Ten Immodest Commandments
ათი არამოკრძალებული მცნება
მაიკ დევისი (დაბ 1946)
ამერიკელი მარქსისტი სოცილური კომენტატორი, ურბანისტი, ისტორიკოსი და პოლიტიკური აქტივისტი.
თარგმანი რუსუდან მირზიკაშვილი
ნაწყვეტი სტატიიდან ათი არამოკრძალებული მცნება
...1. კატეგორიულად საჭიროა ორგანიზება ან უფრო სხვების თვით-ორგანიზების ხელშეწყობა. კატალიზატორი კარგია მაგრამ ორგანიზება უკეთესია.
2. ლიდერობა უნდა იყოს დროებითი და უნდა ექვემდებარებოდეს უკან გაწვევას. კარგი ორგანიზატორის საქმე, როგორც ხშირად აღინიშნებოდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში, არის ორგანიზება ისე, რომ თავად იგი არ გახდეს მუდმივად საჭირო და შეძლოს ამ პოსტის დატოვება.
3. პროტესტანტებმა უნდა დაძლიონ მედიის მუდმივი ტენდენცია მეტონიმიისკენ - მთლიანის - ნაწილებად, ჯგუფის - ინდივიდუუმებად დანაწევრებისკენ (დაფიქრდი, რამდენად უცნაურია, მაგალითად, რომ გვაქვს „მარტინ ლუთერ კინგის დღე“ და არა „სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დღე“). წარმომადგენლები რეგულარულად უნდა იცვლებოდნენ და როცა საჭიროა, კვდებოდნენ.
4. იგივე გაფრთხილება ეხება ურთიერთობას მოძრაობასა და იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ, როგორც ორგანიზებული ბლოკი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ორგანული (ავტორი სიტყვა ორგანულს ხმარობს სამხედრო ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული გაგებით: სამხედრო ერთეული, შემდგარი უფრო პატარა დანაყოფებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ მას სხვადასხვა ფუნქციით) რევოლუციური მემარცხენე ფრონტის საჭიროებაში, მაგრამ ჯგუფებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ ავთენტურობის დაჩემება, თუკი ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ ბრძოლის წარმოებას და არ აქვთ დანარჩენი მონაწილეებისაგან დაფარული გეგმები.
5. როგორც 1960იანების რთულმა გზამ გვასწავლა, კონსენსუალური (კონსენსუსზე დამყარებული) დემოკრატია არ არის იდენტური თანამონაწილეობითი დემოკრატიისა. ინტერესთა ჯგუფებისთვის და კომუნებისთვის, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღების ფორმამ შესაძლოა შესანიშნავად იმუშაოს, მაგრამ ნებისმიერი ფართო და გრძელვადიანი პროტესტისათვის, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რაიმე ფორმა არსებითია, რათა უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალურად ფართო და თანასწორი თანამონაწილეობა. ეშმაკი, როგორც ყოველთვის, დეტალებშია: უზრუნველყოფილ უნდა იქნას რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დელეგატის უკან გაწვევა, პოლიტიკური უმცირესობების უფლებები უნდა იყოს ფორმალიზებული, გარანტირებულ უნდა იქნას აფირმატიული რეპრეზენტაცია, და ა.შ. (აფირმატიული რეპრეზენტაცია ნიშნავს პოლიტიკურ წარმომადგენლობას, სადაც გათვალისწინებულია რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ფაქტორები, რათა არ მოხდეს რომელიმე ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფის დისკრიმინაცია).
ვიცი, ერეტიკოსობაა ამის თქმა, მაგრამ კარგი ანარქისტები, რომელთაც სჯერათ ხალხის თვითმმართველობის და შეთანხმებული ქმედების, ძალიან დააფასებენ რობერტსის „წესრიგის წესი“ (უბრალოდ გამოსადეგი ტექნოლოგია ორგანიზებული დისკუსიებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის).