ფეხბურთი ფეხბურთელებს



1968  წლის მაისში ამბოხებულ პარიზში, როდესაც მილიონობით მუშა გაფიცვაზე იყო და დაკავებული ჰქონდათ საწარმოები, სტუდენტებს ოკუპირებული ჰქონდათ უნვიერსტეტები და პრეზიდენტი გაქცეული იყო ქვეყნიდან საფრანგეთი რევოლუციის ზღვარზე იდგა არც ფეხბურთელები დარჩნენ ამ მოვლენების გარეთ, მოახდინეს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შენობის ოკუპაცია და გამოსცეს მიმართვა :
“ ჩვენ ფეხბურთელებმა, რომლებიც ვეკუთვნით პარიზის რეგიონის სხვადასხვა კლუბებს დღეს გადავწყვიტეთ საფრნგეთის ფეხბურთის ფედერაციის შტაბის ოკუპირება. ისევე როგორც მშრომელებმა დაიკავეს თავიანთი საწარმოები და სტუდენტებმა საკუთარი ფაკულტეტები. რატომ?
იმიტომ რომ 6000, 000 ფრანგ ფეხბურთელს და მათ ათასობით მეგობარს დავუბრუნოთ ის რაც მათ ეკუთვნით: ფეხბურთი. რისი მათგან ექპროპრიაციაც ფედერაციის მღვდელმთავრებმა მოახდინეს, რათა  თავის ეგოისტური ინტერესების სამსახურში ჩაეყენებინათ როგორც მოგების მსურველებს.
ფეხბურთელებო, მწვრთნელებო, მცირე კლუბების მმართველებო, უამრავო მეგობარო და ფეხბურთის გულკშემატკივარო, სტუდენტებო და მშრომელებო ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული! შემოგვიერთდებით თქვენი სპორტის სახეობის საუკეთესო თვისებების დასაცავად .
მოითხოვეთ ფეხბურთის სპეკულიანტების და ფეხბურთელების შეურაწმყოფელების (რეფერენდუმის მეშვეობით) დაუყოვნებლივი გადადგომა.

გაანთავისუფლეთ ფეხბურთი ფულის ბატონობისგან, პათეტიკური ფარისეველი- მფლობელებისგან რომლებმაც გამოიწვიეს ფეხბურთის ლპობა. მოითხოვეთ სახელმწიფოსგან სუბსიდიები რომელსაც არასდროს ითხოვდნენ ფედერაციის მღვდელმთავრები!
ამგვარად შესაძლებელია რომ ფეხბურთი თქვენი დარჩეს. ჩვენ მოგიწეოდებთ რომ იაროთ საკუთარი გზით ფედერაციასთან შეყოვნების გარეშე, რომელიც დღეს თავიდან ხდება თქვენი სახლი d’Iena-ს ქუჩაზე !
გაერთიანებულები, ჩვენ ფეხბურთს გავხდით იმად რადაც ყოფნა ფეხბურთმა არასდროს უნდა შეწყვიტოს - სიხარულის სპორტად, ხვალინდელი დღის სპორტად რომლის მშენებლობაც მშრომელებმა დაიწყეს !
ყველანი d’Iena- ის  ქუჩაზე !
ფეხბურთელთა მოქმედების კომიტეტი 

No comments:

Post a Comment

Printfriendly