კარლ მარქსი - "ღირებულება, ფასი და მოგება"

მთლიანი ტექსტის გადმოწერა
კონსპექტის pdf  ვერსია

კარლ მარქსის მოხსენება, რომელიც წაკითხულ იქნა მარქსის მიერ მუშათა საერთაშორისო ასოციაციის გენერალურ საბჭოს სხდომებზე 1865 წლის 20 და 27 ივნისს.

ტექსტში მოკლედ და ნათლად არის გადმოცემული მარქსის ძირითადი იდეები, რომლებიც უფრო ფართოდ და სიღრმისეულად გადმოცემულია კაპიტალის პირველ ტომში.


ამ წერილში ვეცდები მოკლედ გადმოვცე ის ძირითადი კონცეპტები და ეკონომიკური კატეგორიები, რომლებსაც მარქსი იყენებს თავის მოხსენებაში - „ღირებულება, ფასი და მოგება“. მარქსმა ეს მოხსენება ინტერნაციონალის შეხვედრაზე წაიკითხა 1865 წელს.
ის პასუხობს ოუენისტ მუშას რომლის აზრითაც მშრომელების გაერთიანება უნდა მოხდეს კოოპერატივების სახით და არა პროფესიულ კავშირებში.  უენსტონი აცხადებთა, რომ სახელფასო ბრძოლა და მატება არამხოლოდ არაფერს არგებდა უშუალოდ მისთვის მებრძოლ მშრომელებს არამედ ავნებდა სხვა სექტორის მშრომელებს რადგანაც გამოიწვევდა ფასების ზრდას, ეს კი დაამძიმებდა  მშომელთა სოციალურ მდგომარეობას. ეს მოსაზრება ეყრდნობა დაშვებას, რომ არსებობს მუდმივი მოცემულობა პროდუქტისა და ხელფასების, რაც ნიშნავს რომ არსებობს  „ხელფასების ურყვევი“ კანონი, და თუკი ხელფასი იცვლება ამ კანონის მიხედვით აუცილებლობიდ იცვლება პროდუქტების ფასი. მოქალაქე ვესტონის მოსაზრებებს, რომლებსაც დრევადნელი ბურჟუაზიული ეკონომისტებიც ხანდახან იმეორებნ მარქსი პირველ ნაწილში მარტივად ანადგურებს და ასკვნის რომ ხელფასი არაა საქონლის ღირებულებისგან გამოყვანილი ფენომენი.  პირველი ნაწილის შემდეგ  მარქსი გადადის საკუთარი ეკონომიური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე, (ჩვენ ამ შემთხვევაში ეს გვაინტერესებს) რომელიც შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე საუკეთესო ნაშრომად, რომელიც დაწერილა კაპიტალის პირველი ტომის მოკლე განმარტებისათვის.
ნაშრომი შეგვიძლია დავყოთ სამ ძირითად ნაწილად :
1.      საქონლის ღირებულება (თავი 6ე)
2.      მოგების წყარო (7 და 11ე).
3.      ხელფასი და მოგება (12-14).


1-  საქონლის ღირებულება

მარქსი კლასიკური პოლიტიკური ეკონომიის წინა წარმომადგენლების მსგავსად საკუთარ ღირებულების თეორიას აგებს შრომის ღირებულების თეორიაზე. შრომის ღირებულების თეორია მოკლედ-  ღირებულების თეორია,  წარმოადგენს ცენტრალურ კანონს რომელიც ოპერირებს კაპიტალისტურ საზოგადოებაში,  როგორც ცენტრალური წესი საზოგადოებრივი წარმოებისა და კვლავწარმოების პროცესში.  
საქონლის ღირებულება განსაზღვრავს პროპორციებს რომლებშიც ისინი იცვლება, ეს ნიშნავს იმას რომ საქონლის ღირებულება განისაზღვრება წარმოების პროცესით და არა მისი ცირკულაციის პროცესით რომელიც მისი აუცილებელი სოციალური მახასიათებელია. ეს არ ნიშნავს რომ საქონელი აუცილებლად მისი ღირებულების პროპორციით გაიყიდება გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი თუკი გავითვალისწინებთ მონოპოლიებს და სხვადასხვა ფაქტორებს , ამ საკითხებს მარქსი  აქ ტოვებს და კაპიტალის მესამე ტომში განიხილავს*.  ღირებულება წარმოადგენს ცენტრალურ მახასიათებელს ყველა საქონლისათვის, თუმცა ის მნიშვნელობას იძენს მხოლოდ გაცვლის კონტექსტში რაც მისი სოციალური ფუნქცია და მახასიათებელია. თვისობრივად (ფიზიკურად ) განსხვავებულ  უამრავ საქონელს შორის ერთადერთი საერთო არის ის რომ ისინი სოციალური შრომის ნაწარმები არიან შრომის დანაწილების შიგნით. 
საქონლის ღირებულება განისაზღვრება მასში მოთავსებული შრომის რაოდენობით , თუმცა არა უშუალოდ  განცხორციელებული შრომის შრომის რაოდენობით არამედ სოციალურად აუცილებელი საწარმოო შრომის რაოდენობით. თუკი ეს ასე იქნებოდა უუნარო ან "ზარმაცი" მშრომელის შრომის პროდუქტს მეტი ღირებულება ექნებოდა. მარქსი თქმით სოციალურად აუცილებელ შრომა არის :  საწარმოებლად აუცილებელი შრომის რაოდენობა საზოგადოების მოცემულ მდგომარეობაში,  წარმოების საშუალო სოციალურ მდგომარეობაში, მოცემულ სოციალურ საშუალო ინტენსივობაში და საშუალო დასაქმებული შრომის საშუალო კვალიფიკაციის მიხედვით. ის თუ რამდენი შრომაა განხორციელებული საქონელში ითვლება მის აუცილებელი საწარმოებელი დროით,  კვალიფიკაციური შრომა დაიყვანება საშუალო და მარტივი შრომის ერთობებისკენ.  საქონელში მყოფი შრომის დათვლისას, მისი დამზადების საბოლოო სტადიასთან ერთად უნდა დაემატოს წინად გაწეული შრომა:
1. რომელიც შესულია ნედლ მასალაში, საწვავში და ა.შ.
2. ნაწილი იმ შრომისა რომელიც შესულია შენობებში და მანქანებში რომლიდანაც ის გადადის საქონელზე, როდესაც წარმოებაშის პროცესშია.    საქონლის ღირებულებას არ განაპირობებს და არც დამოკიდებულია  იმ ხელფასებზე, რომლებიც გადახდილია მათთვის ვინც ისინი დაამზადა.
სოციალურად აუცილებელი სამუშო დროის თეორია ერთ ერთი მნიშნველოვანი საკითხია, მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ მოგების ნორმის სხვაობები  ერთიდაიგივე წარმოების სექტორებში , როგორც ნაციონალურ ისე ინტერნაციონალურ კონტექსტში.   საქონლის ღირებულება შეიცვლება როგორც კი შეიცვლება  მის დასამზადებლად სოციალურად აუცილებელი სამუშაო დრო.  ეს დამოკიდებულია  მწარმოებლობითობაზე, (რასაც მარქსი  ‘შრომლის მწარმოებლურობის ძალას უჭოდებს „) თუკი მწარმოებლობითობა მაღლა იწევს  (ანუ დამზადებას ნაკლები დრო სჭირდება)  მაშინ ამ საქონლის ღირებულება ეცემა. თუკი პროდუქტიულობა ეცემა, მაშინ საქონლის ღირებულებაც იწევს. ღირებულება და მწარმოებლურობითობა (პროდუქტიულობა) უკუპროპორციულ მიმართებაშია.  
აქედან გამომდინარე ვიღებთ შემდეგ დასკვნას : საქონლის ღირებულება შეიცვლება მის დასამზადებლად სოციალურად აუცილებელი სამუშაო დროის ცვლილებასთან ერთად, რაც დამოკიდებულია მწარმოებლობითობაზე.  თუკი მწარმოებლითობა იზრდება ანუ მცირდება დამზადებისათვის საჭირო დრო საქონლის ღირებულებაც ეცემა და პირუკუ. მოთხოვნა მიწოდებაზე დამოკიდებულების გამო შესაძლებელია „საბაზრო ფასი“  არ ემთხვევოდეს მის „ნატურალურ ფასს“ (ა.სმიტი). თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ( კონკურენციის გამო, რომელიც ათანასწორებს სოციალურად აუცილებელ სამუშაო დროს ცალკეულ სექტორებში) ფასები  ნამდვილი ღირებულებების მიხედვით იყიდება. სანამ საქონელი თავის ფასზე მაღლა იყიდება არსებობს ზე მოგება (Super Profit)  რომელიც წარმოდგება არა ღირებულების წარმოებისგან არამედ ერთიდაიმავე წარმოების სექტორში ღირებულების ტრანსფერით ერთი ფირმიდან მეორეში (რადგანაც ერთ სექტორში ნაწარმოები ღირებულების მასა ერთიდაიგივეა ის არაწარმოებითი მოხმარება/გაცვლით ვერ გამრავლდება მხოლოდ გადანაწილდება ).
საქონლის თავის ღირებულებაში გაყიდვის დაშვებას მარქსი აკეთებს იმისთვის რომ გაამარტივოს მოგების ახსნა, რათა არ მოხდეს მოგების ფენომენის გამოყვანა ღირებულებაზე მეტად გაყიდვიდან.


შენიშვნა : *არ უნდა გვეგონოს , რომ მარქსი ნეოკლასიკური სკოლის მსგავსად საერთო წონასწორობის თეორიას ემხრობა.   მიუხედავად იმისა რომ მარქსი მოთხოვნა მიწოდების ბალანსს იყენებს წარმოების ფასების და ფასების ახსნისას ის უარყოფს რომ მოთხოვნა მიწოდების ბალანსს თავის თავად შეუძლია ფასების  ახსნა. როდესაც მოთხოვნა მიწოდება ერთმანეთს ფარავს  ის არაფერს ხსნის. როდესაც ისინი ბალანსშია, მხოლოდ კვლავწარმოების ხარჯები ხსნიან ფასების სიდიდეს ანუ მიწოდების, წარმოების  გარემოებები და სოციალურად აუცილებელი სამუშაო დრო  ხსნის ფასების სიდიდეს და შეფარდებით ფასებს. ნეოკლასიკურ თეორიაშია წონასწორობას ეკვალიბრიუმს ონტოლოგიური დატვირთვა გააჩნია.

2-მოგების წყარო (თავი 7 და 11ე).

ამ ნაწილში მარქსს შემოაქვს სამუშაო ძალის ცნება. სამუშაო ძალა წარმოადგენს არა უშუალოდ შრომას არამედ შრომის შესაძლებლობას, და სწორედ სამუშაო ძალაა რასაც კაპიტალისტი ყიდულობს მშრომელისგან და არა შრომას . რასაც მშრომელი ყიდის არის არა შრომა არამედ სამუშაო ძალა- მისი შესაძლებლობა იშრომოს. გაურკვევლობა შრომასა და სამუშაო ძალას შორის ჩნდება იმიტომ რომ მუშა ანაზღაურებულია მას შემდეგ რაც ის მუშაობს ამიტომ მისი ხელფასი ჩანს ისე თითქოს ის შესრულებული შრომის ანაზღაურება იყოს.

  მარქსისთვის სამუშაო ძალის ღირებულება განისაზღვრება ისევე როგორც სხვა საქონლის ღირებულება, მასში შედედებული სოციალურად აუცილებელი შრომის რაოდენობის.;   იმ შრომით რომლითაც მშრომელი და მისი ოჯახი მოიხმარს და ყიდულობს საგნებს იმ შრომით რომელიც მის განათლებაზე და მომზადებისთვისაა საჭირო : „სამუშაო ძალის ღირებულება ისაზღვრება იმ აუცილებელი საარსებო საშუალებათა ღირებულებით,  რაც საჭიროა სამუშაო ძალის საწარმოებლად, გასანვითარებლად,შესანარჩუნებლად და განსავითარებლად“.  კაპიტალისტი სამუშაო ძალას საკუთარი ღირებულები მიხედვით ყიდულობს, ანუ იმ ფასად რომელიც აუცილებელია მშრომელების საარსებოდ. სამუშაო ძალის ღირებულება  ( რასაც დამსაქმებელი იხდის როგორც ხელფასი) და მისი მოხმარება (რომელიც არის ის რასაც ის ყიდულობს) ორი სხვადასხვა რამაა- სამუშაო ძალის ღირებულება და იმ ღირებულების რაოდენობა რაც მას შეუძლია აწარმოოს არაა ერთი და იგივე, რადგან მუშას შეუძლია იშრომოს მეტი ვიდრე საჭიროა იმ ღირებულების რომელიც აჭარბებს მის საარსებო აუცილებლობების ღირებულებას. აქედან ზედმეტი ღირებულების ნორმა = ზედმეტი სამუშაო დრო/საარსებოდ საჭირო სამუშაო დროსთან.

