კარლ მარქსი "ებრაული საკითხისათვის"


ბრუნო ბაუერი."ებრაული საკითხი".ბრაუნშვაიგი,1843.Bruno Bauer. «Die Judenfrage». Braunschweig, 1843.


გერმანელი ებრაელები ეძებენ ემანსიპაციას.როგორ ემანსიპაციას ეძებენ ისინი ? სახელმწიფო-სამოქალაქო,პოლიტიკურ ემანსიპაციას.ბრუნო ბაუერი პასუხობს მათ : არავინ გერმანიაში არ ემანსიპირებულა პოლიტიკურად.ჩვენ თვითონ არ ვართ თავისუფალნი.ჩვენ გერმანელებმა როგორ უნდა გაგანთავისუფლოთ თქვენ ებრაელები ?თქვენ ებრაელები,როგორც ებრაელები ეგოისტები ხართ,როდესაც თქვენ განსაკუთრებულ ემანსიპაციას ითხოვთ თქვენთვის. თქვენ ებრაელებს როგორც გერმანელები,თქვენც უნდა გემუშავათ გერმანიის პოლიტიკური ემანსიპაციისათვის,-ხოლო როგორც ხალხს,ადამიანური ემანსიპაციისათვის.და განსაკუთრებული ტიპი თქვენი შევიწროვების და თქვენი სირცხვილის უნდა იქნას მიღებული თქვენს მიერ და აღქმული არა როგორც გამონაკლისი წესი,არამედ პირიქით როგორც დამტკიცების წესი.თუ თქვენ ებრაელები ითხოვთ უფლებრივ გათანაბრებას გერმანელ ქრისტიანებთან ?ასეთ შემთხვევაში ისინი აღიარებენ მიზანშეწონილად "ქრისტიანულ სახელმწიფოს",შესაბამისად აღიარებენ სისტემის მიერ უნივერსალურ დამონებას.მაშინ რატომ არ მოსწონთ ებრაელებს მათი განსაკუთრებული ბატონობა,თუ ეს განსაკუთრებული ბატონობა მათ მოსწონთ რეალურად ?გერმანელი რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ებრაელის განთავისუფლებით,თუ ებრაელი არ არის დაინტერესებული გერმანელის განთავისუფლებით ?"ქრისტიანულმა სახელმწიფომ" იცის მარტო პრივილეგიები,ებრაელები სარგებლობენ ამ პრივილეგიებით ამ სახელმწიფოში იყვნენ ებრაელები.როგორც ებრაელი,მას აქვს უფლებები,რომელიც არ ააქვთ ქრისტიან გერმანელებს.მაშინ რატომ ეძებენ ისინი იმ უფლებებს რომლებიც მათ არ აქვთ,მაგრამ სარგებლობენ ქრისტიანი გერმანელები ?როდესაც ებრაელები ითხოვენ "ქრისტიანული სახელმწიფოსაგან"ემანსიპირებას,მაშინ ამით ისინი ითხოვენ რომ ქრისტიანულმა სახელმწიფომ უარი თქვას თავის რელიგიაზე.მაგრამ ებრაელები ამბობენ უარს თავიანთ რელიგიაზე ?ასეთ შემთხვევაში ააქვთ ებრაელებს უფლება მოითხოვონ სხვებისაგან რომ სხვებმა უარი თქვან თავიანთ რელიგიაზე ?
"ქრისტიანულ სახელმწიფოს" თავისი არსით არ შეუძლია ებრაელი ხალხის ემანსიპირება;მაგრამ დასძენს ბაუერი :ებრაელსაც არ შეუძლია იქნას ემანსიპირებული.ვიდრე სახელმწიფო რჩება "ქრისტიანული"ხოლო ებრაელი რჩება ებრაელად.მათ არც ებრაელს როგორც ებრაელს და არც გერმანელს როგორც გერმანელს არ შეუძლიათ მისცენ ემანსიპაცია სხვებს,ისევე როგორც მიიღონ სხვებისაგან."ქრისტიანულ სახელმწიფოს"შეუძლია მოექცეს ებრაელს ისე,როგორც ეს დამახასიათებელია "ქრისტიანული სახელმწიფოს"იმანენტური ბუნებისათვის.ესე იგი პრივილეგიის პრინციპით,მისცეს საშუალება იზოლირებულ იქნას სხვებისაგან,რომ ებრაელი იმყოფება ამ იზოლაციით "რელიგიურ წინააღმდეგობაში"დომინირებულ რელიგიასთან.მაგრამ ებრაელს შეუძლია "მარტო" "ებრაულ" დამოკიდებულებაში იმყოფებოდეს "ქრისტიანულ სახელმწიფოსთან" როგორც ერთგვარ "უცხოსთან" წინააღმდეგ რეალური ნაციონალობისადმი,თავისი ქიმერული "ნაციონალურობით" რეალური კანონებისადმი,თავისი ილუზორული კანონით ჩათვალოს რომ მას შეუძლია გაუცხოვდეს და იზოლირებულ იქნას კაცობრიობისაგან.პრინციპულად არ მიიღოს მონაწილეობა ისტორიულ მოძრაობაში,არ ჰქონდეს არავითარი მომავალი და საერთო მომავალ კაცობრიობასთან.ჩათვალოს საკუთარი თავი მარტო ებრაელი ხალხის წევრად,ხოლო ებრაელი ხალხი რჩეულ ერად.ასე რომ თქვენ ებრაელები რის საფუძველზე ითხოვთ ემანსიპაციას გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოსაგან "? თქვენი რელიგიის გამო ? კი მაგრამ ის ხომ სასიკვდილო მტერია გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოსი" ? იქნებ თქვენ ამას ითხოვთ როგორც გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"მოქალაქეები ?კი მაგრამ გერმანულ "ქრისტიანულ სახელმწიფოში" საერთოდ არ არსებობენ გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"მოქალაქეები.იქნებ თქვენ ამას ითხოვთ როგორც გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"ადამიანები ?მაგრამ მაშინ ამ ასპექტში თქვენც არ ხართ "ადამიანები" და არც ისინი არიან "ქრისტიანული სახელმწიფოს"ადამიანები ვისზეც თქვენ აპელირებთ.რადგან არ არსებობს გერმანული "ქრისტიანული სახელმწიფოს"ადამიანები.ბრუნო ბაუერმა,ახლებურად დააყენა ებრაული საკითხი.მას შემდეგ რაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს მის მიერ დაყენებული და გადაჭრილი ებრაული საკითხი.ბრუნო ბაუერი კითხულობს:როგორია ებრაელის "თვისებები",რომელიც უნდა იქნას ემანსიპირებული გერმანულ ქრისტიანულ სახელმწიფოში და ქრისტიანული სახელმწიფოსი რომელმაც უნდა მოახდინოს ებრაელის ემანსიპირება ? და ბრუნო ბაუერი პასუხობს კრიტიკით ებრაულ რელიგიას,ის აანალიზებს "რელიგიურ წინააღმდეგობას"იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის,არკვევს არსებით მხარეებს ქრისტიანული სახელმწიფოსი.და ყველაფერ ამას ის აკეთებს დიდი გამბედაობით და აზრის დიდი სიმახვილით.
რა გზით ცდილობს ბაუერი გადაჭრას "ებრაული საკითხი" ?რა დასკვნამდე მიდის ის ამ საკითხში ?ფორმულირება საკითხის,არის მისი გადაწყვეტა.კრიტიკა "ებრაული საკითხის"არის პასუხი "ებრაულ საკითხზე"ამრიგად მისი დასკვნები ასეთია "ებრაულ საკითხთან"დაკავშირებით :ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჯერ ჩვენი თავის "ემანსიპირება"სანამ ჩვენ შევძლებთ სხვების "ემანსიპირებას".ყველაზე რეზისტენტული ფორმა "წინააღმდეგობებისა"ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის არის"რელიგიური წინააღმდეგობები".როგორ უნდა აღმოვფხვრათ ეს"რელიგიური წინააღმდეგობა" ?ამისათვის საჭიროა გავხადოთ ეს "რელიგიური წინააღმდეგობა" "შეუძლებელი".როგორ უნდა გავხადოთ ეს "რელიგიური წინააღმდეგობა" "შეუძლებელი" ?ამისათვის საჭიროა გავანადგუროთ რელიგია.რადგან იმ მომენტიდან, რა მომენტიდანაც ებრაელი და ქრისტიანი განიხილავენ მათ წინაშე არსებულ რელიგიებს როგორც "განსხვავებულ საფეხურებს ადამიანური სულის განვითარების"როგორც განსხვავებას "გველის კანის"რომელსაც იძრობს თავისი ტანიდან ისტორია და ადამიანს განიხილავენ როგორც "გველს"რომელიც კანს იძრობს.ამ მომენტიდან ვარაუდობს ბაუერი,ებრაელი და ქრისტიანი "იმყოფება"არა რელიგიურ,არამედ კრიტიკულ "მეცნიერულ"ადამიანურ ურთიერთდამოკიდებულებაში."მეცნიერება"ასეთ შემთხვევაში წარმოადგენს მათ "ერთიანობას"ხოლო "წინააღმდეგობები"მეცნიერებაში,აღმოიფხვრება თვითონ მეცნიერების მიერ."გერმანელი ებრაელი"აწყდება პირველ რიგში "პოლიტიკური ემანსიპაციის" არარსებობას და ოფიციალურად აღიარებულ სახელმწიფოს"ქრისტიანულ ხასიათს ".თუმცა ბაუერულ გაგებაში "ებრაულ საკითხს"აქვს საერთო მნიშვნელობა.რომელიც არ არის დამოკიდებული "გერმანულ სპეციფიკურ პირობებზე"." ეს მართალია,გვეუბნებიან ჩვენ და თვითონ ებრაელიც ამბობს ამას.ებრაელი უნდა იქნას ემანსიპირებული არა როგორც ებრაელი,გერმანულ ქრისტიანულ სახელმწიფოში.არა იმიტომ რომ ის ებრაელია.არა იმიტომ რომ ებრაელი წარმოადგენს მფლობელს ისეთი შესანიშნავი ტიტულისა როგორიც არის საერთოსაკაცობრიო მორალური პრინციპი.პირიქით ებრაელი თვითონ გადავა უკანა პლანზე "სახელმწიფო მოქალაქესთან" მიმართებაში და ის გახდება "სახელმწიფოს მოქალაქე"მიუხედავად იმისა რომ ის ებრაელია და რომ უნდა დარჩეს ებრაელად.ეს ნიშნავს რომ ებრაელი,რჩება ებრაელად მიუხედავად იმისა რომ ის "სახელმწიფო მოქალაქეა"და ცხოვრობს საერთოსაკაცობრიო პირობებში.მისი ებრაული "ზღვარდადებული და შეზღუდული ბუნება"საბოლოოდ აიყვანს მაღლა მის ადამიანურ და პოლიტიკურ მოვალეობებზე.მისი ებრაული ცრურწმენა და ცრუწარმოდგენები ჯერ კიდევ არსებობს,მიუხედავად იმისა რომ მასზე გაიმარჯვა"საერთო პრინციპებმა"მაგრამ ამასთანავე რახან ის აგრძელებს თავის არსებობას,მაშინ ის იმარჯვებს ყველაფერ დანარჩენზე.მარტო სოფისტიკურად,მარტო ეფემერულად ებრაელს შეეძლო დარჩენილიყო "სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში" ებრაელად.შესაბამისად თუ ის ისურვებდა დარჩენილიყო ებრაელად,მაშინ მისი მოჩვენებითობა იქნებოდა მისი არსი,ან "მომენტალური გამონაკლისი"ამ არსიდან და სახელმწიფო წესებიდან"(უნარი თანამედროვე ებრაელების და ქრისტიანების გახდნენ თავისუფალნი ბრუნო ბაუერი გვ.57)

მოვუსმინოთ მეორეს მხრივ, როგორ საზღვრავს ბაუერი სახელმწიფოს ამოცანას :
"საფრანგეთმა"ვკითხულობთ ჩვენ მასთან "გვაჩვენა ჩვენ ცოტა ხნის წინ"(დებატები დეპუტატების პალატაში 26 დეკემბრიდან 1840.)"ებრაულ საკითხთან დამოკიდებულებაში,როგორც ყოველთვის ყველა სხვა "პოლიტიკურ საკითხებში"სანახაობაა თავისუფალი ცხოვრების.რომელმა თავისუფალი ცხოვრების სანახაობაც თავისუფლება თავის კანონებში დაიყვანა "არა"-მდე და შესაბამისად აღიარა ის "მოჩვენებითად"ხოლო მეორეს მხრივ "საქმით" უარჰყო თავისი "თავისუფალი კანონი"(,გვ.64)საყოველთაო თავისუფლება ჯერ კიდევ არ გამხდარა საფრანგეთში "კანონი""ებრაული საკითხიც"ასევე ჯერ არ არის გადაწყვეტილი.ამისათვის გამოცხადებული თავისუფლება,რომელიც კანონმა გამოაცხადა-თანასწორობა ყველა მოქალაქის-შეზღუდულია რეალურ ცხოვრებაში.რომელზედაც ბატონობენ ჯერ კიდევ და რომელსაც იყოფენ "რელიგიური პრივილეგიები"და სწორედ ეს "არათავისუფალი ცხოვრების სტილი"იწვევს უკუქმედებას კანონზე და აიძულებს მას სანქციისაკენ,დიფერენცირება მოახდინოს ავტომატურად თავისუფალი მოქალაქეების როგორც "მჩაგვრელების" და "ჩაგრულების".("ებრაული საკითხი"გვ.65)
ებრაელი მაგალითად,აუცილებლად აღარ იქნებოდა ებრაელი,თუ მას თავისი კანონი არ მისცემდა საშუალებას შეესრულებინა თავისი ვალდებულებები სახელმწიფოსთან და თავის მოქალაქეებთან.შესაბამისად მაგალითად თუ ის შაბათობით დაიწყებდა სიარულს დეპუტატების პალატაში და მიიღებდა მონაწილეობას საჯარო განხილვებში.ყველანაირი"საერთორელიგიური პრივილეგია".შესაბამისად ასევე მონოპოლია "პრივილეგირებული ეკლესიის"უნდა განდგურებულიყო და თუ ვინმე,ან აბსოლუტური უმრავლესობა გააგრძელებდა ჩაეთვალა თავის მოვალეობად შეესრულებინა თავისი "რელიგიური მოვალეობები"ასეთ შემთხვევაში უნდა ჩაგვეთვალა რომ ეს იქნებოდა მათი"აბსოლუტურად პირადული საქმე"("ებრაული საკითხი"გვ.66)არ არსებობს საერთოდ რელიგია როგორც ასეთი,თუ არ არსებობს "პრივილეგირებული რელიგია".წაართვით რელიგიას თავისი "განსაკუთრებულობის სულისკვეთება"-და რელიგია შესწყვეტს არსებობას.
ბაუერი :"რათქმა უნდა რელიგიური წარმოდგენა აძლევს  გარანტიებს სახელმწიფოს.მაგრამ როგორ სახელმწიფოს ? როგორი ფორმის სახელმწიფოს ?სწორედ ამ პუნქტში იგრძნობა "განსაკუთრებულად ცალმხრივი"გაგება "ებრაული საკითხის"ბრუნო ბაუერის მხრიდან.არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ბრუნო ბაუერი შემოფარგლულიყო მარტო ასეთი კითხვების გამოკვლევით :ვინ უნდა იყოს ემანსიპირებული ?ვინ უნდა მოახდინოს ემანსიპაცია ?ბრუნო ბაუერს შეეძლო ასევე შემდეგი გაეკეთებინა კრიტიკაში.კონკრეტულად მას უნდა დაესვა კითხვა :როგორი ფორმის ემანსიპაციაზე მიდის საუბარი ?როგორი "შესაძლებლობები გამომდინარეობს"მოთხოვნილი ემანსიპაციის საკითხიდან ?მხოლოდ კრიტიკა თვით"პოლიტიკური ემანსიპაციის"წარმოადგენს ამომწურავ კრიტიკას"ებრაული საკითხის" და ამ "ებრაული საკითხის"რეალურ "გადაქცევას""საყოველთაო დროის საკითხად"აქედან გამომდინარე ბაუერს არ აჰყავს საკითხი ასეთ სიმაღლემდე,ის ვარდება "წინააღმდეგობაში".ის აყენებს პირობებს რომელიც არ ეფუძნება "პოლიტიკური ემანსიპაციის"რელევანტურ არსს.ის აყენებს საკითხებს რომელიც არ შედის მისი ამოცანის ამოხსნაში და ტოვებს უპასუხოდ მის მიერ დასმულ საკითხს.როდესაც ბაუერი ლაპარაკობს ებრაული ემანსიპაციის მოწინააღმდეგეებზე ქრისტიანულ გერმანულ სახელმწიფოში:"მათი შეცდომა მდგომარეობდა მარტო იმაში რომ,ისინი მიიჩნევდნენ ქრისტიანულ სახელმწიფოს ერთადერთ ჭეშმარიტებად და არ გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლის ისეთ ფორმაში,როგორი კრიტიკის ქარცეცხლის ფორმაშიც გაატარეს ებრაელობა".ჩვენი აზრით ბაუერის შეცდომა მდგომარეობს იმაში რომ ის აკრიტიკებს მარტო"ქრისტიანულ სახელმწიფოს"და არა ზოგადად "სახელმწიფოს"ის არ იკვლევს "პოლიტიკური ემანსიპაციის ურთიერთობებს" "ადამიანურ ემანსიპაციასთან"მიმართებაში და ამიტომაც ის აყენებს პირობებს,რომლებიც პოულობენ თავიანთ ახსნას მარტო არაკრიტიკულად,პოლიტიკური ემანსიპაციის და საერთოსაკაცობრიო ემანსიპაციის ერთმანეთში აღრეულ გაგებაში.თუ ბაუერი ეკითხება ებრაელებს:გაქვთ თუ არა უფლება თქვენ,თქვენი გადმოსახედიდან და თქვენი თვალსაზრისით მოითხოვოთ პოლიტიკური ემანსიპაცია ?ჩვენ პირიქით ვკითხულობთ:აქვს თუ არა უფლება "პოლიტიკური ემანსიპაციის"თვალსაზრისს მოითხოვოს ებრაელებისაგან რომ მათ უარი თქვან იუდაიზმზე,მოითხოვონ ადამიანებისაგან საერთოდ უარი თქვან რელიგიაზე ?ებრაული საკითხი,იღებს სხვადასხვა ფორმულირებას დამოუკიდებლად იმისა თუ რომელ სახელმწიფოში ცხოვრობს ებრაელი.გერმანიაში სადაც არ არსებობს"პოლიტიკური სახელმწიფო"სახელმწიფო როგორც სახელმწიფო,"ებრაული საკითხი"როგორც საკითხი წარმოადგენს რაფინირებულ "თეოლოგიურ საკითხს"ებრაელი იმყოფება "რელიგიურ წინააღმდეგობაში"სახელმწიფოსთან,რომელიც აღიარებს "ქრისტიანობას"თავის საფუძვლად.ეს სახელმწიფო არის "თეოლოგი"ex professo(სპეციალობით).კრიტიკა აქ არის კრიტიკა თეოლოგიის,ორმაგი კრიტიკა,კრიტიკა კრიტიკული კრიტიკის,კრიტიკა ქრისტიანული თეოლოგიის და კრიტიკა იუდეური თეოლოგიის.მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვტრიალებთ თეოლოგიის სფეროში,როგორ კრიტიკულადაც ჩვენ არ უნდა ვტრიალებდეთ.საფრანგეთში,"კონსტიტუციურ სახელმწიფოში","ებრაული საკითხი"არის "კონსტიტუციონალიზმის"საკითხი."ნახევრად პოლიტიკური ემანსიპაციის" რადგან აქ არის შენარჩუნებული "გარეგნულად"სახელმწიფოებრივი რელიგიის ფორმა.თუმცა ამ ფორმაშიც კი,რომელიც არაფრის მთქმელი არ არის და საკუთარ ფორმას ეწინააღმდეგება-"რელიგიური უმრავლესობის"ფორმაში და ებრაელების დამოკიდებულება სახელმწიფოსთან ინარჩუნებს "გარეგნულ"ფორმალურ რელიგიურობას,თეოლოგიური წინააღმდეგობის.მარტო შეერთებულ შტატებში-ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც-"ებრაული საკითხი"ჰკარგავს თავის "თეოლოგიურ მნიშვნელობას"და ხდება "მსოფლიო"საკითხი.მარტო იქ სადაც "პოლიტიკური სახელმწიფო" არსებობს ყველაზე განვითარებულ აბსოლუტურ ფორმაში.იუდაისტის დამოკიდებულება,საერთოდ რელიგიური ადამიანის დამოკიდებულება "პოლიტიკური სახელმწიფოს მიმართ",შესაბამისად-დამოკიდებულება რელიგიის სახელმწიფოსთან,წარმოადგენს მრავალფეროვან განვითარებულ ფორმას,მთელი თავისი "სიწმინდით"კრიტიკა ასეთი ფორმის დამოკიდებულების, შესწყვეტს თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას იმ მომენტიდან იყოს "თეოლოგიური კრიტიკა" რა მომენტიდანაც სახელმწიფო შესწყვეტს თავის თეოლოგიურ დამოკიდებულებას რელიგიასთან,რადგან როდესაც კრიტიკა იწყებს მიუდგეს რელიგიას როგორც სახელმწიფოს,ანუ "პოლიტიკურად"მაშინ კრიტიკა ხდება "კრიტიკა პოლიტიკური სახელმწიფოსი"დაწყებული იმ პუნქტიდან სადაც საკითხი შესწყვეტს იყოს "თეოლოგიური"ბაუერული კრიტიკა ასეთ შემთხვევაში შესწყვეტს იყოს კრიტიკული.
"შეერთებულ შტატებში არ არსებობს არც"სახელმწიფოებრივი რელიგია"არც აღიარებული რელიგია უმრავლესობის,არც "უპირატესობა" ერთი "კულტის"სხვა კულტების წინაშე.სახელმწიფო დგას შორს "ყველანაირი ფორმის"კულტისაგან"(გ.დე ბომონი."მარია ანუ მონობა შეერთებულ შტატებში"პარიზი 1835.გვ.124)"არსებობს ცალკეული შტატები ჩრდილოეთ ამერიკაში,სადაც კონსტიტუცია არ ჰქმნის პირობებს ამა თუ იმ "კულტის"პირობად "პოლიტიკური პრივილეგიების"(გვ.224)"და მაინც მიუხედავად ამისა ამერიკის შეერთებულ შტატებში,არ ფიქრობენ რომ ადამიანს და მოქალაქეს რომელსაც არ გააჩნია "რელიგია"შეიძლება იყოს პატიოსანი ადამიანი და პატიოსანი მოქალაქე"(გვ.224)ჩვენ არ ვამტკიცებთ რომ "სახელმწიფოს მოქალაქეებმა"უნდა დაუდონ რაციონალური ზღვარი თავიანთ "რელიგიურ შეზღუდულობას"რომ გაანდაგურონ თავიანთი "მიწიერი საკითხები"ჩვენ ვამტკიცებთ რომ,ისინი მხოლოდ მას შემდეგ დაუდებენ ზღვარს თავიანთ "რელიგიურ შეზღუდულობას",როდესაც ისინი გაანადგურებენ თავიანთ "მიწიერ საკითხებს".ჩვენ არ "გარდავქმნით""მიწიერ საკითხებს"თეოლოგიურ საკითხებად,ჩვენ "გარდავქმნით"თეოლოგიურ საკითხებს "მიწიერ საკითხებად".ისტორიას დიდი ხნის განმავლობაში "განმარტავდნენ"ცრურწმენებით,ჩვენ "ცრურწმენებს" "განვმარტავთ"ისტორიით.საკითხი "პოლიტიკური ემანსიპაციის" რელიგიურ საკითხთან დამოკიდებულებაში,ჩვენთვის წარმოადგენს "პოლიტიკური ემანსიპაციის"საკითხს"ადამიანურ ემანსიპაციასთან დამოკიდებულებაში".ჩვენ ვაკრიტიკებთ პოლიტიკური სახელმწიფოს "იმპოტენციას" რელიგიასთან დამოკიდებულებაში.ვაკრიტიკებთ "პოლიტიკურ სახელმწიფოს"თავის "მიწიერ ფორმაში"დამოუკიდებლად მისი "იმპოტენციისაგან"რელიგიასთან დამოკიდებულებაში.პოლიტიკურ სახელმწიფოსა და გარკვეულ რელიგიას შორის წინააღმდეგობაში-მაგალითად იუდაიზმთან-ჩვენ ვააშკარავებთ და სინათლის შუქზე გამოგვაქვს ადამიანური ხასიათი ამ "წინააღმდეგობების",როგორც წინააღმდეგობა პოლიტიკურ სახელმწიფოსა და ერთგვარ "მიწიერ ელემენტებს" შორის.ვააშკარავებთ წინააღმდეგობებს პოლიტიკურ სახელმწიფოსა და რელიგიას შორის "საერთოდ" წინააღმდეგობას როგორც სახელმწიფოსა და მის "წინაპირობებს" შორის საერთოდ."პოლიტიკური ემანსიპაცია"იუდაისტის,ქრისტიანის,"რელიგიური"ადამიანის საერთოდ,არის "ემანსიპაცია იუდაიზმის იუდაიზმიდან",ქრისტიანობიდან,რელიგიიდან საერთოდ.ემანსიპაცია ისეთ ფორმაში,როგორიც შეეფერება მის "არსს"სახელმწიფო "ემანსიპირდება"რელიგიისაგან როგორც სახელმწიფო,როდესაც ის ემანსიპირდება "სახელმწიფოებრივი რელიგიისაგან"ესე იგი სახელმწიფო როგორც სახელმწიფო არ "იცავს" არავითარ რელიგიას და პირიქით ის იცავს საკუთარ თავს როგორც სახელმწიფო."პოლიტიკური ემანსიპაცია" რელიგიისაგან არ არის მიყვანილი ბოლომდე,თავისუფალი რელიგიისაგან ემანსიპაციის პროცესის წინააღმდეგობებისაგან.იმიტომ რომ "პოლიტიკური ემანსიპაცია"არ არის მიყვანილი ბოლომდე,თავისუფალი "ადამიანური ემანსიპაციისაგან".ზღვარი "პოლიტიკური ემანსიპაციის"თავიდანვე გამოიხატება იმაში რომ,სახელმწიფოს შეუძლია გაანთავისუფლოს თავისი თავი ამა თუ იმ შეზღუდვებისაგან,რომ ადამიანი გახდეს რეალურად თავისუფალი ამ შეზღუდვებისაგან,რომ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს "რესპუბლიკა" (სიტყვების თამაში:«Freistaat»"რესპუბლიკა",ნიშნავს ასევე "თავისუფალ სახელმწიფოს")იმისაგან დამოუკიდებლად,რომ ადამიანი იყოს"თავისუფალი ადამიანი".სახელმწიფოს შეუძლია აბსოლუტურად ემანსიპირება თავისი თავის მაშინაც კი როდესაც "აბსოლუტური უმრავლესობა" რჩება "რელიგიურად"ხოლო აბსოლუტურ რელიგიურ უმრავლესობა არ შეუძლია დარჩეს "რელიგიური"იმ ფორმაში რომ ის იქნება "რელიგიური"მარტო privatum(როგორც კერძო პირი ).მაგრამ დამოკიდებულება სახელმწიფოსი,განსაკუთრებით "რესპუბლიკის"რელიგიასთან არც მეტი არც ნაკლები წარმოადგენს დამოკიდებულებას "ადამიანების"რომლებმაც ჩამოაყალიბეს სახელმწიფო რელიგიასთან მიმართებაში.აქედან გამომდინარე უნდა გამოვიტანოთ დასკვნა რომ ადამიანი თავისუფლდება ყოველგვარი შეზღუდვებისაგან უშუალოდ სახელმწიფოს მიერ,თავისუფლდება პოლიტიკურად როდესაც წინააღმდეგ საკუთარი თავის ის მაღლდება ამ შეზღუდვებზე.ადამიანი რომელიც თავისუფლდება "პოლიტიკურად"აღწევს თავისუფლებას "შემოვლითი გზით"  "სახელმწიფოს შუამავლობის" აუცილებელი რგოლით,მაშინაც კი როდესაც ადამიანი სახელმწიფო შუამავლობის გზით აცხადებს საკუთარ თავს ათეისტად,ესე იგი როდესაც ის აცხადებს სახელმწიფოს ათეისტად,მაინც "რელიგიურად შეზღუდული "რჩება,სწორედ იმიტომ რომ ის თავის თავს აღიარებს შემოვლითი გზით,სწორედ შუამავალი რგოლის მეშვეობით.რელიგია წარმოადგენს ადამიანის აღიარებას "შემოვლითი გზით",აღიარებას შუამავალი რგოლის მეშვეობით,სახელმწიფო არის "შუამავალი რგოლი"ადამიანსა და ადამიანის თავისუფლებას შორის.როგორიც ქრისტეა შუამავალი რგოლი,რომელშიც ადამიანი დებს მთელ თავის"ღვთაებრიობას",მთელ თავის "რელიგიურ შეზღუდულობას",ასევე სახელმწიფოა ასეთივე შუამავალი რგოლი,რაშიც ადამიანი დებს მთელ თავის "არაღვთაებრიობას"მთელ თავის "ადამიანურ თავისუფლებას".პოლიტიკური "ამაღლება"ადამიანის რელიგიაზე წარმოაჩენს ყველა  ნაკლოვანებებს და ყველა უპირატესობებს პოლიტიკური ამაღლების საერთოდ.სახელმწიფო როგორც სახელმწიფო ანულირებას ახდენს მაგალითად "კერძო საკუთრების",ადამიანი აცხადებს ანულირებულად და უკუგდებულად კერძო საკუთრებას პოლიტიკურ ურთიერთობებში,მაშინ როდესაც ის უკუაგდებს "ქონებრივ ცენზს" აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებისათვის,ისევე როგორც ეს მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ბევრ შტატში.პოლიტიკური თვალსაზრისით"ჰამილტონი"აბსოლუტურად მართალი იყო როდესაც ამბობდა "ორდინარულმა ხალხმა მოიპოვა გამარჯვება კერძო მესაკუთრეებზე და ფინანსურ სიმდიდრეზე".ნუთუ კერძო საკუთრება არ არის უკუგდებული და ანულირებული "იდეაში",თუ "არმქონე" გახდება კანონმდებელი "მქონებელისათვის" ?"ცენზი" ეს არის ბოლო პოლიტიკური ფორმა კერძო საკუთრების აღიარების.და მაინც პოლიტიკური ანულირება კერძო საკუთრების არა მარტო არ უკუაგდებს კერძო საკუთრებას,არამედ გულისხმობს კიდეც მას.სახელმწიფო თავისი შეხედულებებისამებრ უკუაგდებს განსხვავებებს წარმოშობის,წოდების,განათლების,პროფესიის,როდესაც ის აცხადებს "აპოლიტიკურად" განსხვავებებს წარმოშობის,წოდების,განათლების,პროფესიის,როდესაც ის აცხადებს მიუხედავად ამ განსხვავებებისა თითოეულ ადამიანს "თანასწორ"მონაწილედ სახალხო სუვერენიტეტის,როდესაც ის განიხილავს ყველა ელემენტს რეალური სახალხო ცხოვრების,სახელმწიფოს გადმოსახედიდან და სახელმწიფოს თვალსაზრისით.მიუხედავად ამისა,სახელმწიფო აძლევს უფლებას "კერძო საკუთრებას",განათლებას,პროფესიას "იმოქმედოს"მისთვის დამახასიათებელი მეთოდოლოგიით და გამოავლინოს საკუთარი განსაკუთრებული"იმანენტური არსი""კერძო საკუთრების"ფორმაში,განათლებაში,პროფესიაში.ძალიან შორს იმ აზრისაგან რომ უკუვაგდოთ ყველა ეს "ფაქტიური განსხვავებები"სახელმწიფო პირიქით არსებობს მხოლოდ იმ პირობით,რომ ეს განსხვავებები არსებობენ,სახელმწიფო გრძნობს თავის თავს როგორც "პოლიტიკური სახელმწიფო" და ახორციელებს თავის "საყოველთაობას"და სიძლიერეს წინააღმდეგ ამ თავისი სახელმწიფოებრივი ელემენტების მიმართ.ჰეგელი ამიტომაც აბსოლუტურად რაციონალურად საზღვრავს პოლიტიკური სახელმწიფოს დამოკიდებულებას რელიგიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ის ამბობს :"იმისათვის რომ სახელმწიფომ მიაღწიოს რეალურ არსებობას რომელმაც იცის თავისი თავი როგორც მორალური რეალობა სულის,ამისათვის საჭიროა "განსხვავებები"მათ შორის როგორც ფორმაში,ასევე რწმენაში;მაგრამ ეს განსხვავებები იგრძნობა იმდენად რამდენადაც საეკლესიო მხარე დადის თვითონ თავისი თავის განსხვავებებამდე.მარტო ამაღლებით "განსაკუთრებულ ეკლესიებზე"სახელმწიფო იძენს და რეალიზაციას ახდენს "აზრის საყოველთაობას"-პრინციპს თავისი რწმენის.(ჰეგელი."სამართლის ფილოსოფია"1-ლი გამოცემა,გვ.346)რათქმა უნდა !მარტო "განსაკუთრებულ ელემენტებზე",მაღლა მდგომი სახელმწიფო ახდენს თავისი თავის კონსტატაციას როგორც საყოველთაო სახელმწიფოსი.ჩამოყალიბებული პოლიტიკური სახელმწიფო წარმოადგენს თავისი არსით "სასიცოცხლოდ"მნიშვნელოვან ფაქტორს ადამიანისათვის,წინააღმდეგ მისი მატერიალური ცხოვრების.ყველა წინაპირობები ამ "ეგოისტური ცხოვრების"განაგრძობს თავის არსებობას სახელმწიფოს სფეროს გარეთ,სამოქალაქო საზოგადოებაში,როგორც დამახასიათებელი ფორმა სამოქალაქო საზოგადოების".იქ სადაც "პოლიტიკურმა სახელმწიფომ"მიაღწია თავის რეალურად განვითარებულ ფორმას,ადამიანი არა მარტო საკუთარ აზრებში,საკუთარ ცნობიერებაში,არამედ რეალობაში,რეალურ ცხოვრებაში ცხოვრობს "ორმაგი ცხოვრებით",ზეციური და მიწიერი ცხოვრებით,"პოლიტიკურ საზოგადოებაში"რომელშიც ის აღიარებს თავის თავს "საზოგადოებრივ არსებად","სამოქალაქო საზოგადოებაში" სადაც ის მოქმედებს როგორც"კერძო პირი",განიხილავს სხვა ადამიანებს როგორც"საშუალებებს"არ დაჰყავს თავისი თავი ამ "საშუალებებამდე" და ხდება სათამაშო უცხო ძალების."პოლიტიკური სახელმწიფო"უდგება "სამოქალაქო საზოგადოებას" ისევე "სპირიტუალისტურად"როგორც ზეციური სამყარო მიწიერ სამყაროს.პოლიტიკური სახელმწიფო იმყოფება სამოქალაქო საზოგადოებასთან ისეთივე წინააღმდეგობაში და ახდენს "განეიტრალებას" სამოქალაქო საზოგადოების ისეთივე მეთოდოლოგიით,როგორი მეთოდოლოგიითაც რელიგია ახდენს "განეიტრალებას" მიწიერი სამყაროსი და როგორ წინააღმდეგობაშიც იმყოფება რელიგია მიწიერ სამყაროსთან;ანუ ისევე როგორც რელიგია მიწიერ სამყაროსთან დამოკიდებულებაში,სახელმწიფოც "იძულებულია"აღიაროს "სამოქალაქო საზოგადოება"მოახდინოს მისი რესტავრაცია და დაემორჩილოს მის ბატონობას.ყველაზე "ახლომყოფი რეალობის"გათვალისწინებით,სამოქალაქო საზოგადოებაში,ადამიანი-მიწიერი არსებაა.რომელ სამოქალაქო საზოგადოებაშიც მას აქვს მნიშვნელობა როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში,ასევე სხვებთან მიმართებაშიც რეალური ინდივიდის,ის წარმოადგენს "ჭეშმარიტება ჩამორთმეულ" და "სამართალს მოკლებულ"ინდივიდს.კონფლიქტი რომელშიც ადამიანი იმყოფება როგორც წარმომადგენელი"განსაკუთრებული რელიგიის"საკუთარ თავთან,როგორც სახელმწიფო მოქალაქე და სხვებთან როგორც "საერთო საზოგადოების წევრებთან"-ეს კონფლიქტი დადის "მიწიერ"განხეთქილებამდე "პოლიტიკურ სახელმწიფოსა" და "სამოქალაქო საზოგადოებას"შორის.ადამიანისათვის როგორც bourgeois (აქ იგულისხმება ბურჟუა როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრი)ცხოვრება პოლიტიკურ სახელმწიფოში არის მხოლოდ ეფემერული და ილუზორული,ან "წამიერი გამონაკლისი" არსიდან საერთო წესების.მართლაც bourgeois ისევე როგორც ებრაელი,მარტო სოფისტიკურად რჩება პოლიტიკური სახელმწიფოს მოღვაწეობის სფეროში,სოფისტიკურად რჩება ასევე "ებრაელად",ან bourgeois,როგორც citoyen(სახელმწიფოს მოქალაქე).მაგრამ ეს სოფისტიკა-არ წარმოადგენს "პირადი ხასიათის"სოფისტიკურ სოფისტიკას.ეს სოფისტიკა წარმოადგენს თვით "პოლიტიკური სახელმწიფოს"სოფისტიკურ სოფისტიკას.განსხვავება რელიგიურ ადამიანსა და პოლიტიკური სახელმწიფოს მოქალაქეს შორის,არის განსხვავება "მყიდველსა"და პოლიტიკური სახელმწიფოს მოქალაქეს შორის,დღიურ მუშასა და სახელმწიფოს შორის,მიწათმფლობელსა და სახელმწიფოს შორის,"ცოცხალ ინდივიდსა" და სახელმწიფოს მოქალაქეს შორის.წინააღმდეგობა რომელშიც იმყოფება "რელიგიური ადამიანი" "პოლიტიკურ ადამიანთან"არის იგივე წინააღმდეგობა,როგორშიც იმყოფება bourgeois ან citoyen,რომელშიც იმყოფება "სამოქალაქო საზოგადოების"წევრი და მისი "პოლიტიკური ლომის კანი"ეს "მიწიერი"კონფლიქტი,რომლამდეც დადის "ებრაული საკითხი",ეს ურთიერთობა პოლიტიკური სახელმწიფოსი და თავის წინაპირობებს შორის,-იქნება ეს მატერიალური ელემენტები,როგორც კერძო საკუთრება და ასე შემდეგ,ან სულიერი საკითხები-როგორც განათლება,რელიგია-ეს კონფლიქტები საერთო ინტერესებსა და კერძო ინტერესებს შორის,განხეთქილებები პოლიტიკურ სახელმწიფოსა და და სამოქალაქო საზოგადოებას შორის,ამ ყველა "მიწიერ წინააღმდეგობებს" ბრუნო ბაუერი ტოვებს ხელშეუხებლად როდესაც ის პოლემიკაში შედის "მიწიერი წინააღმდეგობების""რელიგიურ გამოხატულებასთან.ადამიანი "პოლიტიკურად" ემანსიპირდება რელიგიისაგან იმით რომ,ის "განდევნის""საჯარო სამართლის"სფეროდან მას და გადააქვს "კერძო სამრთლის"სფეროში.ის უკვე აღარ წარმოადგენს სახელმწიფოს "სულს"-სადაც ადამიანი შეზღუდულ ხარისხში,განსაკუთრებულ ფორმაში და განსაკუთრებულ სფეროში-იქცევა ისე როგორც "რასობრივი არსება" სხვებთან მიმართებაში;ის გახდა "სული სამოქალაქო საზოგადოების",ეგოიზმის სფეროში,სადაც გამეფებულია bellum omnium contra omnes მისი სული გამოხატავს არა საზოგადოებას,არამედ განსხვავებას ამ საზოგადოებისაგან.
თარგმნა ზაზა სუთიძემ

No comments:

Post a Comment

Printfriendly