამის კრიტიკა"


გოთას პროგრამის კრიტიკა წარმოადგენს მარქსის მიერ გერმანიის მუშათა სოციალ დემოკრატიული პარტიის პროგრამის კრიტიკას,  რომელშიც განხილულია პარტიის რევოლუციური სტრაგეგია და მისი პროგრამის პოლიტეკონომიური პუნქტების მწვავე კრიტიკა. 


კარლ მარქსი - "ღირებულება, ფასი და მოგება"

მთლიანი ტექსტის გადმოწერა
კონსპექტის pdf  ვერსია

კარლ მარქსის მოხსენება, რომელიც წაკითხულ იქნა მარქსის მიერ მუშათა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ საბჭოს სხდომებზე 1865 წლის 20 და 27 ივნისს.

ტექსტში მოკლედ და ნათლად არის გადმოცემული მარქსის ძირითადი იდეები, რომლებიც უფრო ფართოდ და სიღრმისეულად გადმოცემულია კაპიტალის პირველ ტომში.


ამ წერილში ვეცდები მოკლედ გადმოვცე ის ძირითადი კონცეპტები და ეკონომიკური კატეგორიები, რომლებსაც მარქსი იყენებს თავის მოხსენებაში - „ღირებულება, ფასი და მოგება“. მარქსმა ეს მოხსენება ინტერნაციონალის შეხვედრაზე წაიკითხა 1865 წელს.
ის პასუხობს ოუენისტ მუშას რომლის აზრითაც მშრომელების გაერთიანება უნდა მოხდეს კოოპერატივების სახით და არა პროფესიულ კავშირებში.  უენსტონი აცხადებთა, რომ სახელფასო ბრძოლა და მატება არამხოლოდ არაფერს არგებდა უშუალოდ მისთვის მებრძოლ მშრომელებს არამედ ავნებდა სხვა სექტორის მშრომელებს რადგანაც გამოიწვევდა ფასების ზრდას, ეს კი დაამძიმებდა  მშომელთა სოციალურ მდგომარეობას. ეს მოსაზრება ეყრდნობა დაშვებას, რომ არსებობს მუდმივი მოცემულობა პროდუქტისა და ხელფასების, რაც ნიშნავს რომ არსებობს  „ხელფასების ურყვევი“ კანონი, და თუკი ხელფასი იცვლება ამ კანონის მიხედვით აუცილებლობიდ იცვლება პროდუქტების ფასი. მოქალაქე ვესტონის მოსაზრებებს, რომლებსაც დრევადნელი ბურჟუაზიული ეკონომისტებიც ხანდახან იმეორებნ მარქსი პირველ ნაწილში მარტივად ანადგურებს და ასკვნის რომ ხელფასი არაა საქონლის ღირებულებისგან გამოყვანილი ფენომენი.  პირველი ნაწილის შემდეგ  მარქსი გადადის საკუთარი ეკონომიური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე, (ჩვენ ამ შემთხვევაში ეს გვაინტერესებს) რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე საუკეთესო ნაშრომად, რომელიც დაწერილა კაპიტალის პირველი ტომის მოკლე განმარტებისათვის.
ნაშრომი შეგვიძლია დავყოთ სამ ძირითად ნაწილად :
1.      საქონლის ღირებულება (თავი 6ე)
2.      მოგების წყარო (7 და 11ე).
3.      ხელფასი და მოგება (12-14).

Printfriendly