.jpg)
ტონი ნეგრი ხსნის "სიმრავლის" ( Multitude) კონცეფციას სოციალისტი
მუშათა პარტიის წევრი ტროცკისტი ალექსანდრე
კალინიკოსის საპასუხოდ – დებატები შედგა 2003 წლის პარიზის ევროპულ სოციალურ ფორუმზე.
ჩვენ ყველა ვთანხმედებით იმ ფაქტზე რომ გვსურს ვებრძოლოთ კაპიტალს და განვაახლოთ სამყარო. მაგრამ ვფიქრობ ეს არაა გასაზრებელი როგორც პოეტური პროცესი. იმიტომ რომ სახელი სიმრავლე არაა პოეტური ცნება, არამედ კლსაბრივი კონცეპტი. როცა მე ვსაუბრობ მულტიტუტდზე როგორც კლასბრივ კონცეპტზე, ვამბობ რომ დღეს მუშები მუშაობენ განხვავებულად და ასევე იმგვარად როგორც ეს საუკუნეების წინ იყო როგორც ძველებურად ასე განსხვავებულად და სხვანაირადაც როგორც რამდენიმე საუკუნის წინ მუშაობდნენ. ინდუსტრიალური რევოლუციიდან მოყოლებული მუშათა კლასი და მისი კლასობრივი კომპოზიცია საკმაოდ განსხვავდებოდნენ სხვადასხვა პერიოდებში და მიყვებოდნენ ერიმეორეს. შრომის ორგანიზაცია მართლაც საშინლად შეიცვალა 18 საუკუნიდან დაწყებული დღემდე, ისე როგორც მისი პოლიტიკური და რექნიკური კომპოზიცია . ასევე შეიცვალა ის გზები რომლითაც კლასი აშენებს საკუთარ კლასობრივ ცნობიერებას. თუ ჩვენ გამოვიყენებთ მუშათა კლასის და შრომის ორგანიზაციის კონცეფციას ჰომოგენურად და ერთ მნიშვნელოვნად დიდად შევცდებით.
მე ვფიქრობ რომ 68 –ის და ნეოლობირეალური კონტრევოლუციის დაწყების შემდეგ შრომის ორგანიზაციის სტრუქტურა და შესაბამისად ორგანიზაციისა, კლსაობრივი კოპმპოზიციის აგებაც ძიერულად შეივალა.
ქარხანა აღარ დგას ღირებულების წარმოების ცენტრში. ღირებულება იქმნება მთლიანი მთლიანი საზოგადოების შრომის კაპიტალიზაციით. ჩვენ ვუწოდებთ მულტიტუდს ყველა მშრომელს რომელიც იძულებულია იმუშაოს საზოგადოების შიგნით მოგების შესაქმნელად. ჩვენ მივიჩნევთ რომ ექპლუატირებულია ყველა მშრომელი, საზოგადოება მთლიანობაში : ქალები , კაცები, ხალხი, მომუშავეები მომსახურეობის სფეროში, საექთნო სფეროში დასაქმებულები, მთარმგნელები (people who work in linguistic relatios)) *, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები, ყველა სოციალურ სფეროში დასაქმებულები. იმიტომ რომ მათი შრომა ექპლუატირებულია ჩვენ მათ მულტიტუდის ნაწილად მივიჩნევთ, ვინაიდან ისინი არიან სინგულარობები. სინგულარობები ეს შრომის სინგულარობებია. თითოეული მუშაობს სხვადასხვაგვარად, და სინგულარობა კი შრომის ექპლუატაციის სინგულარობაა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რომ ამას მიექცეს ყურადღება, ჩვენ ამას ხაზს ვუსმამთ რადგან შრომა უფრო და უფრო არამატერიალური ხდება., ეს არ ნიშნავს იმას, რომ მატერიალური შრომის სფერო არ გაფართოვდება, ისე როგორც ის ამას დღეს აკეთებს, ქარხნებში, წარმოუდგენელ სამუშაო ადგილებში სადაც მუშაობენ ბავშვები, მუშაობენ მატერიალურად. ამ ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ რაც მრავალმნიშვნელია ღირებულების შემქმნელ პროდუქტიულ შრომის პროცესში არის ინტელექტუალური შრომა, გამომგონებლური შრომა, ქსელური და მეცნიერული სამუშაო. როცა ამრქსმა დაიწყო საუბარი ინდუსტრიალურ ვალორიზაციაზე, მის თვალწინ იყო 100 200 ქარხანა, მაგრამ მან სწორად განსაზღვრა მთავარი ტენდენცია, და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ამ გზით. საჭიროა მხოლოდ ერთი შენიშვნის დამატება : ინდუსტრიულ მუშათა კლასს არასოდეს უწარმოებია ღირებულება, ღირებულებები ყოველთვის იწარმოებოდნენ, იმიტომ რომ ყოველ ცალკეულ მუშას (ქალს/კაცს) შექონდა საკუთარი წვლილი, ნამატი მის შექმნაში. პრობლემა მუშათა კლასის კოალიციაში, მუშათა კლასის ურთიერთობების დაკავშირებას ან მოძრაობების მოძრაობებს კი არ ეხება, არამედ ღირებულების უნიკალურ საფუძველს და შრომის უნიკალურ ხარისხს, თვისებას. შრომის ღისებაა ის, რაც ცხოვრებისა საზოგადოებისთვის ალტერნატიული გზების შეთავაზების უფლებას გვაძლევს.მაგალითად ავიღოთ გლეხობა.
![]() |
ესპანელი რევოლუციონერი ანარქისტი გლეხები. |
საინტერესო იყო!
ReplyDelete