მარქსს ილუსტრირებისთვის მაგალითი მოაქვს. რომ 6 საათიანი საშუალო შრომა,  ოქროში გამოხატული უდრის 3 შილინგს.
თუკი მუშა ანაზღაურებულია 3 შილინგით დღეში, ექვსი საათის მუშაობის შემდეგ ის გაცვლიდა თავის სამუშაო ძალის ღირებულებას (ხელფასზე).  კაპიტალისტს ამის მიუუხედავად ნაყიდიაქვს შრომის  სამუშაო ძალის შრომის გამოყენება არა მხოლოდ 6 საათი არამედ მთელი დღე. დარჩენილ 12 საათში შესრულებულ შრომას ის უფასოდ იღებს.
მარქსი იღებს ნედლი მასალის, საწვავის მანქანების და სხვა.. საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ საშუალო  ღირებულებას, რომელიც გადატანილია ნაწარმზე.
ნედლი მასალა და სხვა ...............12 შილინგი. (წარმოებისას გადასული ღირებულება)
ახალი ღირებულება დამატებული დღეში ..... 6 შილინგი (ცოცხალი შრომი ნაწარმი ღირებულება)
საქონლის ღირებულება.....18 შილინგი.
ამ საქონლის ღირებულების მიხედვით გაყიდვა (18შილინნგი) კაპიტალისტს 3 შილინგის მისცემს. ესე იხნსება მოგება როდესაც საქონელი თავის ღირებულების მიხედვით იყდება. ამ მოგების ანუ ზედმეტი ღირებულების წაყარო ცოცხალი შრომის გადაუხდელი შრომაა.
სამუშაო პროცესი შედგება ორი ნაწილისგან. ერთი ნაწილი ადხდენს ხელფასის ღირებულების კვლვავსწარმოებას რომელსაც კაპიტალისტი მუშას უხდის და მეორე ნაწილი ზედმეტი შრომისგან რომელშიც კაპიტალისტი არ იხდის არაფერს.
მარქსის მიხედვით  გადაუხდელი და გადახდილი შრომა სხვადასხვა წარმოებითი წესის მიხედვით სხვადასხვაგვარად  გამოვლინდება.
მარქსი საუბრობს ნაწარმი ზედმეტი ღირებულების დანაწილებაზე  .  მთლიანი ზედმეტი ღირებულება არ მიდის დამსაქმებელთანმან ის უნდა გააზიაროს მიწათმფლობეთან (ქირადა ბანკირთათ (ინტერესი). რაც მას რჩება ეს არის ინდუსტრიული ან კომერციული მოგებაზედმეტი ღირებულება არაა შედგენილი მოგება+ქირა+ინტერესითეს მხოლოდ არის ის რადაც ის იყოფა. მოგების ნორმას მარქსი მოგების მასას შორის და ავანსირებულ კაპიტალს შორის პროცენტული სხვაობით  იღებს. მარქსი გვაძლევს მოგების ნორმის ორგვარ განმარტებას : 1 ხელფასებზე ავანსირებული კაპიტალის მიხედვით ( Rate of Exploitation) 2 -  მთელი ავანსირებული კაპიტალის მიხედვით.
თუკი გვსურს გავიგოთ ნამდვილი დამოკიდებულება გადახდილ და გადაუხდელ შრომას შორის ჩვენ პირველი მეთოდით უნდა ვიხელმძღვანელოთ.



ხელფასები და მოგება (12-14).

თუკი საქონლის ღირებულება მასში მოთავსებული აუცილებელი სოციალური საწარმოებელ დროზეა დამოკიდებული მის ღირებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს მასში არსებული ანაზღაურებული (ხელფასები) და აუნაზღაურებელი (ზედმეტი ღირებულება) შრომის პროპორცია. აქედან გამომდინარე გადახდილი ხელფასი რომლებიც ამ საქონლის მწარმოებელს მიეცემა შეიძლება აიწიოს ან დაიწიოს იყოს მაღალი ან დაბალი ისე რომ არ ახდენდეს გავლენას ამ საქონლის ღირებულებაზე .
საქონლის ღირებულება შეიცვლება თუკი შეიცვლება მწარმოებლობითობა მიუხედავად სამუშაო დროის ერთგვარობნებისა. პროდუქტიულობა ითვლება ერთეული შრომის ნაწარმოები პროდუქტის რაოდენობის მიხედვით.  ამიტომაც  როცა მწარმოებლობითობის ზრდა დღიურ შრომაში ზრდის ნაწარმოები ერთეული საქონელის რაოდენობას ,  პროპორციულად ეცემა ერთეული საქონლის ღირებულება (და ფასი).

ამ ძირითადი პოლიტეკონომიური მიმოხილვის შემდეგ მარქსი არკვევს იმ გარემოებებს, რომლებიც წარმოშობს დაპირისპირებას შრომასა და კაპიტალს შორის და თანამედროვეობაში გამოიხატება პროფკავშირული ბრძოლის სახით. მარქსი ასახელებს 4 გარემოებას რომელიც განაპირობებს ბრძოლას ხელფასების აწევისთვის ან შენარჩუნებისთვის ესენია 1- სამუშაო ძალის ღირებულების ცვლილება, 2- ფულადი ფასების ცვლილება რომლის მიზეზიც ფულის ღირებულების ცვლილებაა. 3- შრომის ინტენსივობის ცვლილებისას, ან სამუშაო დროის ცვლილება.       4- ეკონომიკური სტაგნაციის დროს როდესაც ხელფასები მცირდება და ეკონომიკური აღმავლობის დროს როცა ხელფასები არ იზრდება.
 სამუშაო ძალის ღირებულება შეიძლება შეიცვალოს აუცილებელი საჭიროების ნივთების/სერვისების  ღირებულების ცვლილებისას. თუ მათი ღირებულება გაიზარდა მაშინ ხელფასების ზრდა  მხოლოდ აღადგენს მშომელების საშუალებას მოიხმარონ იგივე რაოდენობის რამდენიც უწინ.  თუკი მათი ღირებულება დაეცა, მშრომელები იბრძვიან ხელფასების შესანარჩუნებლად , მზარდი მწარმოებლურობაში წილის გამო. ასევე ღირებულებება შეიძლება არ იცვლებოდეს მაგრამ ფასები შეიცვალოს ფულის ღირებულების ცვალების გამო.  აქ მარქსი ამბობს რომ ფულის ღირებულება განსაზღვრულია ოქროს მაღაროებში პროდუქტიულობის ზრდით. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასების აწევა ან ინფლაცია.
სამუშაო ძალის ღირებულებას აყალიბებს ორი ფაქტორი : 1- უცვლელი ფიზიკური მინიმუმი რათა მოხდეს მუშათა კლასის ჩამოყალიბება და  კვლავწარმოება  და 2-  ცვალებადი ისტორიული ელემენტი ანუ სხვადასხვაგვარი ახალი ღირებულებები რომლებიც შეესაბამება სოციალურად მიღებულ ცხოვრების მინიმალურ სტანდარტებს (მაგ განათლება დღეს რომელიც წინად პრივილეგია იყო). აქედან გამომდინა სამუშაო ძალის ღირებულება არა გაყინული არამედ ცვალებადი რაოდენობაა. მარქსიმალური ხელფასის რაოდენობა თავის ზღვარს პოულობს ხელფასების მინიმალურ ფიზიკურ რაოდენობაში  და  სამუშაო დღის ფიზიკურ მაქსიმუმში პოულობს. ამათ შორის უამრავი სახის ვარიაციაა შესაძლებელი.

რადგანაც ზემოთ აიხსნა მოგების ხელფასის და ფასის ურთიერთ მიმართება მარქსი ასკვნის რომ ხელფასებს და მოგებას ანუ ზედმეტი ღირებულების კლასობრივი დანაწილება დამოკიდევბლია  კლასობრივი ბრძოლის მუდმივ დინამიკაზე.
შემდეგ  მარქსი განიხილავს პროფ კავშირების როლს კაპიტალისტური კვლავწარმოების პროცესში ,  ის აღნიშნავს რომ პროფკავშირები აუცილებელია იმისთვის რომ არ მოხდეს სამუშაო ძალის ფასის დავარდნა და მშრომელები აუცილებლად უნდა ერთიანდებოდნენ ორგანიზაციულად. თუმცა მარქსი ასევე აღნიშნავს პროფესიული კავშირების შეზღუდულობას,რადგანაც ყოველდღიური ბრძოლა კაპიტალსა და შრომას შორის ებრძვის შედეგებს და არა მიზეზებს, კაპიტალის ძირითადი ტენდენცია მის წარმოებით ურთიერთობებშია დამარხული და არა მის განაწილებით ურთიერთობებში . მშრომელებმა კი ნაცვლად კონსერვატიული მოთხოვნისა სამართლიანი ხელფასი სამართლიანი სამუშაო დღისთვის უნდა   გაერთიანდნენ დაქირავებული შრომის მოსპობის  საკითხის გარშემო.

მარქსს გამოაქვს საერთო დასკვნა, 1- ხელფასის დონის საყოველთაო მომატება საერთო მოგების შემცირებას იწვევს , თუმცა საერთოდ არ მოქმედებს საქონლის ფასებზე. 2- კაპიტალისტური წარმოების საერთო ტენდენცია იხრება არა ხელფასების მომატებისკენ არამედ შემცირებისკენ 3- პროფესიული კავშირები ეფექტურად მოქმედებენ კაპიტალის შემოტევის წინააღმდეგ, თუმცა იმის გამო რომ ისინი არ ცდილობენ პრობლემების საფუძვლის გარშემო გაერთიანებას ვერ ახდნენე გავლენას კაპიტალის ძირითადად ტენდენციაზე.



No comments:

Post a Comment

Printfriendly